თენგიზ აბლოთია: ღარიბაშვილის ბრალდებების მიუხედავად, ივანიშვილი კობახიძეს არ მოიშორებს — მისთვის ასეთი მეორე შემსრულებელი არ არსებობს
Air defenses down 135 drones used by Russia to attack Ukraine overnight
War update: 215 clashes on front line over past day, Pokrovsk and Kostiantynivka sectors hottes
Injury toll in Russian strike on Odesa rises to 17
Russia’s war casualty toll in Ukraine up by 1,320 over past day
Erdogan after meeting Putin: Türkiye ready to do everything possible for peace
Trump names condition for meeting Putin “immediately”
Russian sabotage groups show no significant activity along border — spox Demchenko

ნატო-ს საპარლამენტო ასამბლეა ალიანსის ქვეყნებს უკრაინისთვის სამხედრო აღჭურვილობის მიწოდების გაზრდისა და რუსეთის წინააღმდეგ სანქციების გაძლიერებისკენ მოუწოდა

ნახვები: 494 ნატო-ს საპარლამენტო ასამბლეა ალიანსის ქვეყნებს უკრაინისთვის სამხედრო აღჭურვილობის მიწოდების გაზრდისა და რუსეთის წინააღმდეგ სანქციების გაძლიერებისკენ მოუწოდა

ნატო-ს საპარლამენტო ასამბლეამ უკრაინის მხარდამჭერი დეკლარაცია მიიღო. დეკლარაციაში ნატო-ს საპარლამენტო ასამბლეამ ურყევი მხარდაჭერა გამოუცხადა უკრაინის დემოკრატიას, დამოუკიდებლობას და ტერიტორიულ მთლიანობას და მოუწოდა ალიანსის ქვეყნებს, არსებითად გაზარდონ კიევისთვის სამხედრო აღჭურვილობის მიწოდება და გააძლიერონ სანქციები რუსეთის წინააღმდეგ, მათ შორის ეტაპობრივად უარი თქვან ენერგორესურსების იმპორტზე.

დეკლარაციას, რომლის სახელწოდებაა „უკრაინის გვერდით დგომა“ და რომელიც უმკაცრესად გმობს რუსეთის ომს, მხარი დაუჭირა ალიანსის წევრი 30 ქვეყნის 200-ზე მეტმა კანონმდებელმა.

„რუსეთის ცდილობს, დაამარცხოს უკრაინის დემოკრატია, დააშინოს სხვა სუვერენული და დემოკრატიული ქვეყნები და შესაბამისად, ძირი გამოუთხაროს ნატო-ს ფუნდამენტურ ღირებულებებს და მთელ დემოკრატიულ, ცივილიზებულ და მშვიდობიან მსოფლიოს“, – აღნიშნულია დეკლარაციაში.

დოკუმენტთან დაკავშირებით განცხადება გააკეთა ნატო-ს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტმა, ამერიკელმა კონგრესმენმა ჯერალდ კონოლიმ.

„ჩვენმა უკრაინელმა მეგობრებმა და პარტნიორებმა მკაფიოდ განაცხადეს: ისინი ქედს არ მოიხრიან და არც ჩვენ“, – განაცხადა კონგრესმენმა ჯერალდ კონოლიმ.

მისივე თქმით, უკრაინამ უნდა შეძლოს საკუთარი თავის ეფექტიანად დაცვა და რუსეთმა არ შეიძლება, წარმატებას მიაღწიოს.

„პუტინმა და მისმა დამხმარეებმა უნდა იცოდნენ, რომ ფასი, რომელსაც ისინი იხდიან მათი მიერ არჩეული უგუნური და მანიაკალური ომისთვის, მხოლოდ გაიზრდება“, – განაცხადა მან.

 

 
ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა