კრიშტიანო რონალდო ხვიჩა კვარაცხელიას: შეინარჩუნე შენში ეს ცეცხლი, შენი საუკეთესო დღეები ჯერ კიდევ წინ არის!
Kremlin says trilateral talks could resume in November
სალომე ზურაბიშვილი: „ქართული ოცნება“ ცდილობს დემოკრატიის საბოლოოდ დასამარებას – სამარცხვინოა „გახარია საქართველოსთვის“ პოზიციაც
ზელენსკი: ოსლოში უიტკოფს არ დაველოდები, უკრაინაში უნდა დავბრუნდეთ – ვნახოთ, რა შედეგით დასრულდება პუტინთან შეხვედრა
Zelensky not to wait for Witkoff in Oslo after his return from Russia
სანქტ-პეტერბურგში პუტინისა და ტრამპის სპეციალური წარმომადგენლის შეხვედრა დასრულდა – მოლაპარაკებები სამი საათის განმავლობაში მიმდინარეობდა
Putin-Witkoff meeting lasts about three hours
Zelensky meets Norwegian DM and representatives of NASAMS manufacturer Kongsberg

გილოცავთ 26 მაისს, ჩვენს ქვეყანას გამთლიანებას, წინსვლას და ევროპულ ოჯახში დაბრუნებას ვუსურვებ-შალვა პაპუაშვილი

ნახვები: 510 გილოცავთ 26 მაისს, ჩვენს ქვეყანას გამთლიანებას, წინსვლას და ევროპულ ოჯახში დაბრუნებას ვუსურვებ-შალვა პაპუაშვილი

გილოცავთ 26 მაისს და ჩვენს ქვეყანას გამთლიანებას, წინსვლას და იმ ევროპულ ოჯახში დაბრუნებას ვუსურვებ, რომელსაც ჩვენი ხალხი, ჩვენი ისტორია, წარსული, აწმყო და მომავალი მისწრაფებები ნამდვილად იმსახურებს,- ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ პლენარულ სხდომაზე განაცხადა, სადაც „მინისტრის საათის“ ფორმატში რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრს, ირაკლი ქარსელაძეს უსმენენ.

„დადგა 26 მაისი. მინდა, ვისარგებლო ამ შემთხვევით და ყველას მოგილოცოთ საქართველოს დამოუკიდებლობის დღე. 1918 წლის 26 მაისს, 17:10 საათზე ამ შენობიდან რამდენიმე მეტრში, სადაც დღეს მოსწავლე-ახალგაზრდობის სასახლეა, საქართველოს ეროვნულმა საბჭომ, ნოე ჟორდანიას ხელმძღვანელობით, მიიღო საქართველოს დამოუკიდებლობის აქტი. სამწუხაროდ, მაშინ საქართველოს დამოუკიდებლობა ხანმოკლე აღმოჩნდა, თუმცა საკმარისი იყო იმისთვის, რომ იმ რესპუბლიკას მიეღო კონსტიტუცია, რომელიც მოწინავე იყო იმ პერიოდში, რომელმაც გააუქმა სიკვდილით დასჯა, რომელიც აღიარებდა ქალთა და მამაკაცთა შორის თანასწორობას და იმ დროისთვის სხვა პროგრესულ იდეებს.

თუმცა, ეს დამოუკიდებლობა ხანმოკლე აღმოჩნდა. 1991 წლის 9 აპრილს, უკვე საქართველოს პარლამენტის შენობაში, საქართველოს უზენაესმა საბჭომ, ზვიად გამსახურდიას ხელმძღვანელობით, 12:30 საათზე მიიღო საქართველოს სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის აღდგენის აქტი და  აღადგინა ის დამოუკიდებლობა, რომელიც დაკარგული გვქონდა. გილოცავთ 26 მაისს და ჩვენს ქვეყანას გამთლიანებას, წინსვლას და იმ ევროპულ ოჯახში დაბრუნებას ვუსურვებ, რომელსაც ჩვენი ხალხი, ჩვენი ისტორია, წარსული, აწმყო და მომავალი მისწრაფებები ნამდვილად იმსახურებს“,- განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა