თენგიზ აბლოთია: ღარიბაშვილის ბრალდებების მიუხედავად, ივანიშვილი კობახიძეს არ მოიშორებს — მისთვის ასეთი მეორე შემსრულებელი არ არსებობს
Air defenses down 135 drones used by Russia to attack Ukraine overnight
War update: 215 clashes on front line over past day, Pokrovsk and Kostiantynivka sectors hottes
Injury toll in Russian strike on Odesa rises to 17
Russia’s war casualty toll in Ukraine up by 1,320 over past day
Erdogan after meeting Putin: Türkiye ready to do everything possible for peace
Trump names condition for meeting Putin “immediately”
Russian sabotage groups show no significant activity along border — spox Demchenko

ნებისმიერი ადამიანი, ვინც იქნება წინააღმდეგი საქართველოსთვის კანდიდატობის სტატუსის მინიჭების კუთხით, არის ქვეყნის მტერი - ხატია დეკანოიძე

ნახვები: 386 ნებისმიერი ადამიანი, ვინც იქნება წინააღმდეგი საქართველოსთვის კანდიდატობის სტატუსის მინიჭების კუთხით, არის ქვეყნის მტერი - ხატია დეკანოიძე

მთავარი დაბრკოლება არაფორმალური მმართველობის გარდა ევროინტერგაციის გზაზე არის რუსული პროპაგანდის გამეორება, მაშინ როდესაც დალაგებული ურთიერთობები რუსეთთან არ არსებობს, – ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა, ხატია დეკანოიძემ პარლამენტის პლენარულ სხდომაზე პოლიტიკური დებატებზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

როგორც ხატია დეკანოიძემ აღნიშნა, დღეს საქართველოს ევროინტეგრაციის გზაზე დამაბრკოლებელი ერთ-ერთი საკითხი არის ის, რომ მართლმსაჯულებაში არ არსებობს არანაირი დამოუკიდებლობის ხარისხი.

„ჩემს გამოსვლას დავიწყებ ციტატით და შემდეგ გამოვიცნოთ ვისი ციტატაა. ციტატა იწყება შემდეგნაირად: “ჩვენ ჩვენი ინტერესების მიხედვით მივიღებთ გადაწყვეტილებას და გადავყწვეტთ როგორ მოვიქცეთ, იმიტომ რომ ეს არის სუვერენული ქვეყანა. ნუ ერევიან ჩვენს საქმეებში, ნუ მფარველობენ კრიმინალებს, ვინც დგანან ქუჩაში, იმიტომ რომ მათ რეალურად არ აღელვებთ ჩვენი ბედი.” ვისი ციტატაა ხომ არ იცით? ეს არის იანუკოვიჩის ციტატა, რომელიც ძალიან ჰგავს იმ სიტყვებს, რომელსაც თქვენი პარტიის თავმჯდომარე ძალიან ხშირად აჟღერებს და ამბობს, რომ დიახ კარლ ბილტი, რომელიც არის საქართველოს სუვერენიტეტის ერთ-ერთი დამცველი, ჩვენი ძალიან დიდი მეგობარი, საქართველოს მეგობარი და გაფართოების ერთ-ერთი მთავარი თანაავტორი და ამ ადამიანს თქვენ ეძახით კრიმინალს.

გეტყვით კიდევ ერთხელ რა არის მთავარი დაბრკოლება, მათ შორის ევროინტეგრაციის გზაზე ჩვენი ქვეყნისთვის. ეს არის ბიძინა ივანიშვილის არაფორმალური მმართველობა, ეს არის ის პოლიტიკა, რომელიც აირჩია „ქართულმა ოცნებამ“, რომელიც ატყუებს საქართველოს მოქალაქეებს. სახელმწიფო ფულს ხარჯავს იმ პროპაგანდაში, რომელიც ძალიან ჰგავს პლახადნიუკის და იანუკოვიჩის სიტყვებს, მაგრამ ასევე ატყუებს საქართველოს მოქალაქეებს, ამბობს, რომ ბიძინა ივანიშვილს ან „ქართულ ოცნებას“ შეუძლია, რაიმე სახით დაალაგოს ურთიერთობები რუსეთთან. ყველა, ვინც არის სოლიდარული უკრაინის მიმართ ან გამოხატავს რაიმე მხარდაჭერას უკრაინის მიმართ გრძნობას, ტკივილს და უნდა, რომ ჩვენი ქვეყანაც აქტიურად იყოს ჩართული ამაში, თურმე ყველა ამ ადამიანს უნდა ომი. მე გეტყვით ძალიან მარტივად რა არის მთავარი დაბრკოლება, მთავარი დაბრკოლება არაფორმალური მმართველობის გარდა ევროინტერგაციის გზაზე არის რუსული პროპაგანდის გამეორება, მაშინ როდესაც დალაგებული ურთიერთობები რუსეთთან არ არსებობს“, – განაცხადა დეკანოიძემ.

ოპოზიციონერმა დეპუტატმა საპარლამენტო უმრავლესობის წევრებს მიმართა, რომ ევროინტეგრაციის მთავარ დამაბრკოლებლები ეძებონ არა ოპოზიციაში, არამედ სხვაგან.

„მთავარი დაბრკოლება სხვაგან უნდა მოიკითხოთ და არ ოპოზიციაში. მათ შორის ჩვენი ხელისუფლების პირობებში 2009 წელს მოხდა აღმოსავლეთ პარტნიორობის პროგრამის ინიცირება, 2008 წლის საქართველოში რუსეთის აგრესიის შემდეგ, ამიტომ თუ რაიმე ოდნავ მაინც აბრკოლებს ევროინტეგრაციას არის ის, რომ პირველი, მართლმსაჯულებაში არ არსებობს არანაირი დამოუკიდებლობის ხარისხი. მეორე, თქვენ გყავთ პოლიტიკური პატიმრები და საქართველოს მესამე პრეზიდენტი, რა დამოკიდებულება მის მიმართ არ უნდა გქონდეთ, გყავთ ციხეში, უმძიმეს მდგომარეობაში და ნიკა გვარამია, რომელიც იყო ყველაზე მნიშვნელოვანი და ერთ-ერთი ხმამაღალი კრიტიკოსი ბიძინა ივანიშვილის და „ქართული ოცნების“ მოგწონდათ თუ არა ეს, ისიც დააპატიმრეთ. არ არის ეს დამაბრკოლებელი ევროინტეგრაციის გზაზე? რა თქმა უნდა, არის და ყველა, ვინც ამას ამბობს, მათ თქვენ კრიმინალების დამცველებს უწოდებთ. მე არ ვიცი საერთოდ როგორ იმეორებთ იანუკოვიჩის სიტყვებს და მერე არ მოგწონთ ხოლმე პლახადნიუკს და იანუკოვიჩს რომ გადარებთ“, – განაცხადა დეკანოიძემ. 

მისივე თქმით, პოლიტიკური განსხვავებები არსებობს ყველა ქვეყანაში, არსებობენ სხვადასხვა ბანაკები, სხვადასხვა მხარეები, ეს ბუნებრივი პროცესია, მაგრამ არ არსებობს ქვეყანა, რომელსაც ევროინტეგრაციის გზაზე სერიოზული განაცხადი აქვს შეტანილი და თან ამბობს, რომ ოპოზიცია ქვეყანაში უფრო დიდი მტერია, ვიდრე რუსეთი

„ერთი ქვეყანა დამისახელეთ რომელია ესეთი ქვეყანა? არც ერთ დროს, არც ერთ დღეს, არც ერთ  მოცემულობაში თქვენ არ გითქვამთ, რომ კარასინი, პუტინი, ლავროვი უფრო დიდი მტერია საქართველოსი, ვიდრე ჩვენ, აქეთ მხარეს მჯდომი ადამიანები. მე ვერ გამახსენებთ ასეთ განცხადებას. ნებისმიერი ადამიანი, ვინც იქნება წინააღმდეგი და დარწმუნებული ვარ, ყველა ჩემი მეგობარი ასე ფიქრობს, საქართველოსთვის კანდიდატობის სტატუსის მინიჭების კუთხით, არის ქვეყნის მტერი, ჩემი მტერი, ჩემი მეგობრების მტერი. ამიტომ მე კიდევ ერთხელ გეტყვით და გირჩევთ რა შეიძლება გაკეთდეს ამ პერიოდში, რათა საქართველომ ნამდვილად და საქართველოს მოქალაქეებმა მიიღონ ის, რაც დაიმსახურეს მთელი ამ წლების განმავლობაში. მათ არ დაუმსახურებიათ ბიძინა ივანიშვილის და ევტუშენკოვის საუბარი, მათ არ დაუმსახურებიათ არაფორმალური მმართველობა.

მორჩით და დაასრულეთ უკრაინის ხელისუფლების წინააღმდეგ პროპაგანდა. დაასრულეთ იმის თქმა, რომ რუსეთზე სანქციები არ მუშაობს. დაიწყეთ რეფორმები მართლმსაჯულების კუთხით, გაათავისუფლეთ პოლიტიკური პატიმრები. შარლ მიშელის შეთანხმება, რომელშიც არის მთელი ამ რეფორმების პაკეტი აუცილებლად შეასრულეთ“, – განაცხადა დეკანოიძემ

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა