Ukrainian border guards rescue 16 crew members after Russian drone hits foreign cargo ship in Black Sea
Ukraine’s new military leadership vows stronger strikes and technological advantage over Russia
Rubio to discuss Russia's war against Ukraine at meeting with Lavrov
ლევან ხაბეიშვილი: „ბრძოლაა საჭირო და არა პროფესორ-კომენტატორობა“
დიპლომატიურ კორპუსს ე.წ. საბოტაჟის საქმეზე სასამართლო პროცესზე დასწრების უფლება არ მისცეს
მიხეილ სააკაშვილი - სრულიად სამარცხვინოდ „ქართულმა საერთაშორისო გამჭვირვალობამ“ არ შემიყვანა პოლიტპატიმართა სიაში
საიას თავმჯდომარე: ვახო სანაიას „ფეისბუქ-პოსტის“ გამო პატიმრობა დემონსტრაციული, სამაგალითო დასჯაა
გოჩა მირცხულავა: აქ „XXX“ არავინ არის. ანუ თუ ვახო სანაიას საქმეში კონტექსტია მთავარი, მაშინ მოდით, კონტექსტზე ვისაუბროთ...

მიხაილ პოდოლიაკი - უკრაინა ვერ დათანხმდება „მინსკ 3“-ს, რადგან ეს იქნება გადადებული ომის ბილეთი

ნახვები: 720 მიხაილ პოდოლიაკი - უკრაინა ვერ დათანხმდება „მინსკ 3“-ს, რადგან ეს იქნება გადადებული ომის ბილეთი

უკრაინის პრეზიდენტის ოფისის ხელმძღვანელის მრჩეველი მიხაილ პოდოლიაკი აცხადებს, რომ უკრაინა ვერ დათანხმდება „მინსკ 3-ს, რადგან ეს იქნება „გადადებული ომის ბილეთი“.

უკრაინის პრეზიდენტის ოფისის პრესსამსახურის ცნობით, ამის შესახებ პოდოლიაკმა გამოცემა LB.ua-თან ინტერვიუში ისაუბრა. პოდოლიაკის თქმით, უკრაინა ვერ ისაუბრებს ცეცხლის შეწყვეტაზე უკრაინის ტერიტორიიდან რუსეთის ჯარების გაყვანამდე.

მიხაილ პოდოლიაკის თქმით, ძლიერი რუსული ლობისა და საკუთარი გაუბედაობის გამო, ევროპაში ზოგიერთი პოლიტიკოსი იწყებს საუბარს იმაზე, რომ უკრაინამ უნდა შეწყვიტოს ბრძოლა და რუსეთთან გარკვეული „სამშვიდობო შეთანხმება“ დადოს ამჟამინდელ პოზიციებზე.

უკრაინის პრეზიდენტის ოფისის ხელმძღვანელის მრჩევლის თქმით, ახლა ამაზე საუბრობენ ცალკეული პოლიტიკური ჯგუფები და ეს არ ნიშნავს, რომ ევროპა უარს იტყვის უკრაინის მხარდაჭერაზე, თუმცა ნიშნავს, რომ უკრაინისთვის დღეს რთულია, დაამტკიცოს მისთვის მძიმე შეიარაღების მიწოდების აუცილებლობა.

„რადგან ევროპა მიიჩნევს, რომ ჩვენ უნდა ვიდგეთ იქ, სადაც დღეს ვდგავართ. ისინი პირდაპირ ამბობენ, ღმერთმა არ ქნას, რომელიმე უკრაინული ჭურვი რუსეთის ფედერაციის ტერიტორიაზე ჩამოვარდეს. ანუ ევროპა თანდათან იწყებს უცნაური რაღაცების ლაპარაკს“, – აღნიშნა პოდოლიაკმა.

უკრაინის პრეზიდენტის ოფისის ხელმძღვანელის მრჩეველი ამბობს, რომ უკრაინა ვერ დაუჭერს მხარს ვერც ერთ ვარიანტს, რომელზეც დღეს ლაპარაკს იწყებენ.

„ჩვენ ვერ წავალთ ახალ „მინსკ-3“-ზე, ეს ცხადია. რადგან ეს არის გადადებული ომის ბილეთი. ჩვენ ვერ ვისაუბრებთ ცეცხლის შეწყვეტაზე უკრაინის ტერიტორიიდან რუსეთის ჯარების გაყვანამდე. ეს ხომ გასაგებია, რომ ისინი გამაგრდებიან, დაიწყებენ თავიანთი გაძლიერებული ხაზების შექმნას და ჩვენ ძალიან გაგვიჭირდება მათი უკრაინის ტერიტორიიდან განდევნა. ჩვენ ვერ დავთანხმდებით რუსეთის ნებისმიერ ულტიმატუმს, რადგან ეს იქნება იმის ნიშანი, რომ ისინი იმარჯვებენ“, – აღნიშნა პოდოლიაკმა.

მისი თქმით, რუსეთის ნებისმიერი, მცირე გამარჯვებაც კი, ნიშნავს ესკალაციას. როგორც პოდოლიაკმა აღნიშნა, თუ ევროპა მხარს დაუჭერს რომელიმე პრორუსულ კონცეფციას, კერძოდ, უკრაინის ტერიტორიულ დათმობებზე იძულებასთან დაკავშირებით, ეს ნიშნავს, რომ ევროპა კვდება. ამიტომ, მისი თქმით, უკრაინას სჭირდება შეთანხმება უსაფრთხოების გარანტიებზე.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა