კრიშტიანო რონალდო ხვიჩა კვარაცხელიას: შეინარჩუნე შენში ეს ცეცხლი, შენი საუკეთესო დღეები ჯერ კიდევ წინ არის!
Kremlin says trilateral talks could resume in November
სალომე ზურაბიშვილი: „ქართული ოცნება“ ცდილობს დემოკრატიის საბოლოოდ დასამარებას – სამარცხვინოა „გახარია საქართველოსთვის“ პოზიციაც
ზელენსკი: ოსლოში უიტკოფს არ დაველოდები, უკრაინაში უნდა დავბრუნდეთ – ვნახოთ, რა შედეგით დასრულდება პუტინთან შეხვედრა
Zelensky not to wait for Witkoff in Oslo after his return from Russia
სანქტ-პეტერბურგში პუტინისა და ტრამპის სპეციალური წარმომადგენლის შეხვედრა დასრულდა – მოლაპარაკებები სამი საათის განმავლობაში მიმდინარეობდა
Putin-Witkoff meeting lasts about three hours
Zelensky meets Norwegian DM and representatives of NASAMS manufacturer Kongsberg

ხათუნა სამნიძე - ჩვენი ქვეყანა, ხალხი იმსახურებს, იყვნენ ევროპული ოჯახის სრულფასოვანი წევრები

ნახვები: 641 ხათუნა სამნიძე - ჩვენი ქვეყანა, ხალხი იმსახურებს, იყვნენ ევროპული ოჯახის სრულფასოვანი წევრები

დავით ბერძენიშვილს ასე არ უთქვამს. დავით ბერძენიშვილია „რესპუბლიკური პარტიის“ სახელით. მე, „რესპუბლიკური პარტიის“ თავმჯდომარე კიდევ ერთხელ გავიმეორებ, რომ რეგიონში შექმნილი ვითარების გამო, ამ შესაძლებლობების ფარგლებში, სადაც ახლა აღმოვჩნდით, ჩვენი ქვეყანა, ჩვენი ხალხი იმსახურებს, მიიღოს კანდიდატის სტატუსი, – ამის შესახებ „რესპუბლიკური პარტიის“ თავმჯდომარე ხათუნა სამნიძემ ჟურნალისტის კითხვის საპასუხოდ განაცხადა.

სამნიძეს კითხვა დაუსვეს, როგორ შეაფასებდა დავით ბერძენიშვილის განცხადებას, რომ საქართველო არ იმსახურებს კანდიდატი ქვეყნის სტატუსს.

როგორც ხათუნა სამნიძე ამბობს, მიუხედავად იმისა, რომ საქართველოში არის სერიოზული გამოწვევები, პრობლემები, ქართველი ხალხი იმსახურებს, იყვნენ ევროპული ოჯახის სრულფასოვანი წევრები.

„იმედი გვაქვს და ოპტიმისტურად ვართ განწყობილი, რომ დადებითი გადაწყვეტილება იქნება. მიუხედავად იმისა, რომ საქართველოში არის სერიოზული გამოწვევები, პრობლემები, რომელიც უკავშირდება ქვეყნის დემოკრატიულ განვითარებას, ქვეყანას ჰყავს ძალიან ცუდი ხელისუფალი, რომელიც არც ერთ ნაბიჯს არ დგამს რეფორმების თვალსაზრისით, ჩვენი ქვეყანა და ქართველი ხალხი, საქართველოს მოქალაქეები იმსახურებენ, იყვნენ ევროპული ოჯახის სრულფასოვანი წევრები“, – განაცხადა ხათუნა სამნიძემ.

შეგახსენებთ, „რესპუბლიკური პარტიის“ წევრმა, დავით ბერძენიშვილმა საქართველოს ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსთან დაკავშირებით გუშინ განაცხადა: „ჩვენ არ გვეკუთვნის ახლა კანდიდატობა, ისევე როგორც არ ეკუთვნოდა კანდიდატობა ჩრდილოეთ მაკედონიას, ალბანეთს, მონტენეგროსაც, მაგრამ იმუშავეს ნელ-ნელა“.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა