რევაზ ნადარაია ოპოზიციურ პარტიებს: პოლიტიკური განცხადებები გარეთ გააკეთეთ, სასამართლოსთვის მათ ნულის ფასი აქვს
კობახიძე: რუსეთთან ურთიერთობის ახალი ეტაპი არ იწყება, დიპლომატიური ურთიერთობების აღდგენაზე ჩვენი პოზიცია უცვლელია
ანა წითლიძე საკონსტიტუციო სასამართლოში მიხეილ სააკაშვილისა და ლევან ხაბეიშვილის მოწმეებად დაბარებას ითხოვს
ეროვნული ბანკი: ციფრული ლარის საყოველთაო შემოღება უახლოეს წლებში არ იგეგმება, ნაღდი ფული მიმოქცევაში დარჩება
საკონსტიტუციო სასამართლომ ოპოზიციური პარტიების მოთხოვნა მოსამართლეთა აცილების შესახებ არ დააკმაყოფილა
ირაკლი კობახიძემ რუსეთთან ურთიერთობის საკითხებში პრემიერ-მინისტრის სპეციალურ წარმომადგენლად გიორგი ზურაბაშვილი დანიშნა
თენგიზ აბლოთია: პარტიების აკრძალვა – პოლიტიკური გადაწყვეტილება თუ ბიძინას მორიგი შანტაჟი?
ზელენსკი: აშშ უკრაინას სადაზვერვო ინფორმაციას კვლავ აწვდის, მათ შორის რუსეთის ბალისტიკური რაკეტების შესახებ ადრეული გაფრთხილების სისტემით

ჩვენი ქვეყნის პოზიცია რუსეთის წინააღმდეგ შემზღუდავ ზომებზე შეესაბამება საერთაშორისო თანამეგობრობის პოზიციას,-ღარიბაშვილი

ნახვები: 479 ჩვენი ქვეყნის პოზიცია რუსეთის წინააღმდეგ შემზღუდავ ზომებზე შეესაბამება საერთაშორისო თანამეგობრობის პოზიციას,-ღარიბაშვილი

ჩვენი ქვეყნის ოფიციალური პოზიცია რუსეთის წინააღმდეგ დაწესებულ შემზღუდავ ზომებთან დაკავშირებით სრულ შესაბამისობაშია საერთაშორისო თანამეგობრობის პოზიციასთან, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა პარლამენტში განაცხადა, სადაც მთავრობის მეთაურს ინტერპელაციის წესით უსმენენ.

მთავრობის მეთაურის თქმით, 2014 წლიდან საქართველო უერთდება ევროკავშირის შემზღუდავ ზომებს ყირიმისა და სევასტოპოლის წინააღმდეგ.

„წელს, 28 თებერვალს, საქართველო მიუერთდა ევროკავშირის შემზღუდავ ზომებს დონეცკსა და ლუგანსკზე. სანქციებთან მიმართებით საქართველოს მსგავსი პოზიციები აქვს არაერთ ქვეყანას. ჩემ მიერ გამოგზავნილ წერილში დეტალურად მაქვს განმარტებული ყველა ის ღონისძიება, რასაც ჩვენი მთავრობა ახორციელებს, ასევე მინდა, გითხრათ, ზოგადად, სანქციებთან მიმართებაში არაერთხელ განვაცხადე, რომ ჩვენი მთავრობის პოზიცია არის ნაკარნახევი, რა თქმა უნდა, ჩვენი ეროვნული ინტერესებიდან გამომდინარე. ჩვენი მთავარი ამოცანა უნდა იყოს ჩვენი მოქალაქეების ინტერესების დაცვა პირველ რიგში და ჩვენი სახელმწიფო ინტერესების დაცვა“, – განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა