Ukrainian border guards rescue 16 crew members after Russian drone hits foreign cargo ship in Black Sea
Ukraine’s new military leadership vows stronger strikes and technological advantage over Russia
Rubio to discuss Russia's war against Ukraine at meeting with Lavrov
ლევან ხაბეიშვილი: „ბრძოლაა საჭირო და არა პროფესორ-კომენტატორობა“
დიპლომატიურ კორპუსს ე.წ. საბოტაჟის საქმეზე სასამართლო პროცესზე დასწრების უფლება არ მისცეს
მიხეილ სააკაშვილი - სრულიად სამარცხვინოდ „ქართულმა საერთაშორისო გამჭვირვალობამ“ არ შემიყვანა პოლიტპატიმართა სიაში
საიას თავმჯდომარე: ვახო სანაიას „ფეისბუქ-პოსტის“ გამო პატიმრობა დემონსტრაციული, სამაგალითო დასჯაა
გოჩა მირცხულავა: აქ „XXX“ არავინ არის. ანუ თუ ვახო სანაიას საქმეში კონტექსტია მთავარი, მაშინ მოდით, კონტექსტზე ვისაუბროთ...

პრობლემის მოგვარება თუ გვინდა, უნდა დავიწყოთ შეცდომების აღიარებით-ლევან იოსელიანი

ნახვები: 438 პრობლემის მოგვარება თუ გვინდა, უნდა დავიწყოთ შეცდომების აღიარებით-ლევან იოსელიანი

ორი დღის განმავლობაში ოპოზიციაც და მმართველი პარტიაც ერთმანეთს ვუმტკიცებთ, როგორ გვინდა კანდიდატის სტატუსის მიღება, ამაზე გვაქვს გამართული რაღაც სჯა-ბაასი, პრობლემის მოგვარება თუ გვინდა, უნდა დავიწყოთ შეცდომების აღიარებით, რომელიც ამ დარბაზში დავუშვით, – ამის შესახებ პარტია „მოქალაქეების“ ერთ-ერთმა ლიდერმა ლევან იოსელიანმა პარლამენტში სიტყვით გამოსვლისას განაცხადა, სადაც საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილს ინტერპელაციის წესით უსმენენ.

როგორც ლევან იოსელიანმა აღნიშნა, პრობლემების აღიარებისა და შემდეგ მათი გამოსწორების შემდეგ, ევროპული ოჯახის, ევროკავშირის გზის გავლა უფრო მარტივი იქნება.

„სიმართლე გითხრათ, ეს ორი დღე ცოტა უცნაურია, რადგან, რასაც მე ვაკვირდები, ოპოზიციაც და მმართველი პარტიაც ერთმანეთს ვუმტკიცებთ, როგორ გვინდა კანდიდატის სტატუსის მიღება და ამაზე გვაქვს გამართული რაღაც სჯა-ბაასი. საბოლოო ჯამში, პრობლემის მოგვარება თუ გვინდა, რომ გავხდეთ ამ ოჯახის წევრი, ჩემი აზრით, მართლა გადის ჩვენი შეცდომების აღიარებაზე, რომელიც ამ დარბაზში დავუშვით.

მაგალითად, როდესაც სასამართლოში გავამწესეთ ხალხი, რომელიც ჩემი ღრმა რწმენით, არ იმსახურებდა ამას. დღეს იმაზე საუბარი, რომ ეს პრობლემა არ არის, არ არის პასუხი ევროკავშირისთვის, პასუხია, რომ პრობლემაა. ხალხი, რომელიც წინა ხელისუფლების დროს სასამართლო გადააქცია ნოტარიუსის რაღაც კანტორად, ის ხალხი დღეს დავაწინაურეთ, თქვენ დააწინაურეთ, მე რაც შემეძლო, ვეწინააღმდეგებოდი ამ პროცესს. მოსამართლე, რომელმაც უვადო პატიმრობა გამოუტანა ორ ადამიანს, იცით, ვისზეც არის საუბარი და მერე აღმოჩნდა, რომ ეს ხალხი უდანაშაულო იყო, ეს ადამიანი რატომ მოხვდა უზენაეს სასამართლოში, რატომ დაწინაურდა, ამ კითხვაზე რა პასუხი უნდა გავცეთ ან ევროკავშირს, ან ჩვენს თავს. იცით, თუ არა, რომ არც ერთი იურისტი სისტემის გარედან არ მოსულა აქ პარლამენტში და ჩვენ არ გვქონია საშუალება, მათთვის მოგვესმინა, რადგან ეს სისტემა ისე არის მოწყობილი, რომ გარედან ადამიანები უბრალოდ ვერ ხვდებიან. მერე ნუ გვიკვირს, რომ უარს ამბობენ პროფესიაზე, იმედგაცრუებული არიან, მიდიან მექსიკაში, სიცოცხლის რისკის ფასად ამერიკაში რომ გადავიდნენ, ათას რამეს აკეთებენ, რომ მერე ამ ქვეყნიდან გააღწიონ. ეს რა გზავნილი არის იმ სტუდენტებისთვის, ვინც იურისტობას აპირებს.

პარლამენტში როდესაც თქვენი დამტკიცება მიმდინარეობდა, მაშინ გისურვეთ, რომ თქვენ ყოფილიყავით პირველი პრემიერ-მინისტრი ამ ქვეყნის 30 წლის მანძილზე, რომლის სახელთანაც დაკავშირებული იქნებოდა დამოუკიდებელი სასამართლოს შექმნა. დღესაც გისურვებთ ამას, რადგან არაფერი ქვეყანას ისე არ სჭირდება დღეს, როგორც ადგილი, სადაც ადამიანებს გამოუტანენ სასჯელს, ოღონდ ეს სასჯელი იქნება სამართლიანი. აღარ იქნება ეს გადმოკიდებული ბანერები, უბრალოდ კითხვის ნიშნები აღარ იქნება. თორემ პოლიტიკური ლიდერები ყველა დემოკრატიულ ქვეყანაში ხვდებიან საპატიმროში და ეს არ არის დიდი ტრაგედია, ოღონდ ვისაც განაჩენი გამოაქვს, მათდამი ნდობა რომ არ არის, ეს არის ტრაგედია. ჩვენს მეგობრებთან, პარტნიორებთან, ვისთანაც საუბარია რეფორმებზე, ვფიქრობ, მთავარი, რითაც უნდა დაიწყოთ, ეს არის აღიარება. აღიარება, რომ ჩვენ გვაქვს პრობლემა და ვაპირებთ მის გამოსწორებას, მასთან გამკლავებას, მერე ვფიქრობ, ბევრად უფრო მარტივი იქნება იმ გზის გავლა, რომელზეც ვდგავართ და სადაც გვინდა, შევიდეთ. ეს არის ჩვენი ევროპული ოჯახი, ევროკავშირი“, – განაცხადა ლევან იოსელიანმა.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა