საქართველოს ნაკრების ყოფილი კაპიტანი გიორგი ნემსაძე 54 წლის ასაკში გარდაიცვალა
ხვიჩა კვარაცხელია მძიმე ტრავმის შემდეგ: უფრო ძლიერი უნდა დავბრუნდე ჩემი ხალხისთვის, რომელიც ყოველთვის ჩემს გვერდითაა
გოჩა მირცხულავა - რა გადაწყვეტილებებისთვის მზადდება პოლიტიკური გარემო?
რევაზ ნადარაია ოპოზიციურ პარტიებს: პოლიტიკური განცხადებები გარეთ გააკეთეთ, სასამართლოსთვის მათ ნულის ფასი აქვს
კობახიძე: რუსეთთან ურთიერთობის ახალი ეტაპი არ იწყება, დიპლომატიური ურთიერთობების აღდგენაზე ჩვენი პოზიცია უცვლელია
ანა წითლიძე საკონსტიტუციო სასამართლოში მიხეილ სააკაშვილისა და ლევან ხაბეიშვილის მოწმეებად დაბარებას ითხოვს
ეროვნული ბანკი: ციფრული ლარის საყოველთაო შემოღება უახლოეს წლებში არ იგეგმება, ნაღდი ფული მიმოქცევაში დარჩება
საკონსტიტუციო სასამართლომ ოპოზიციური პარტიების მოთხოვნა მოსამართლეთა აცილების შესახებ არ დააკმაყოფილა

მნიშვნელოვანია ივანიშვილს არ ვაჩვენოთ რაიმე სახის რყევა დიდი ოპოზიციური პარტიის რიგებში - ხატია დეკანოიძე

ნახვები: 350 მნიშვნელოვანია ივანიშვილს არ ვაჩვენოთ რაიმე სახის რყევა დიდი ოპოზიციური პარტიის რიგებში - ხატია დეკანოიძე

ვფიქრობ, რამდენიმე დღეში ჩვენ მივიღებთ გადაწყვეტილებას, რომელიც საბოლოო ფორმით უნდა მიიღოს პოლიტსაბჭომ - შევა თუ არა პარლამენტში, გააგრძელებს თუ არა "ნაციონალური მოძრაობა" საპარლამენტო საქმიანობას., - ამის შესახებ "ნაციონალური მოძრაობის" ერთ-ერთმა ლიდერმა ხატია დეკანოიძემ ჟურნალისტებს განუცხადა. მისი განმარტებით, კონსულტაციები ახლაც მიმდინარეობს პარტიის სამოქმედო გეგმაზე და საბოლოო გადაწყვეტილება რამდენიმე დღეში გახდება ცნობილი.

"ჩემი პირადი პოზიციაა, რაც იციან ჩემმა მეგობრებმა და ნიკა მელიამაც, რომ საპარლამენტო საქმიანობის როგორც იარაღად გამოყენება ძალიან მნიშვნელოვანი იქნება პარტიისთვის. ვნახოთ, როგორი იქნება გადაწყვეტილება, შევჯერდებით. ყველაზე მნიშვნელოვანი არის ის, რომ ახლა "ნაციონალურ მოძრაობაში" მივიღოთ რაციონალური გადაწყვეტილება და რა თქმა უნდა, ბიძინა ივანიშვილს არ ვაჩვენოთ რაიმე სახის რყევა დიდი ოპოზიციური პარტიის რიგებში",- აცხადებს დეკანოიძე.

 

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა