კრიშტიანო რონალდო ხვიჩა კვარაცხელიას: შეინარჩუნე შენში ეს ცეცხლი, შენი საუკეთესო დღეები ჯერ კიდევ წინ არის!
Kremlin says trilateral talks could resume in November
სალომე ზურაბიშვილი: „ქართული ოცნება“ ცდილობს დემოკრატიის საბოლოოდ დასამარებას – სამარცხვინოა „გახარია საქართველოსთვის“ პოზიციაც
ზელენსკი: ოსლოში უიტკოფს არ დაველოდები, უკრაინაში უნდა დავბრუნდეთ – ვნახოთ, რა შედეგით დასრულდება პუტინთან შეხვედრა
Zelensky not to wait for Witkoff in Oslo after his return from Russia
სანქტ-პეტერბურგში პუტინისა და ტრამპის სპეციალური წარმომადგენლის შეხვედრა დასრულდა – მოლაპარაკებები სამი საათის განმავლობაში მიმდინარეობდა
Putin-Witkoff meeting lasts about three hours
Zelensky meets Norwegian DM and representatives of NASAMS manufacturer Kongsberg

„როიტერი“ - ბორის ელცინის სიძემ, ვალენტინ იუმაშევმა, რომელიც პუტინს ხელისუფლებაში მოსვლაში დაეხმარა, კრემლის მრჩევლის თანამდებობა დატოვა

ნახვები: 561 „როიტერი“ - ბორის ელცინის სიძემ, ვალენტინ იუმაშევმა, რომელიც პუტინს ხელისუფლებაში მოსვლაში დაეხმარა, კრემლის მრჩევლის თანამდებობა დატოვა

რუსეთის ექსპრეზიდენტ ბორის ელცინის სიძემ, ვალენტინ იუმაშევმა, რომელიც ვლადიმერ პუტინს ხელისუფლებაში მოსვლაში დაეხმარა, კრემლის მრჩევლის თანამდებობა დატოვა.

იუმაშევი პუტინის მრჩევლად საკუთარი სურვილით მუშაობდა და ამაში ანაზღაურებას არ იღებდა.

როგორც სააგენტო „როიტერი“ წერს, იუმაშევის კრემლიდან წასვლით წყდება უკანასკნელი კავშირი პუტინის ადმინისტრაციასა და ელცინის მმართველობის პერიოდს შორის.

როგორც „ელცინ ცენტრის“ აღმასრულებელი დირექტორის პირველმა მოადგილემ განაცხადა, თანამდებობის დატოვება ვალენტინ იუმაშევის ინიციატივა იყო.

ბორის ელცინის მმართველობის პერიოდში, 1991-1999 წლებში ვალენტინ იუმაშევი კრემლის მრჩევლის და შემდეგ პრეზიდენტის ადმინისტრაციის ხელმძღვანელის თანამდებობას იკავებდა.

აღსანიშნავია, რომ 2022 წლის მარტში თანამდებობა დატოვა ელცინის ეპოქის კიდევ ერთმა მაღალჩინოსანმა ანატოლი ჩუბაისმა.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა