კრიშტიანო რონალდო ხვიჩა კვარაცხელიას: შეინარჩუნე შენში ეს ცეცხლი, შენი საუკეთესო დღეები ჯერ კიდევ წინ არის!
Kremlin says trilateral talks could resume in November
სალომე ზურაბიშვილი: „ქართული ოცნება“ ცდილობს დემოკრატიის საბოლოოდ დასამარებას – სამარცხვინოა „გახარია საქართველოსთვის“ პოზიციაც
ზელენსკი: ოსლოში უიტკოფს არ დაველოდები, უკრაინაში უნდა დავბრუნდეთ – ვნახოთ, რა შედეგით დასრულდება პუტინთან შეხვედრა
Zelensky not to wait for Witkoff in Oslo after his return from Russia
სანქტ-პეტერბურგში პუტინისა და ტრამპის სპეციალური წარმომადგენლის შეხვედრა დასრულდა – მოლაპარაკებები სამი საათის განმავლობაში მიმდინარეობდა
Putin-Witkoff meeting lasts about three hours
Zelensky meets Norwegian DM and representatives of NASAMS manufacturer Kongsberg

პროკურატურა: ₾23 მილიონი ჩამოერთვა პირს, რომელმაც ეს თანხა კომერციულ ბანკში გაათეთრა

ნახვები: 551 პროკურატურა: ₾23 მილიონი ჩამოერთვა პირს, რომელმაც ეს თანხა კომერციულ ბანკში გაათეთრა

საქართველოს გენერალური პროკურატურის განცხადებით, 23 მილიონი ლარის გათეთრების საქმეზე ბრალდებული პირი დამნაშავედ სცნეს და თანხა სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ ჩამოართვეს. 

პროკურატურა აცხადებს, რომ გამოძიების დაწყებას საფუძვლად დაედო ეროვნული ბანკის მიერ ერთ-ერთ კომერციულ ბანკში "ფულის გათეთრების წინააღმდეგ ბრძოლის საკითხებზე ჩატარებული კომპლექსური შემოწმების აქტი". 

უწყების ცნობით, ჩატარებული გამოძიებით და სასამართლოში წარდგენილი მტკიცებულებებით დადასტურდა, რომ: 

მსჯავრდებულმა და მასთან დაკავშირებულმა იურიდიულმა და ფიზიკურმა პირებმა განსაკუთრებით დიდი ოდენობით დაუსაბუთებელი თანხებისთვის კანონიერი სახის მიცემის მიზნით, ერთ-ერთ საბანკო დაწესებულებაში ანგარიშები გახსნეს, რის შემდგომაც ამ ანგარიშებზე ფიქტიური დანიშნულებებით და ყოველგვარი დოკუმენტაციის გარეშე, მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნებიდან დიდი ოდენობით დაუსაბუთებელი თანხები ირიცხებოდა. 

შემდგომში კი, ქონების უკანონო, დაუსაბუთებელი წარმოშობის დაფარვის მიზნით, ახორციელებდნენ ფულადი სახსრების დაყოფას და შერევას მათ ფაქტობრივ დაქვემდებარებაში არსებულ იურიდიულ და ფიზიკურ პირთა საბანკო ანგარიშებზე. აღნიშნულის შემდეგ კი, გათეთრებული თანხების დიდი ნაწილი საბანკო გადარიცხვებით კვლავ საზღვარგარეთ ბრუნდებოდა.

საქმეზე გამოძიების დაწყებისთანავე, პროკურატურის შუამდგომლობის საფუძველზე ყადაღა დაედო მსჯავრდებულთან დაკავშირებული იურიდიული პირების საბანკო ანგარიშებს, რითაც მას არ მიეცა მასთან დაკავშირებული იურიდიული პირების ანგარიშებზე არსებული 8 მილიონ აშშ დოლარის განკარგვის შესაძლებლობა.

სასამართლოს განაჩენით, მსჯავრდებულს სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ სრულად ჩამოერთვა იურიდიული პირების საბანკო ანგარიშებზე არსებული 8 მილიონი აშშ დოლარი, რაც 23 მილიონი ლარის ეკვივალენტია. ასევე, მსჯავრდებულს ჯარიმის სახით დაეკისრა 300 ათასი ლარის გადახდა სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ.

აღსანიშნავია, რომ სისხლის სამართლის საქმეზე ფულის გათეთრების შედეგად 23 მილიონი ლარის ოდენობის დანაშაულებრივი თანხის  კონფისკაციის ფაქტი უპრეცედენტო შემთხვევაა საგამოძიებო ორგანოების პრაქტიკაში. აღნიშნული თანხა წარიმართება საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტში.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა