ზელენსკი: აშშ უკრაინას სადაზვერვო ინფორმაციას კვლავ აწვდის, მათ შორის რუსეთის ბალისტიკური რაკეტების შესახებ ადრეული გაფრთხილების სისტემით
Ukraine is receiving U.S. intelligence, Zelensky says after meeting with Witkoff
კაია კალასი: ამერიკელი მომლაპარაკებლები წელიწად-ნახევარია უკრაინას კაპიტულაციისკენ უბიძგებენ, თუმცა ევროპა ამის საშუალებას არ აძლევს
დავით ნარმანია: ელექტროსისტემაში მომხდარი მასშტაბური ავარიის მიზეზების შესწავლა გრძელდება – დასკვნა საჯარო გახდება
ირაკლი ღარიბაშვილი: ჩემ წინააღმდეგ მიმდინარე პოლიტიკური დევნა და ცილისწამება შეურაცხყოფაა ქვეყნისთვის, ხელისუფლებისა და მმართველი პარტიისთვის
დავით ფეიქრიშვილი თვითდაზიანებების შემდეგ კვლავ „ვივამედში“ გადაიყვანეს – ადვოკატი პატიმრებზე ძალადობაზე საუბრობს, პენიტენციური სამსახური ბრალდებას უარყოფს
ადვოკატი: გოგა ფეიქრიშვილმა ციხეში ვენები გადაიჭრა, დავით ფეიქრიშვილს კი ოთხი ნეკნი აქვს მოტეხილი – პატიმრების განცალკევებას ითხოვენ
ვინ და რატომ ეწინააღმდეგება საქართველოს ენერგოდამოუკიდებლობას?

„დარწმუნებული ვარ, მეუფე ანტონი განიცდის და ნანობს,“ - მიტროპოლიტი დიმიტრი

ნახვები: 193 „დარწმუნებული ვარ, მეუფე ანტონი განიცდის და ნანობს,“ - მიტროპოლიტი დიმიტრი

„ძალადობა ყოვლად დასაგმობია, ეს ცხადზე უცხადესია, თავისთავად, არ იყო ყველაფერი ეს ლამაზი და დარწმუნებული ვარ, მეუფე ანტონი ამას განიცდის და ნანობს," - ასე ეხმაურება ბათუმისა და ლაზეთის მიტროპოლიტი, მეუფე დიმიტრი „მთავარი არხის" ჟურნალისტებსა და გადამღებ ჯგუფზე მომხდარ თავდასხმებს.

მისივე თქმით, ძალადობა დასაგმობია, მაგრამ ყველაფერ ამას პროვოკაციული ელფერი ახლავს.

„ძალადობა ყოვლად დასაგმობია, ეს ცხადზე უცხადესია, თავისთავად, არ იყო ეს ყველაფერი ლამაზი და დარწმუნებული ვარ მეუფე ანტონი ამას განიცდის და ნანობს. საერთოდ რაც ხდება ამ ბოლო პერიოდში ძალიან რთული აღსაქმელია და მოსასმენია თავისთავად, ყველაფერი, მაგრამ ერთი რამ არის გასათვალისწინებელი, ის, რომ ამ ყველაფერს გარკვეულწილად ცოტა პროვოკაციური ელფერი გასდევს," - განაცხადა მეუფე დიმიტრიმ.

შეგახსენებთ: ორი დღის წინ, მიტროპოლიტმა ანტონმა „მთავარის" ჟურნალისტს ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა.

 

 

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა