თენგიზ აბლოთია: ღარიბაშვილის ბრალდებების მიუხედავად, ივანიშვილი კობახიძეს არ მოიშორებს — მისთვის ასეთი მეორე შემსრულებელი არ არსებობს
Air defenses down 135 drones used by Russia to attack Ukraine overnight
War update: 215 clashes on front line over past day, Pokrovsk and Kostiantynivka sectors hottes
Injury toll in Russian strike on Odesa rises to 17
Russia’s war casualty toll in Ukraine up by 1,320 over past day
Erdogan after meeting Putin: Türkiye ready to do everything possible for peace
Trump names condition for meeting Putin “immediately”
Russian sabotage groups show no significant activity along border — spox Demchenko

აშშ-ის საელჩოს დუმილი ადასტურებს, რომ ბრალდებები, რასაც უყენებდა საელჩოს ოპოზიცია, იყო ცარიელი ტყუილი და სპეკულაცია-ირაკლი კობახიძე

ნახვები: 376 აშშ-ის საელჩოს დუმილი ადასტურებს, რომ ბრალდებები, რასაც უყენებდა საელჩოს ოპოზიცია, იყო ცარიელი ტყუილი და სპეკულაცია-ირაკლი კობახიძე

პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის ირაკლი კობახიძის განცხადებით, ოპოზიციამ ამერიკის შეერთებული შტატების საელჩო პირდაპირ დაადანაშაულა მოსამართლეზე ზეწოლაში, სასამართლოს დამოუკიდებლობის ხელყოფაში, დისკრიმინაციასა და არაფორმალური მმართველობის მცდელობაში.

მისივე თქმით, საელჩოს დუმილი ადასტურებს, რომ ეს ყველაფერი იყო ცარიელი სპეკულაცია და სრული დემაგოგია.

„ბრალდება გააჟღერეს მათ (ოპოზიციამ) ამერიკის საელჩოს მიმართ, გაუგონარი რამ გააკეთეს, როდესაც ამერიკის საელჩო პირდაპირ დაადანაშაულეს მოსამართლეზე ზეწოლაში, სასამართლოს დამოუკიდებლობის ხელყოფაში, დისკრიმინაციასა და არაფორმალური მმართველობის მცდელობაში. პირდაპირ დაადანაშაულეს ამერიკის საელჩო ამაში. ბუნებრივია, ამას ჩვენი მხრიდან სჭირდებოდა პასუხი, რეაქცია. როგორც მოგეხსენებათ, ჩვენ ვთხოვეთ ამერიკის საელჩოს, რომ გაევრცელებინა ამის საპირისპირო ინფორმაცია, რასაც ოპოზიცია ავრცელებდა. ჩვენ ისიც გვესმის, რომ ამ განცხადების გაკეთება საელჩოს გაუჭირდებოდა, რადგან უხერხულია ამაზე საუბარი, რომ დისკრიმინაციას არ ვაკეთებ, ბუნებრივია, უხერხულობას შეიცავს ასეთი განცხადება. ჩვენ აბსოლუტურად გვესმის ამერიკის საელჩოსი. პრაქტიკულად უკვე დადასტურდა, რომ ის ბრალდებები, რასაც უყენებდა ამერიკის საელჩოს ოპოზიცია, იყო ცარიელი სპეკულაცია და სრული დემაგოგია. ეს არის ის შემთხვევა, როდესაც დუმილი არის ჩვენს პოზიციაზე თანხმობის ნიშანი. საუბარი იმაზე, რომ დისკრიმინაცია არ ჩამიდენია, რა თქმა უნდა, უხერხულობას შეიცავს, არც ველოდით, რომ აშშ-ის საელჩო გააკეთებდა ასეთ განცხადებას, რომ არ ჩავდივარ დანაშაულს, არ ჩავდივარ დისკრიმინაციას. შესაბამისად, ძალაში დარჩა, რომ ოპოზიცია აბრალებდა ამერიკის საელჩოს დისკრიმინაციას, დანაშაულის ჩადენას და ამ ყველაფერს. საბოლოო ჯამში, გაირკვა, რომ ეს ყველაფერი იყო სიცრუე და ცარიელი პროპაგანდა“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

ირაკლი კობახიძე მიიჩნევს, რომ ეს თემა უკვე დახურულია.

„მგონი, ეს თემა არის დახურული. ამერიკის საელჩოს დუმილი ზუსტად იმას ნიშნავს, რომ ის ყველაფერი, რასაც ავრცელებდა ოპოზიცია, იყო ცარიელი დემაგოგია და სიცრუე. ბუნებრივია, ვერც დავუშვებდით ჩვენ იმას, რომ აშშ-ის საელჩოს მხრიდან ასეთი რამ განხორციელდა. ბუნებრივია, ამას არასდროს იკადრებდა ამერიკის საელჩო. შესაბამისად, თემა დაიხურა. გაირკვა, რომ ტყუილში სდებდა ბრალს რადიკალური ოპოზიცია ამერიკის სელჩოს. თემა არის დახურული.

ფაქტები არის შემდეგი – ოპოზიციამ ბრალი დასდო ამერიკის საელჩოს სისხლის სამართლის კოდექსით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენაში, დისკრიმინაციაში, სასამართლოზე ზემოქმედებასა და არაფორმალური მმართველობის მცდელობაში. ეს არის ოპოზიციის ბრალდება, რაზეც ჩვენ, რა თქმა უნდა, მოვითხოვეთ მათგან პასუხი, ვთხოვეთ საელჩოს რეაქცია, საელჩოს დუმილი ადასტურებს, რომ ეს ყველაფერი იყო ცარიელი ტყუილი და სპეკულაცია, ეს არის ფაქტების შეჯამება, დანარჩენი თქვენ განსაზღვრეთ“, – განაცხადა კობახიძემ.

ამასთან, ირაკლი კობახიძემ აღნიშნა, რომ მოსამართლეებთან დაკავშირებით სანქცირებაზე საუბრობს მხოლოდ რადიკალური ოპოზიცია.

„რა სანქცირება უნდა მოხდეს რომელიმე მოსამართლის, მაგალითად, განაჩენისთვის, რომელიც უკავშირდება 7 მილიონით ტელეკომპანიის ძარცვას. რა სისულელეა, ამაზე სერიოზული საუბარიც არ ღირს“, – განაცხადა კობახიძემ.

ირაკლი კობახიძის თქმით, „2012 წლამდე, ყაჩაღობით სახელგანთქმულ სასამართლოშიც კი სანქცირების თემა არ დამდგარა“.

„თქვენ გახსოვთ, რა ხდებოდა სასამართლო სისტემაში 2012 წლამდე. სასამართლო იყო საერთო რეპრესიული მანქანის ერთ-ერთი მთავარი ინსტრუმენტი. პირდაპირ ყაჩაღობა და უბედურება, ათასი რამე ხდებოდა სააკაშვილის და ადეიშვილის სასამართლოში მაშინ და მაშინაც კი არ დამდგარა სანქცირების საკითხი, რადგან სასამართლოს დამოუკიდებლობა არის ის, რაც მაქსიმალურად გაფრთხილებას იმსახურებს. ანუ, ყაჩაღობით სახელგანთქმულ სასამართლოშიც კი სანქცირების თემა არ დამდგარა, მითუმეტეს, ამაზე საუბარი დღეს არის ზუსტად ისეთივე დემაგოგია და სპეკულაცია, რაც იყო ამერიკის საელჩოსთვის დისკრიმინაციისა და არაფორმალური მმართველობის დაბრალება. შესაბამისად, ეს თემა არის აბსოლუტურად დახურული“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა