კრიშტიანო რონალდო ხვიჩა კვარაცხელიას: შეინარჩუნე შენში ეს ცეცხლი, შენი საუკეთესო დღეები ჯერ კიდევ წინ არის!
Kremlin says trilateral talks could resume in November
სალომე ზურაბიშვილი: „ქართული ოცნება“ ცდილობს დემოკრატიის საბოლოოდ დასამარებას – სამარცხვინოა „გახარია საქართველოსთვის“ პოზიციაც
ზელენსკი: ოსლოში უიტკოფს არ დაველოდები, უკრაინაში უნდა დავბრუნდეთ – ვნახოთ, რა შედეგით დასრულდება პუტინთან შეხვედრა
Zelensky not to wait for Witkoff in Oslo after his return from Russia
სანქტ-პეტერბურგში პუტინისა და ტრამპის სპეციალური წარმომადგენლის შეხვედრა დასრულდა – მოლაპარაკებები სამი საათის განმავლობაში მიმდინარეობდა
Putin-Witkoff meeting lasts about three hours
Zelensky meets Norwegian DM and representatives of NASAMS manufacturer Kongsberg

მიუხედავად განადგურებული ქალაქებისა, ათობით ათასი მოკლული უკრაინელისა, არსებობს ვიღაც, ვინც ამბობს, მოდით, განვიხილოთ რუსეთის ინტერესები-ზელენსკი

ნახვები: 468 მიუხედავად განადგურებული ქალაქებისა, ათობით ათასი მოკლული უკრაინელისა, არსებობს ვიღაც, ვინც ამბობს, მოდით, განვიხილოთ რუსეთის ინტერესები-ზელენსკი

უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი დასავლელ პოლიტიკოსებს აკრიტიკებს, რომლებიც უკრაინას რუსეთთან დათმობებისკენ მოუწოდებს, მათ შორის ტერიტორიული ნაწილებისას. ამის შესახებ ზელენსკი ვიდეომიმართვაში საუბრობს. უკრაინის პრეზიდენტი აღშფოთებულია, რომ მსოფლიოში ჯერ კიდევ ჟღერდება წინადადებები აგრესორი ქვეყნის ინტერესების გათვალისწინებაზე.

„სულ მცირე, რაც რუსეთმა გააკეთა, არსებობს ვიღაც ვინც ამბობს, მოდით, განვიხილოთ მათი ინტერესები. წელს დავოსზე, ეს კვლავ გაჟღერდა. მიუხედავად ათასობით რუსული რაკეტისა, რომელიც უკრაინას დაეცა. მიუხედავად ათობით ათასი მოკლული უკრაინელისა. მიუხედავად ბუჩასა და მარიუპოლისა. მიუხედავად განადგურებული ქალაქებისა. და მიუხედავად რუსული სახელმწიფოს მიერ აგებული „ფილტრის ბანაკებისა“ სადაც კლავენ, აწამებენ, აუპატიურებენ და ამცირებენ ისე, როგორც კონვეერში. რუსეთმა ეს ყველაფერი ევროპაში ჩაიდინა. თუმცა, მაინც დავოსში შორეული წარსულიდან გამოდის მაგალითად ბატონი კისინჯერი და ამბობს, რომ თითქოს საჭიროა, მივცეთ რუსეთს უკრაინის ნაწილი, რათა არ მოხდეს რუსეთის ევროპისგან გარიცხვა. ისეთი შთაბეჭდილებაა, რომ ბატონ კისინჯერთან არა 2022 წელი, არამედ 1938-ია. და ფიქრობს, რომ საუბრობს არა აუდიტორიასთან დავოსში, არამედ მაშინდელ მიუნხენთან“, – განაცხადა ზელენსკიმ.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა