საქართველოს ნაკრების ყოფილი კაპიტანი გიორგი ნემსაძე 54 წლის ასაკში გარდაიცვალა
ხვიჩა კვარაცხელია მძიმე ტრავმის შემდეგ: უფრო ძლიერი უნდა დავბრუნდე ჩემი ხალხისთვის, რომელიც ყოველთვის ჩემს გვერდითაა
გოჩა მირცხულავა - რა გადაწყვეტილებებისთვის მზადდება პოლიტიკური გარემო?
რევაზ ნადარაია ოპოზიციურ პარტიებს: პოლიტიკური განცხადებები გარეთ გააკეთეთ, სასამართლოსთვის მათ ნულის ფასი აქვს
კობახიძე: რუსეთთან ურთიერთობის ახალი ეტაპი არ იწყება, დიპლომატიური ურთიერთობების აღდგენაზე ჩვენი პოზიცია უცვლელია
ანა წითლიძე საკონსტიტუციო სასამართლოში მიხეილ სააკაშვილისა და ლევან ხაბეიშვილის მოწმეებად დაბარებას ითხოვს
ეროვნული ბანკი: ციფრული ლარის საყოველთაო შემოღება უახლოეს წლებში არ იგეგმება, ნაღდი ფული მიმოქცევაში დარჩება
საკონსტიტუციო სასამართლომ ოპოზიციური პარტიების მოთხოვნა მოსამართლეთა აცილების შესახებ არ დააკმაყოფილა

კობახიძის განცხადება მორიგი ტყუილია-სერგო ჩიხლაძე

ნახვები: 447 კობახიძის განცხადება მორიგი ტყუილია-სერგო ჩიხლაძე

საქართველომ ევროკავშირის კანდიდატი ქვეყნის სტატუსი უნდა მიიღოს, რადგან ეს არის არსებულ ვითარებაში ერთადერთი გზა, გამოსავალი, რათა ჩვენ არ დავრჩეთ პირისპირ აგრესორ ქვეყანასთან, რუსეთთან, – ამის შესახებ „სტრატეგია აღმაშენებლის“ წევრმა, სერგო ჩიხლაძემ საქართველოს პირველ არხს განუცხადა.

 

მისივე თქმით, საქართველოს მოსახლეობა ამას იმსახურებს თავისი ისტორიითა და ღირებულებებით.

 

„საქართველოს მოსახლეობა ამ ყველაფერს თავისი ისტორიით და ღირებულებებით იმსახურებს, მოუხედავად იმისა, რომ ხელისუფლება რეფორმებს არ ატარებს, ვალდებულებებს გაურბის და ასე შემდეგ“, – განაცხადა სერგო ჩიხლაძემ.

 

ამასთან, სერგო ჩიხლაძემ შეაფასა „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის ირაკლი კობახიძის დღევანდელი განცხადება, სადაც ის ამბობს: „რადიკალური ოპოზიციის გათვლაა, საქართველომ არ მიიღოს კანდიდატის სტატუსი, რასაც უნდა მოჰყვეს მღელვარება, „ნაცმოძრაობისა“ და მისი სატელიტების მიერ ხელისუფლების გადატრიალება, ქვეყნის ომში ჩართვა“.

 

სერგო ჩიხლაძე კობახიძის ამ განცხადებას ტყუილად და იაფფასიან ჭორაობად აფასებს.

 

„რაც შეეხება ირაკლი კობახიძის განცხადებას, ეს არის ტყუილი, რაც გამოჩნდა თუნდაც პოლიტიკური დებატების თუ მინისტრების მოსმენის დროს, რადგან მმართველმა გუნდმა ვერც ერთი ასეთი მტკიცებულება ვერ წარმოადგინა. პარტნიორებს ვხდებით და ხელისუფლება რასაც არ აკეთებს, ხშირ შემთხვევაში, ჩვენ ვაკეთებთ და საქართველოსთვის მეტ დახმარებას, ინტეგრაციას ვითხოვთ. ირაკლი კობახიძის განცხადება არის მორიგი ტყუილი და იაფფასიანი ჭორაობა, რის შესახებაც ვერც ერთ მტკიცებულებას ვერ წარმოადგენს. კანდიდატის სტატუსზე პოზიტიური მოლოდინი მაქვს, მაგრამ ეს იქნება კონკრეტული დათქმებით და პირობებით სასამართლო რეფორმაზე, საკონსტიტუციო ცვლილებებზე“, – განაცხადა სერგო ჩიხლაძემ.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა