ზელენსკი: აშშ უკრაინას სადაზვერვო ინფორმაციას კვლავ აწვდის, მათ შორის რუსეთის ბალისტიკური რაკეტების შესახებ ადრეული გაფრთხილების სისტემით
Ukraine is receiving U.S. intelligence, Zelensky says after meeting with Witkoff
კაია კალასი: ამერიკელი მომლაპარაკებლები წელიწად-ნახევარია უკრაინას კაპიტულაციისკენ უბიძგებენ, თუმცა ევროპა ამის საშუალებას არ აძლევს
დავით ნარმანია: ელექტროსისტემაში მომხდარი მასშტაბური ავარიის მიზეზების შესწავლა გრძელდება – დასკვნა საჯარო გახდება
ირაკლი ღარიბაშვილი: ჩემ წინააღმდეგ მიმდინარე პოლიტიკური დევნა და ცილისწამება შეურაცხყოფაა ქვეყნისთვის, ხელისუფლებისა და მმართველი პარტიისთვის
დავით ფეიქრიშვილი თვითდაზიანებების შემდეგ კვლავ „ვივამედში“ გადაიყვანეს – ადვოკატი პატიმრებზე ძალადობაზე საუბრობს, პენიტენციური სამსახური ბრალდებას უარყოფს
ადვოკატი: გოგა ფეიქრიშვილმა ციხეში ვენები გადაიჭრა, დავით ფეიქრიშვილს კი ოთხი ნეკნი აქვს მოტეხილი – პატიმრების განცალკევებას ითხოვენ
ვინ და რატომ ეწინააღმდეგება საქართველოს ენერგოდამოუკიდებლობას?

მევლუთ ჩავუშოღლუ - მესამე ქვეყნებს ჰქონდათ ასეთი მიდგომა, მოდით, არ დავასრულოთ ომი

ნახვები: 631 მევლუთ ჩავუშოღლუ - მესამე ქვეყნებს ჰქონდათ ასეთი მიდგომა, მოდით, არ დავასრულოთ ომი

თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრის, მევლუთ ჩავუშოღლუს განცხადებით, ზოგიერთ ქვეყანას მიაჩნია, რომ კიევის შეიარაღებით, უკრაინა ტერიტორიების დაბრუნებას შეძლებს.

როგორც თურქეთის სახელმწიფო სააგენტო „ანადოლუ“ წერს, მევლუთ ჩავუშოღლუ მიიჩნევს, რომ სტამბოლში გამართული მოლაპარაკებების შემდეგ რუსეთისა და უკრაინის შეთანხმება შესაძლებელი იყო, თუმცა ბუჩასა და ირპინში მომხდარის შემდეგ, დიპლომატიური მოლაპარაკებების გამართვა შეუძლებელი გახდა.

მისივე თქმით, „ამის შემდეგ მხარეებს გაუჩნდათ განცდა, რომ ყველაფერი შეიძლება, ბრძოლის ველზე გადაწყდეს და ასეთ მიდგომას ხელი შეუწყეს იმ ქვეყნებმაც, რომელთაც ომი დასრულება არ სურდათ.“

„მესამე ქვეყნებს ჰქონდათ ასეთი მიდგომა – მოდით, არ დავასრულოთ ომი, მოდით, მეტად დავუჭიროთ მხარი უკრაინას. უკრაინა მალე დაიბრუნებს საკუთარ ტერიტორიებს“, – განაცხადა ჩავუშოღლუმ. თუმცა, თურქი დიპლომატის თქმით, ასეთი რამ არ ხდება.

ჩავუშოღლუს განცხადებით, არც ერთ მხარეს არ აქვს განსაკუთრებული მიღწევები ბრძოლის ველზე და მხარეები აცნობიერებენ, რომ ძალის გამოყენებით სწრაფ გამარჯვებას ვერ მიაღწევენ.

ამიტომ, ჩავუშოღლუს თქმით, თურქეთი კვლავაც მხარს უჭერს დიალოგს.

„ომის შედეგები განსაკუთრებით მძიმეა უკრაინისთვის. თურქეთი მიისწრაფის მოლაპარაკებების აღდგენისკენ რუსეთსა და უკრაინას შორის, მათ შორის, სახელმწიფოს მეთაურების დონეზე“, – განაცხადა თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა.

ჩავუშოღლუმ ასევე ისაუბრა რუსეთის წინააღმდეგ დაწესებულ სანქციებზე და თქვა, რომ ანკარა მხოლოდ იმ შეზღუდვებს დაუჭერს მხარს, რომელსაც გაერო შემოიღებს.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა