კრიშტიანო რონალდო ხვიჩა კვარაცხელიას: შეინარჩუნე შენში ეს ცეცხლი, შენი საუკეთესო დღეები ჯერ კიდევ წინ არის!
Kremlin says trilateral talks could resume in November
სალომე ზურაბიშვილი: „ქართული ოცნება“ ცდილობს დემოკრატიის საბოლოოდ დასამარებას – სამარცხვინოა „გახარია საქართველოსთვის“ პოზიციაც
ზელენსკი: ოსლოში უიტკოფს არ დაველოდები, უკრაინაში უნდა დავბრუნდეთ – ვნახოთ, რა შედეგით დასრულდება პუტინთან შეხვედრა
Zelensky not to wait for Witkoff in Oslo after his return from Russia
სანქტ-პეტერბურგში პუტინისა და ტრამპის სპეციალური წარმომადგენლის შეხვედრა დასრულდა – მოლაპარაკებები სამი საათის განმავლობაში მიმდინარეობდა
Putin-Witkoff meeting lasts about three hours
Zelensky meets Norwegian DM and representatives of NASAMS manufacturer Kongsberg

კომუნიკაციების კომისიამ 2021 წლის ანგარიში გამოაქვეყნა

ნახვები: 534 კომუნიკაციების კომისიამ 2021 წლის ანგარიში გამოაქვეყნა

ომუნიკაციების კომისიამ 2021 წლის საქმიანობის ანგარიში გამოაქვეყნა, სადაც გასულ წელს განხორციელებული პროექტების შეჯამებასთან ერთად, 2022 წლის გამოწვევებსა და გეგმებზეა საუბარი.

კომუნიკაციების კომისიის პრესსამსახურის ინფორმაციით, წლიურ ანგარიშში მთავარი აქცენტი ქვეყანაში არსებულ მედიაგარემოსა და ფიქსირებული და მობილური ბაზრების გახსნაზეა გაკეთებული. ვრცლად არის მიმოხილული როგორც მაუწყებლობის სფეროს, ისე ელექტრონული კომუნიკაციების ტენდენციები. ანგარიშში მნიშვნელოვანი ადგილი უკავია მედიაწიგნიერების განვითარების მიმართულებით კომუნიკაციების კომისიისა და მედიააკადემიის საქმიანობას.

კომუნიკაციების კომისიის ანგარიშში ვკითხულობთ, რომ მეორე წელია კომისიამ წინასაარჩევნო პერიოდის თვისებრივი მედიამონიტორინგი განახორციელა. ანგარიშის მიხედვით, წინა წლის მსგავსად დაკვირვებამ აჩვენა, რომ ქართული მედია პლურალისტური და მრავალფეროვანია, თუმცა ამავდროულად პოლარიზებული და პოლიტიკურად მიკერძოებული. ანგარიშში აღნიშნულია, რომ მედიასივრცე გაჯერებულია ყალბი ინფორმაციით, სიძულვილის ენითა და მანიპულაციით. მაუწყებლების ერთ-ერთ მნიშვნელოვან გამოწვევად კვლავ უხამსობა და შეურაცხმყოფელი ლექსიკის გამოყენება რჩება.

ანგარიშში ასევე ნახსენებია 2021 წელს უზენაესი სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება მაუწყებლების ფინანსური გამჭვირვალობის შესახებ, რომლის მიხედვითაც მაუწყებლები ვალდებული არიან, შეავსონ კომუნიკაციების კომისიის მიერ დამტკიცებული ფინანსური გამჭვირვალობის შესახებ ფორმები.

„წლიურ ანგარიშში დეტალურადაა გაშლილი მედიაწიგნიერების მიმართულებით განხორციელებული პროექტები, რომლებიც სამიზნე ჯგუფებში, მათ შორის ეთნიკურ უმცირესობებში, დეზინფორმაციასთან გამკლავებას, კრიტიკული აზროვნების უნარ-ჩვევების განვითარებასა და ინტერნეტის მავნე ზეგავლენისგან დაცვას ისახავს მიზნად. ანგარიშში წარმოდგენილია მედიააკადემიის საქმიანობაც, სადაც დეტალურადაა შეჯამებული მედიასკოლისა და მედიალაბის პროექტები, გადმოცემულია ასევე მედიაკრიტიკის შესახებ დეტალური ინფორმაცია.

2021 წლის ანგარიში მოიცავს ასევე ინფორმაციას ინტერნეტიზაციის სახელმწიფო პროგრამის – Log in Georgia-ს შესახებ, რომელსაც კომუნიკაციების კომისია მსოფლიო ბანკისა და ევროპის საინვესტიციო ბანკის ფინანსური დახმარებით, „ოუფენ ნეტთან“ ერთად ახორციელებს.

რაც შეეხება ტელეკომ სფეროს, ანგარიშში შეჯამებულია ფიქსირებული და მობილური ბაზრების გახსნის მიზნით კომუნიკაციების კომისიის მიერ მიღებული მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებები, მათ შორის, ბაზარზე მობილური ვირტუალური ოპერატორების (MVNO) დაშვებისა და Bitstream რეგულირების შესახებ. ანგარიშში საუბარია მობილური ოპერატორებისთვის სატარიფო მოქნილობის დაბრუნების შესახებ, რის შესახებაც გადაწყვეტილება კომუნიკაციების კომისიამ ახალი ტექნოლოგიების დროული დანერგვისთვის ოპერატორების ხელშეწყობის მიზნით მიიღო.

კომუნიკაციების კომისიის წლიურ ანგარიშში დეტალურადაა ჩაშლილი მაუწყებლობისა და ტელეკომ სფეროს ტენდენციები“, – აღნიშნულია კომუნიკაციების კომისიის პრესსამსახურის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

მათივე ცნობით, კომუნიკაციების დარგიდან 2021 წელს სახელმწიფო ბიუჯეტში სულ 367,373,890 ლარი შევიდა.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა