თენგიზ აბლოთია: ღარიბაშვილის ბრალდებების მიუხედავად, ივანიშვილი კობახიძეს არ მოიშორებს — მისთვის ასეთი მეორე შემსრულებელი არ არსებობს
Air defenses down 135 drones used by Russia to attack Ukraine overnight
War update: 215 clashes on front line over past day, Pokrovsk and Kostiantynivka sectors hottes
Injury toll in Russian strike on Odesa rises to 17
Russia’s war casualty toll in Ukraine up by 1,320 over past day
Erdogan after meeting Putin: Türkiye ready to do everything possible for peace
Trump names condition for meeting Putin “immediately”
Russian sabotage groups show no significant activity along border — spox Demchenko

დაუყოვნებლივ დავანებოთ თავი ხან პატარკაცობებს, ხან რაღაც კაცობებს, თუ შეიძლება, სახელმწიფო კაცებად და ქალებად ვიცხოვროთ ორი კვირა - დავით უსუფაშვილი

ნახვები: 388 დაუყოვნებლივ დავანებოთ თავი ხან პატარკაცობებს, ხან რაღაც კაცობებს, თუ შეიძლება, სახელმწიფო კაცებად და ქალებად ვიცხოვროთ ორი კვირა - დავით უსუფაშვილი

პარტია „ლელოს“ წევრის დავით უსუფაშვილის განცხადებით, იაფფასიანი პროპაგანდაა, რომ „ლელოს“ ქვეყანაში ომი სურს.

უსუფაშვილის თქმით, დღეს, იმ სახელმწიფოებრიობის პირობებში, სადაც ვიმყოფებით, სადაც უამრავი რამ ხდება, 30 წლის შემდეგ ხელახლა დაიწყო რეგიონული და ტერიტორიული გადანაწილებები მსოფლიოში, შანსები გაჩნდა.

დავით უსუფაშვილის განმარტებით, საჭიროა, დაუყოვნებლივ დავანებოთ თავი „პატარკაცობებს“.

„იაფფასიანი პროპაგანდა, რომ „ომის პარტიები“ ვართ და „ლელოს“ ომი უნდა, უსუფაშვილი ომის პარტიის ის ყოფილა…გააგრძელეთ, პოლიტიკურად ამაზე უკეთესი რა უნდა გამიკეთოთ, მაგრამ ეს არის მთავარი? დღეს, იმ სახელმწიფოებრიობის პირობებში, სადაც ვართ, სადაც უამრავი რამ ხდება, 30 წლის შემდეგ ხელახლა დაიწყო რეგიონული და ტერიტორიული გადანაწილებები მსოფლიოში, გავლენის სფეროები, შანსები გაჩნდა, რა არის საჭირო? საჭიროა, დაუყოვნებლივ დავანებოთ თავი რაღაცებს, არ ვიცი, ხან პატარკაცობებს, ხან ასეთ რაღაც კაცობებს, თუ შეიძლება, სახელმწიფო კაცებად და ქალებად ორი კვირა ვიცხოვროთ.

მიშელის შეთანხმების გარშემო კვლავ შეკრებას იმიტომ გთავაზობთ, რომ ეს უკვე მოხდა. ერთი წლის წინ, სამი თვე დახარჯა ამაზე ევროპამაც და ჩვენ თვითონაც. ეს არის დოკუმენტი, რომელზეც ევროპაც შეთანხმებულია და თანახმაა, ჩვენც ყველა შეთანხმებული ვიყავით. რა წერია იქ? საკონსტიტუციო ცვლილებები ბოლომდე უნდა მივიყვანოთო, მივიყვანოთ. ერთად ვუთხრათ იმ ხალხს, რომ მომავლის საქართველოს შენებაში ჩვენ ერთად ვართ, გავაგრძელებთ დებატებს, მაგრამ ამაში ერთად ვართ. ახლა, დღეს ვინ ვის მეტ პრეტენზიას წაუყენებს, ამით მოხდება საქართველოს უკეთესი მომავლის უზრუნველყოფა? მაგრამ, მინდა, ახლა ქართველ ხალხს მივმართო, დაისვენეთ, ბატონო ბიძინა, ვიცი, რომ ისედაც გადაღლილი ხართ ხოლმე რაღაცებით, მაგრამ ერთი რამ იცოდეთ, არსებობს პოლიტიკური შეცდომები, მაგრამ არსებობს შემდეგ უპატიებელი ქმედებები. ნუ ჩავიდენთ ისეთ რამეს, რაც შემდეგ უპატიებელი გახდება. ამას საჯაროდ არ უნდა გეუბნებოდეთ? ხო, ალბათ, არა, მაგრამ ბოლოს, წელიწადნახევრის წინ მოგმართეთ, რომ შეიძლება, ჩემი ბოლო საჯარო გამოსვლაა-თქო. მე გადავრჩი და გადავრჩები, საქართველოც გადარჩება და ყველა გადავრჩებით ამ ქვეყანაში, ვერ დავღუპავთ, ვერ მოვახერხებთ ამას, მაგრამ ასეთი პოლიტიკით, იმ გზით, რა გზაზეც ვდგავართ ჩვენ, სულ მცირე ვწირავთ ქართველების კიდევ ერთ თაობას, რომ იცხოვროს უსამართლობაში, ტანჯვაში, უსიხარულობაში, დაზაფრულობაში და ამ ყველაფრის ყურებაში, რაშიც ახლა ვართ. გადავდგათ ნაბიჯი, ეს შესაძლებელია, ეს უნდა გავაკეთოთ“, – განაცხადა დავით უსუფაშვილმა პარლამენტში სიტყვით გამოსვლისას.

ამასთან, მისივე თქმით, ტელეპროექტი „რეალ ტივი“ დღეს შეცვალა „პოსტ ტივიმ“.

„გახსოვთ ხომ, ბატონო ბიძინა, იყო მაშინ ტელეარხი „რუსთავი 2“, სადაც ორი ორი წუთის განმავლობაში პირდაპირი ეთერი არ მოუციათ ოპოზიციისთვის. ათი წელი გავიდა და დღეს იმ არხს „იმედი“ ჰქვია, სადაც ერთი წლის გამავლობაში ორი წუთი პირდაპირი ეთერი არ მიუღია ოპოზიციას; იყო ტელეპროექტი „რეალ ტვ“, რომელსაც ძალიან ბევრი დაქირავებული, ჭორების შემთხზველი ჰყავდა და მერე იმ ჭორების გამავრცელებელი მანქანა, ყველაზე უფრო ბინძური, ყველაზე უფრო უზნეო.  ათი წელი გავიდა და ახლა „პოსტ ტვ“ გვაქვს“,- აღნიშნა უსუფაშვილმა.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა