ზელენსკი: აშშ უკრაინას სადაზვერვო ინფორმაციას კვლავ აწვდის, მათ შორის რუსეთის ბალისტიკური რაკეტების შესახებ ადრეული გაფრთხილების სისტემით
Ukraine is receiving U.S. intelligence, Zelensky says after meeting with Witkoff
კაია კალასი: ამერიკელი მომლაპარაკებლები წელიწად-ნახევარია უკრაინას კაპიტულაციისკენ უბიძგებენ, თუმცა ევროპა ამის საშუალებას არ აძლევს
დავით ნარმანია: ელექტროსისტემაში მომხდარი მასშტაბური ავარიის მიზეზების შესწავლა გრძელდება – დასკვნა საჯარო გახდება
ირაკლი ღარიბაშვილი: ჩემ წინააღმდეგ მიმდინარე პოლიტიკური დევნა და ცილისწამება შეურაცხყოფაა ქვეყნისთვის, ხელისუფლებისა და მმართველი პარტიისთვის
დავით ფეიქრიშვილი თვითდაზიანებების შემდეგ კვლავ „ვივამედში“ გადაიყვანეს – ადვოკატი პატიმრებზე ძალადობაზე საუბრობს, პენიტენციური სამსახური ბრალდებას უარყოფს
ადვოკატი: გოგა ფეიქრიშვილმა ციხეში ვენები გადაიჭრა, დავით ფეიქრიშვილს კი ოთხი ნეკნი აქვს მოტეხილი – პატიმრების განცალკევებას ითხოვენ
ვინ და რატომ ეწინააღმდეგება საქართველოს ენერგოდამოუკიდებლობას?

ირაკლი ღარიბაშვილი იერუსალიმის პატრიარქსა და იორდანიის მართლმადიდებელი ეკლესიის არქიეპისკოპოსს შეხვდა

ნახვები: 469 ირაკლი ღარიბაშვილი იერუსალიმის პატრიარქსა და იორდანიის მართლმადიდებელი ეკლესიის არქიეპისკოპოსს შეხვდა

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი იერუსალიმის პატრიარქ თეოფილოს მესამესა და იორდანიის მართლმადიდებელი ეკლესიის არქიეპისკოპოს ქრისტოფოროს ატალას შეხვდა.

პრემიერ-მინისტრის პრესსამსახურის ინფორმაციით, მთავრობის მეთაურმა იერუსალიმის პატრიარქსა და იორდანიის მართლმადიდებელი ეკლესიის არქიეპისკოპოსს მდინარე იორდანესთან, მაცხოვრის ნათლობის ადგილის მახლობლად მიწის ნაკვეთის საქართველოსთვის გადაცემის პროცესში მათ მიერ გაწეული ღვაწლისთვის მადლობა გადაუხადა და ხაზი გაუსვა წმინდა მიწაზე საქართველოსთვის მიწის გადაცემის მნიშვნელობას.

პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი იორდანიის მართლმადიდებელი ეკლესიის საარქიეპისკოპოსოში დელეგაციასთან ერთად იმყოფებოდა. მთავრობის მეთაურის პატივსაცემად, იერუსალიმის პატრიარქისა და იორდანიის მართლმადიდებელი ეკლესიის არქიეპისკოპოსის სახელით ვახშამი გაიმართა, რომელსაც მისი აღმატებულება, პრინცი ღაზიც ესწრებოდა.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა