Ukrainian border guards rescue 16 crew members after Russian drone hits foreign cargo ship in Black Sea
Ukraine’s new military leadership vows stronger strikes and technological advantage over Russia
Rubio to discuss Russia's war against Ukraine at meeting with Lavrov
ლევან ხაბეიშვილი: „ბრძოლაა საჭირო და არა პროფესორ-კომენტატორობა“
დიპლომატიურ კორპუსს ე.წ. საბოტაჟის საქმეზე სასამართლო პროცესზე დასწრების უფლება არ მისცეს
მიხეილ სააკაშვილი - სრულიად სამარცხვინოდ „ქართულმა საერთაშორისო გამჭვირვალობამ“ არ შემიყვანა პოლიტპატიმართა სიაში
საიას თავმჯდომარე: ვახო სანაიას „ფეისბუქ-პოსტის“ გამო პატიმრობა დემონსტრაციული, სამაგალითო დასჯაა
გოჩა მირცხულავა: აქ „XXX“ არავინ არის. ანუ თუ ვახო სანაიას საქმეში კონტექსტია მთავარი, მაშინ მოდით, კონტექსტზე ვისაუბროთ...

„ერთ კანდიდატზე შეთანხმება საკმარისი არ არის,“ - ბოკერია თბილისის მერობის ერთიან კანდიდატზე

ნახვები: 303 „ერთ კანდიდატზე შეთანხმება საკმარისი არ არის,“ - ბოკერია თბილისის მერობის ერთიან კანდიდატზე

„ერთ კანდიდატზე შეთანხმება საკმარისი არ არის, შეთანხმება უნდა ეხებოდეს საკითხების მთლიან სპექტრს და იმ გეგმას, როგორი კოორდინაციით გავდივართ მთელ ქვეყანაში," - განაცხადა დღეს, 11 მაისს, „ევროპული საქართველოს" თავმჯდომარე გიგა ბოკერიამ თბილისის მერობის ერთიან კანდიდატზე კომენტირებისას.

მისივე თქმით, ივნისში ოპოზიციამ უნდა წარმოადგინოს ჩამოყალიბებული გეგმა, თუ როგორ ემზადება თვითმართველობის არჩევნებისთვის.

„ამ ვითარებაში, როცა ეს ფურცელი დაიხურა, ან იხურება, ვგულისხმობ მოლაპარაკებებს, რომელიც ჩვენი აზრით, საზოგადოებისთვის არახელსაყრელად დამთავრდა, უნდა ვკონცენტრირდეთ იმაზე, როგორ უნდა მოხდეს არსებულ ვითარებაში ვადამდელი არჩევნების მიღწევა, როგორ უნდა გავიდეთ თვითმმართველობის არჩევნებზე და ამ თვალსაზრისით, გადამწყვეტი მნიშვნელობა ექნება, რომ კოორდინაციის პროცესი სწრაფად დაიწყოს და ჩვენი მოქალაქეების იმედგაცრუების გარეშე დასრულდეს. ჩვენი აზრით, ივნისის თვეში, ოპოზიცია მთლიანად, ვისაც ივანიშვილის რეჟიმის დამარცხების რეალური ამოცანა და ქვეყნის კრიზისიდან გამოყვანის ამოცანა აქვს, შეთანხმებული უნდა ვიყოთ კოორდინაციის ფორმაზე, რომ ამომრჩევლისთვის, საზოგადოებისთვის ნათელი იყოს რა გზით, რა ტიპის შეთანხმებებით და კოორდინაციით გავდივართ თვითმმართველობის არჩევნებზე, ვადამდელი არჩევნებისთვის როგორ ვემზადებით. საათებს და დღეებს არ ვგულისხმობ, ნიკა მელია გუშინ იქნა განთავისუფლებული, მაგრამ უახლოეს მომავალში, ეს კონსულტაციები უნდა დაიწყოს და უნდა დამთავრდეს სწრაფად, უნდა გავითვალისწონოთ გამოცდილება მძიმე შეცდომის, რომელიც ზოგიერთმა ჩვენმა პარტნიორმა წინასაარჩევნო პერიოდის განმავლობაში 2020 წლის საპარლამენტო არჩევნების პერიოდის განმავლობაში დაუშვა.

ერთ კანდიდატზე შეთანხმება საკმარისი არ არის, შეთანხმება უნდა ეხებოდეს საკითხების მთლიან სპექტრს და იმ გეგმას, როგორი კოორდინაციით გავდივართ მთელ ქვეყანაში. 2020 წლის არჩევნების შეცდომების გამოცდილება გვკარნახობს, რომ არ შეიძლება ჯერ შეიქმნას მოლოდინი და შემდეგ იმედგაცრუება მოჰყვეს. ასევე, იყო იზოლირებული შეთანხმებები ცალკეულ ადგილებში, რაც არ აღმოჩნდა საკმარისი იმ არალეგიტიმური კამპანიისთვის, რასაც ივანიშვილის რეჟიმი იყენებს არჩევნების პერიოდში. მხოლოდ ერთ კანდიდატურაზე არ არის საუბარი, აშკარაა, რომ ნიკა მელია განხილვის მთავარი საგანი იქნება როგორც ფიგურა, ამ არჩევნების პერიოდისას, ოღონდ მხოლოდ ამაზე კონცენტრირება და „გინდათ თუ არ გინდათ" არასწორად არის საკითხი დასმული. ძალიან ნაადრევია ამოგლეჯილად ცალკეულ გვარებზე საუბარი. ნაადრევია საკითხის ასე დასმა და უარყოფითი რეაქციაც, რომელიც მოვისმინეთ ზოგიერთებისგან არ არის სასარგებლო ამ პროცესისთვის. უნდა იყოს კონსულტაციები არა პიარ-ამოცანებისთვის, არამედ ვითარების გარკვევისთვის, სად რა არის რეალისტური, კონკრეტული გვარებით", - განაცხადა ბოკერიამ.

 

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა