ზელენსკი: აშშ უკრაინას სადაზვერვო ინფორმაციას კვლავ აწვდის, მათ შორის რუსეთის ბალისტიკური რაკეტების შესახებ ადრეული გაფრთხილების სისტემით
Ukraine is receiving U.S. intelligence, Zelensky says after meeting with Witkoff
კაია კალასი: ამერიკელი მომლაპარაკებლები წელიწად-ნახევარია უკრაინას კაპიტულაციისკენ უბიძგებენ, თუმცა ევროპა ამის საშუალებას არ აძლევს
დავით ნარმანია: ელექტროსისტემაში მომხდარი მასშტაბური ავარიის მიზეზების შესწავლა გრძელდება – დასკვნა საჯარო გახდება
ირაკლი ღარიბაშვილი: ჩემ წინააღმდეგ მიმდინარე პოლიტიკური დევნა და ცილისწამება შეურაცხყოფაა ქვეყნისთვის, ხელისუფლებისა და მმართველი პარტიისთვის
დავით ფეიქრიშვილი თვითდაზიანებების შემდეგ კვლავ „ვივამედში“ გადაიყვანეს – ადვოკატი პატიმრებზე ძალადობაზე საუბრობს, პენიტენციური სამსახური ბრალდებას უარყოფს
ადვოკატი: გოგა ფეიქრიშვილმა ციხეში ვენები გადაიჭრა, დავით ფეიქრიშვილს კი ოთხი ნეკნი აქვს მოტეხილი – პატიმრების განცალკევებას ითხოვენ
ვინ და რატომ ეწინააღმდეგება საქართველოს ენერგოდამოუკიდებლობას?

რუსეთის შეჭრა უკრაინაში შესაძლოა, მესამე მსოფლიო ომის დასაწყისი ყოფილიყო-ჯორჯ სოროსი

ნახვები: 479 რუსეთის შეჭრა უკრაინაში შესაძლოა, მესამე მსოფლიო ომის დასაწყისი ყოფილიყო-ჯორჯ სოროსი

რუსეთის შეჭრა უკრაინაში შესაძლოა, მესამე მსოფლიო ომის დასაწყისი ყოფილიყო, – სააგენტო „როიტერის“ ინფორმაციით, ამის შესახებ მილიარდერმა ჯორჯ სოროსმა მსოფლიო ეკონომიკურ ფორუმზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

მისივე თქმით, თავისუფალი ცივილიზაციის შენარჩუნებისთვის საუკეთესო გზა არის პრეზიდენტ პუტინის ძალების დამარცხება. როგორც სოროსი ამბობს, უკრაინაში ომი არის უფრო დიდი ბრძოლის ნაწილი თავისუფალ და დახურულ საზოგადოებებს შორის.

„უკრაინაში ომი შესაძლოა, ყოფილიყო მესამე მსოფლიო ომის დასაწყისი, რასაც ჩვენი ცივილიზაცია შესაძლოა, ვერ გადაურჩებოდა. ჩვენი ცივილიზაციის შესანარჩუნებლად საუკეთეო და ერთადერთი გზა არის პუტინის რაც შეძლება მალე დამარცხება. ეს არის მთავარი“, – განაცხადა სოროსმა.

სოროსის თქმით, მართალია, პუტინი აცხადებს, რომ უკრაინაში მისი „სპეციალური ოპერაცია“ გეგმის მიხედვით მიმდინარეობს, თუმცა ახლა მას სჯერა, რომ უკრაინაში შეჭრა შეცდომა იყო და ემზადება ცეცხლი შეწყვეტაზე მოსალაპარაკებლად.

„თუმცა ცეცხლის შეწყვეტა მიუღწეველია, რადგან პუტინს ვერ ენდობი. რაც უფრო სუსტია პუტინი, მით უფრო არაპროგნოზირებადი ხდება“, – განაცხადა სოროსმა.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა