ზელენსკი: აშშ უკრაინას სადაზვერვო ინფორმაციას კვლავ აწვდის, მათ შორის რუსეთის ბალისტიკური რაკეტების შესახებ ადრეული გაფრთხილების სისტემით
Ukraine is receiving U.S. intelligence, Zelensky says after meeting with Witkoff
კაია კალასი: ამერიკელი მომლაპარაკებლები წელიწად-ნახევარია უკრაინას კაპიტულაციისკენ უბიძგებენ, თუმცა ევროპა ამის საშუალებას არ აძლევს
დავით ნარმანია: ელექტროსისტემაში მომხდარი მასშტაბური ავარიის მიზეზების შესწავლა გრძელდება – დასკვნა საჯარო გახდება
ირაკლი ღარიბაშვილი: ჩემ წინააღმდეგ მიმდინარე პოლიტიკური დევნა და ცილისწამება შეურაცხყოფაა ქვეყნისთვის, ხელისუფლებისა და მმართველი პარტიისთვის
დავით ფეიქრიშვილი თვითდაზიანებების შემდეგ კვლავ „ვივამედში“ გადაიყვანეს – ადვოკატი პატიმრებზე ძალადობაზე საუბრობს, პენიტენციური სამსახური ბრალდებას უარყოფს
ადვოკატი: გოგა ფეიქრიშვილმა ციხეში ვენები გადაიჭრა, დავით ფეიქრიშვილს კი ოთხი ნეკნი აქვს მოტეხილი – პატიმრების განცალკევებას ითხოვენ
ვინ და რატომ ეწინააღმდეგება საქართველოს ენერგოდამოუკიდებლობას?

ნიკა მელია:„ძალიან ადრეა, ეს არის ძალიან ბევრ რამეზე დამოკიდებული,“

ნახვები: 257 ნიკა მელია:„ძალიან ადრეა, ეს არის ძალიან ბევრ რამეზე დამოკიდებული,“

„ძალიან ადრეა, ეს არის ძალიან ბევრ რამეზე დამოკიდებული," - ასე პასუხოსბ ენმ-ს თავმჯდომარე ნიკა მელია კითხვას, იქნება თუ არა თბილისის მერობის კანდიდატი.

ცნობისთვის: ნიკა მელიამ რუსთავის 12-ე პენიტენციური დაწესებულება გუშინ, 10 მაისს დატოვა. მან სასჯელაღსრულების დაწესებულებაში 2 თვე ნახევარი გაატარა. თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე ნინო ჩახნაშვილმა დღეს დააკმაყოფილა პროკურატურის მოთხოვნა ნიკა მელიასათვის პატიმრობის გირაოთი შეცვლის თაობაზე. გირაოს თანხა 40 ათასი ლარის ოდენობით ევროკავშირმა გუშინ გადაიხადა. აღნიშნული თანხა „ევროპულმა ფონდმა დემოკრატიისთვის" (European Endowment for Democracy) გამოყო და ხელისუფლებას "საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციამ" გადასცა.

მელიას თქმით, ჯერ იმაში უნდა დავრწმუნდეს, რომ საარჩევნო კამპანია იქნება გამარჯვების კამპანია.

„შემიძლია გითხრათ, რა შემთხვევაში არ მივიღებ მონაწილეობას არჩევნებში, იმ შემთხვევაში, თუ ეს არ იქნება, უბრალოდ, კამპანია, რომელმაც შედეგი უნდა მოიტანოს. თუ ეს უნდა იყოს კამპანია კამპანიისთვის, შედეგს არ მოიტანს. არავინ არ უნდა მოვატყუოთ, საზოგადოების არცერთი ჯგუფი და ნაწილი, რომ მჭიდრო კოორდინაციის გარეშე მივაღწევთ შედეგს არჩევნებში, რომელიც თვისობრივად განსხვავდება საპარლამენტო არჩევნებისგან, ჩვენ ხომ არ მოგვიპოვებია ჯერ პროპორციული არჩევნები, სადაც თითოეული ხმა მნიშვნელოვანია ოპოზიციური პარტიებისთვის, რომ ერთმანეთს ვეპაექროთ. თუკი ბოიკოტის რეჟიმში ვიყავით და ძალები გაერთიანდა იმიტომ, რომ სხვა გზა არ იყო, ახლაც ვერ ვხედავ სხვა გზას იმიტომ, რომ შედეგი მიუღწეველია. რაც უნდა ისაუბრონ კოლეგებმა, რომ დაქსაქსულობა არის შედეგის მომტანი, მე ვეცდები, დავარწმუნო ისინი, რომ ეს ასე არ იქნება. მას შემდეგ რაც ყველა მათგანთან ამოვწურავ კონსულტაციებს და გულწრფელი ვიქნები საზოგადოებასთან", - განაცხადა მელიამ.

 

 

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა