საქართველოს ნაკრების ყოფილი კაპიტანი გიორგი ნემსაძე 54 წლის ასაკში გარდაიცვალა
ხვიჩა კვარაცხელია მძიმე ტრავმის შემდეგ: უფრო ძლიერი უნდა დავბრუნდე ჩემი ხალხისთვის, რომელიც ყოველთვის ჩემს გვერდითაა
გოჩა მირცხულავა - რა გადაწყვეტილებებისთვის მზადდება პოლიტიკური გარემო?
რევაზ ნადარაია ოპოზიციურ პარტიებს: პოლიტიკური განცხადებები გარეთ გააკეთეთ, სასამართლოსთვის მათ ნულის ფასი აქვს
კობახიძე: რუსეთთან ურთიერთობის ახალი ეტაპი არ იწყება, დიპლომატიური ურთიერთობების აღდგენაზე ჩვენი პოზიცია უცვლელია
ანა წითლიძე საკონსტიტუციო სასამართლოში მიხეილ სააკაშვილისა და ლევან ხაბეიშვილის მოწმეებად დაბარებას ითხოვს
ეროვნული ბანკი: ციფრული ლარის საყოველთაო შემოღება უახლოეს წლებში არ იგეგმება, ნაღდი ფული მიმოქცევაში დარჩება
საკონსტიტუციო სასამართლომ ოპოზიციური პარტიების მოთხოვნა მოსამართლეთა აცილების შესახებ არ დააკმაყოფილა

„ნიკა მელია საპატიმროს ერთ საათში დატოვებს,“ - ადვოკატი

ნახვები: 306 „ნიკა მელია საპატიმროს ერთ საათში დატოვებს,“ - ადვოკატი

ნიკა მელია საპატიმროს ერთ საათში დატოვებს, - ამის შესახებ ენმ-ს თავმჯდომარის ადვოკატმა, დიმიტრი საძაგლიშვილმა სასამართლოს მიერ მელიას პატიმრობიდან გათავისუფლების გადაწყვეტილების მიღების შემდეგ განაცხადა.

„სასამართლომ მიიღო გადაწყვეტილება, ნიკა მელიასთვის გამოყენებული პატიმრობა შეცვლილიყო გირაოთი. არ იქნა გათვალისწინებული ჩვენი პოზიცია, რომ არ გამოყენებულიყო საერთოდ აღკვეთი ღონისძიება. რაც შეეხება გათავისუფლების პროცედურას, სასამართლო ამ გადაწყვეტილებას გადააგზავნის, შესაბამისად ნიკა მელია დაუყოვნლებლივ გათავისუფლდება. გადაწყვეტილება დაუყოვნებლივ აღსრულებას ექვემდებარება, უბრალოდ, ბიუროკრატიულმა პროცესებმა შესაძლოა, გარკვეული დრო წაიღოს, ნახევარი, ან ერთი საათი", - განაცხადა საძაგლიშვილმა.

შეგახსენებთ: თბილისის საქალაქო სასამართლომ ნიკა მელია გირაოს სანცავლოდ პატიმრობიდან რამდენიმე წუთის წინ გაათავისუფლა. გირაოს თანხა კი 8 მაისს ევროკავშირმა გადაიხადა.

 

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა