თენგიზ აბლოთია: ღარიბაშვილის ბრალდებების მიუხედავად, ივანიშვილი კობახიძეს არ მოიშორებს — მისთვის ასეთი მეორე შემსრულებელი არ არსებობს
Air defenses down 135 drones used by Russia to attack Ukraine overnight
War update: 215 clashes on front line over past day, Pokrovsk and Kostiantynivka sectors hottes
Injury toll in Russian strike on Odesa rises to 17
Russia’s war casualty toll in Ukraine up by 1,320 over past day
Erdogan after meeting Putin: Türkiye ready to do everything possible for peace
Trump names condition for meeting Putin “immediately”
Russian sabotage groups show no significant activity along border — spox Demchenko

ვოლოდიმირ ზელენსკი - სიმბოლურია, რომ რუსმა სამხედროებმა სევეროდონეცკის აღების მცდელობა სასტუმრო „მშვიდობის“ აღებით დაიწყეს

ნახვები: 426 ვოლოდიმირ ზელენსკი - სიმბოლურია, რომ რუსმა სამხედროებმა სევეროდონეცკის აღების მცდელობა სასტუმრო „მშვიდობის“ აღებით დაიწყეს

უკრაინელი სამხედროები ყველაფერს აკეთებენ, რათა შეაკავონ რუსი დამპყრობლების შეტევა ლუგანსკის ოლქის ქალაქ სევეროდონეცკზე, – ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ ვიდეომიმართვისას განაცხადა.

უკრაინის პრეზიდენტმა აღნიშნა, რომ სევეროდონეცკში რუსული დარტყმების შედეგად, ქალაქის მთელი კრიტიკული ინფრასტრუქტურა უკვე განადგურებულია. ზელენსკის თქმით, ქალაქში სახლების 90 პროცენტი დაზიანებულია, მთლიანად დანგრეულია ქალაქის საცხოვრლების ორ მესამედზე მეტი, არ არის კომუნიკაცია და ტერიტორია მუდმივად იბომბება.

უკრაინის პრეზიდენტის განცხადებით, სევეროდონეცკს ქალაქის დღე ისევე უნდა აღენიშნა 29 მაისს, როგორც კიევს, მაგრამ რუსეთი მას ძალიან მიუახლოვდა. ზელენსკიმ ასევე აღნიშნა, რომ რუსეთმა წააგო ბრძოლა არა მხოლოდ ხარკოვისთვის, კიევისა და ჩრდილოეთ უკრაინისთვის, მან უკვე დაკარგა მომავალი და ყოველგვარი კულტურული კავშირი მთელ მსოფლიოსთან.

„სევეროდონეცკის აღება ფუნდამენტური ამოცანაა საოკუპაციო კონტინგენტისთვის. მათ არ აინტერესებთ, რამდენი სიცოცხლის გადახდა მოუწევთ ბულვარზე რუსული დროშის აღმართვის მცდელობისთვის. რა მწარედ ჟღერს ეს სახელი ახლა – ხალხთა მეგობრობის 32, სადაც მდებარეობს სევეროდონეცკის ადმინისტრაცია. რუსეთმა შეკრიბა ძალიან დიდი ძალები ჩვენს დონბასში, ძალიან მოემზადა იქ შეტევისთვის. ძალიან სიმბოლურად მიმაჩნია, რომ რუსმა სამხედროებმა სევეროდონეცკის აღების მცდელობა სასტუმრო „მშვიდობის“ აღებით დაიწყეს. მშვიდობა მართლაც პირველი სამიზნეა რუსეთისთვის. ჩვენ ყველაფერს ვაკეთებთ ამ თავდასხმის შესაჩერებლად. არ ყოფილა დღე, რომ ჩვენ არ ვეცადოთ, ვიპოვოთ მეტი იარაღი, უფრო თანამედროვე იარაღი ჩვენი მიწის, ჩვენი ხალხის დასაცავად. დღეს ხარკოვს ვესტუმრე, თავად ქალაქს და ჩვენი სამხედროების მოწინავე პოზიციებს რეგიონში. ხარკოვი გადაურჩა დამპყრობლების საშინელ დარტყმებს. ქალაქის შავი, ნახევრად დანგრეული საცხოვრებელი კორპუსები, ცეცხლით დამწვარი ფანჯრებით იყურება აღმოსავლეთისა და ჩრდილოეთისკენ, საიდანაც ისროდა რუსული არტილერია, საიდანაც მოფრინდნენ რუსული თვითმფრინავები. ისინი უყურებენ რუსეთს და ახლა, როგორც სარკეში, რუსული სახელმწიფო საკუთარ თავს ხედავს“, – განაცხადა ზელენსკიმ.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა