სანქტ-პეტერბურგში პუტინისა და ტრამპის სპეციალური წარმომადგენლის შეხვედრა დასრულდა – მოლაპარაკებები სამი საათის განმავლობაში მიმდინარეობდა
Putin-Witkoff meeting lasts about three hours
Zelensky meets Norwegian DM and representatives of NASAMS manufacturer Kongsberg
Ukraine`s capitulation would amount to the capitulation of us all, Merz says
Tusk calls Lviv Regional Council`s UPA resolution “suicidal tactics”
Ukraine could receive €17 B in budget support this year, subject to reforms, Costa says
Khmara, Drapatyi discuss stable arms supplies with Lockheed Martin delegation
Rubio calls Zelensky-Witkoff meeting in Norway positive

მედიის ინფორმაციით, ევროკავშირმა მილსადენით იმპორტირებულ რუსულ ნავთობზე შესაძლოა, ემბარგოს დაწესება გადადოს

ნახვები: 460 მედიის ინფორმაციით, ევროკავშირმა მილსადენით იმპორტირებულ რუსულ ნავთობზე შესაძლოა, ემბარგოს დაწესება გადადოს

რუსულ ნავთობზე იმპორტის სასანქციო გეგმებზე ევროკავშირის ქვეყნები სავარაუდოდ კომპრომისზე მუშაობენ, რათა იპოვონ გზა, მიიღონ უნგრეთის პრემიერ-მინისტრის, ვიქტორ ორბანის მხარდაჭერა, – ამის შესახებ გამოცემა „პოლიტიკო“ დიპლომატებზე დაყრდნობით იტყობინება.

გამოცემა წერს, რომ ბოლო ერთი თვის განმავლობაში უნგრელმა ლიდერმა დაბლოკა შეთანხმება რუსული ნედლი ნავთობისა და რაფინირებული საწვავის იმპორტის აკრძალვის შესახებ იმ მოტივით, რომ ასეთი ქმედება მძიმე დარტყმას მიაყენებს უნგრეთის ეკონომიკას.

არსებული ცნობებით, ახლა დიპლომატები განიხილავენ ვარიანტს, რომელიც შეამსუბუქებს თავდაპირველ წინადადებას რუსული ნავთობის ყოველგვარი იმპორტის სრული აკრძალვის თაობაზე და ამის ნაცვლად, დროებით მაინც, მხოლოდ საზღვაო ხომალდებით მიწოდებულ მარაგებზე გამახვილდება ყურადღება. ეს ზღვაზე გასასვლელის არმქონე უნგრეთს მისცემს საშუალებას, განაგრძოს რუსული ნედლი ნავთობის ყიდვა მილსადენებით.

როგორც გამოცემა წერს, ზოგიერთი დიპლომატის თქმით, ნებისმიერი კომპრომისული გეგმა დეტალებზე იქნება დამოკიდებული და ნებისმიერი გამონაკლისი უნდა იყოს, „რაც შეიძლება ვიწრო და ზუსტი“ შეთანხმების მისაღებად. ამ მიმართულებით, სანავთობე ემბარგოდან მილსადენების „გათავისუფლება“ ნიშნავს, რომ მცირე რაოდენობის წევრი-ქვეყნები „აიღებენ საკუთარ თავზე ენერგეტიკული სანქციების ზემოქმედების სიმძიმეს“.

ამ საკითხზე გამოცემა „ბლუმბერგის“ ინფორმაციით, ევროკავშირის შეთავაზებაა, რომ მოხდეს რუსეთიდან საზღვაო გზით ნავთობის იმპორტის შეზღუდვა, ხოლო მილსადენების გამოყენებით ენერგოპროდუქტების იმპორტს ჯერჯერობით ცვლილებები არ შეეხოს, რათა მოხდეს უნგრეთის წინააღმდეგობის დაძლევა.

 

 
ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა