კრიშტიანო რონალდო ხვიჩა კვარაცხელიას: შეინარჩუნე შენში ეს ცეცხლი, შენი საუკეთესო დღეები ჯერ კიდევ წინ არის!
Kremlin says trilateral talks could resume in November
სალომე ზურაბიშვილი: „ქართული ოცნება“ ცდილობს დემოკრატიის საბოლოოდ დასამარებას – სამარცხვინოა „გახარია საქართველოსთვის“ პოზიციაც
ზელენსკი: ოსლოში უიტკოფს არ დაველოდები, უკრაინაში უნდა დავბრუნდეთ – ვნახოთ, რა შედეგით დასრულდება პუტინთან შეხვედრა
Zelensky not to wait for Witkoff in Oslo after his return from Russia
სანქტ-პეტერბურგში პუტინისა და ტრამპის სპეციალური წარმომადგენლის შეხვედრა დასრულდა – მოლაპარაკებები სამი საათის განმავლობაში მიმდინარეობდა
Putin-Witkoff meeting lasts about three hours
Zelensky meets Norwegian DM and representatives of NASAMS manufacturer Kongsberg

საუკეთესო გზა, შევინარჩუნოთ ჩვენი ცივილიზაცია - პუტინის დამარცხებაა-სოროსი

ნახვები: 404 საუკეთესო გზა, შევინარჩუნოთ ჩვენი ცივილიზაცია - პუტინის დამარცხებაა-სოროსი

მილიარდერი და ფილანთროპი, ჯორჯ სოროსი აცხადებს, რომ რუსეთის შეჭრა უკრაინაში შესაძლოა ახალი მსოფლიო ომის დასაწყისი გახდეს. მისივე თქმით, რუსეთის პრეზიდენტზე ზემოქმედების იმაზე მეტი მექანიზმი არსებობს, ვიდრე დასავლელ ლიდერებს ჰგონიათ. 

უკრაინის ომზე სოროსმა დავოსში, ეკონომიკური ფორუმის ვახშმის დროს ისაუბრა. როგორც ის ამბობს, ომმა ევროპა "საძირკვლამდე შეარყია".

"შეჭრა შესაძლოა მესამე მსოფლიო ომის დასაწყისი გახდეს და ჩვენი ცივილიზაცია შესაძლოა ამას ვერ გადაურჩეს. საუკეთესო და, ალბათ, ერთადერთი გზა, შევინარჩუნოთ ჩვენი ცივილიზაცია არის რაც შეიძლება მალე პუტინის დამარცხება", - თქვა სოროსმა, რომლის გამოსვლის ტექსტიც მისმა ოფისმა გაავრცელა.

სოროსის აზრით, პუტინს მიაჩნია, რომ უკრაინაში შეჭრა შეცდომა იყო და ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებისთვის ემზადება:

"მაგრამ ცეცხლის შეწყვეტა მიუღწევადია, რადგან მისი ნდობა არ შეიძლება. რაც უფრო სუსტდება პუტინი, მით უფრო არაპროგნოზირებადი ხდება".

მისივე თქმით, შედეგს ვერ იწინასწარმეტყველებს, მაგრამ უკრაინას "გამარჯვების შანსი აქვს".

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა