თენგიზ აბლოთია: ღარიბაშვილის ბრალდებების მიუხედავად, ივანიშვილი კობახიძეს არ მოიშორებს — მისთვის ასეთი მეორე შემსრულებელი არ არსებობს
Air defenses down 135 drones used by Russia to attack Ukraine overnight
War update: 215 clashes on front line over past day, Pokrovsk and Kostiantynivka sectors hottes
Injury toll in Russian strike on Odesa rises to 17
Russia’s war casualty toll in Ukraine up by 1,320 over past day
Erdogan after meeting Putin: Türkiye ready to do everything possible for peace
Trump names condition for meeting Putin “immediately”
Russian sabotage groups show no significant activity along border — spox Demchenko

პოლონეთი მზადაა, გახდეს უკრაინის უსაფრთხოების გარანტი-ანჯეი დუდა

ნახვები: 552 პოლონეთი მზადაა, გახდეს უკრაინის უსაფრთხოების გარანტი-ანჯეი დუდა

პოლონეთი მზადაა, გახდეს უკრაინის უსაფრთხოების გარანტი, – ამის შესახებ პოლონეთის პრეზიდენტმა, ანჯეი დუდამ, „სიენენთან“ ინტერვიუში განაცხადა.

პოლონეთის პრეზიდენტის თქმით, ვარშავა დიდ ფულს დებს ჯარის გაძლიერებაში და პოლონეთის არმია საკმარისად ძლიერი გახდება, რომ რუსების „შეტევის შეეშინდეს.“

ვოლოდიმირ ზელენსკიმ მკითხა, თანახმა ვარ თუ არა, რომ პოლონეთი იყოს უკრაინის უსაფრთხოების ერთ-ერთი გარანტი. ჩვენ გვჯერა, რომ როგორც მეზობლები, უბრალოდ ვალდებულები ვართ. ამიტომ, თუ უკრაინა შემოგვთავაზებს ვიყოთ უსაფრთხოების გარანტი და მშვიდობის გარანტი ომის დასრულებისას და თუ სამშვიდობო ხელშეკრულების ასეთი პირობები მიიღება – დიახ, პოლონეთი მიიღებს მონაწილეობას ამაში“, – თქვა დუდამ.

როგორც „სიენენი“ წერს, გარანტორებს შორის კიევი ხედავდა გაერო-ს უსაფრთხოების საბჭოს წევრ ქვეყნებს, მათ შორის რუსეთს, აშშ-ს, ბრიტანეთს, ჩინეთს, საფრანგეთს, ასევე თურქეთს, გერმანიას, კანადას, იტალიას, პოლონეთს და ისრაელს. ბოლო დროს რუსეთი გარანტორად აღარ განიხილება. გამოცემა აღნიშნავს, რომ პრეზიდენტის, ვოლოდიმირ ზელენსკის თქმით, ბუჩაში განვითარებულმა მოვლენებმა შეცვალა შეხედულება ამ საკითხზე.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა