საქართველოს ნაკრების ყოფილი კაპიტანი გიორგი ნემსაძე 54 წლის ასაკში გარდაიცვალა
ხვიჩა კვარაცხელია მძიმე ტრავმის შემდეგ: უფრო ძლიერი უნდა დავბრუნდე ჩემი ხალხისთვის, რომელიც ყოველთვის ჩემს გვერდითაა
გოჩა მირცხულავა - რა გადაწყვეტილებებისთვის მზადდება პოლიტიკური გარემო?
რევაზ ნადარაია ოპოზიციურ პარტიებს: პოლიტიკური განცხადებები გარეთ გააკეთეთ, სასამართლოსთვის მათ ნულის ფასი აქვს
კობახიძე: რუსეთთან ურთიერთობის ახალი ეტაპი არ იწყება, დიპლომატიური ურთიერთობების აღდგენაზე ჩვენი პოზიცია უცვლელია
ანა წითლიძე საკონსტიტუციო სასამართლოში მიხეილ სააკაშვილისა და ლევან ხაბეიშვილის მოწმეებად დაბარებას ითხოვს
ეროვნული ბანკი: ციფრული ლარის საყოველთაო შემოღება უახლოეს წლებში არ იგეგმება, ნაღდი ფული მიმოქცევაში დარჩება
საკონსტიტუციო სასამართლომ ოპოზიციური პარტიების მოთხოვნა მოსამართლეთა აცილების შესახებ არ დააკმაყოფილა

დონალდ ტუსკმა „ევროპის სახალხო პარტიის“ თავმჯდომარის თანამდებობა დატოვა

ნახვები: 642 დონალდ ტუსკმა „ევროპის სახალხო პარტიის“ თავმჯდომარის თანამდებობა დატოვა

დონალდ ტუსკმა „ევროპის სახალხო პარტიის“ თავმჯდომარის პოსტი დატოვა. მედიის ცნობით, ევროკავშირის საბჭოს ყოფილი პრეზიდენტი პოლონეთის შიდა პოლიტიკაში ჩართვას გეგმავს, სადაც ცოტა ხნის წინ, პოლონეთის უდიდესი ოპოზიციური პარტიის, „სამოქალაქო პლატფორმის“ ხელმძღვანელის თანამდებობა დაიკავა.

როგორც მედია წერს, „ევროპის სახალხო პარტიის“ თამჯდომარის თანამდებობაზე მას სავარაუდოდ მანფრედ ვებერი შეცვლის. პარტიის ლიდერების არჩევა როტერდამში ყრილობაზე მიმდინარეობს.

„ეს იყო 900 დღე, რომელმაც შეძრა მსოფლიო“, – განაცხადა ტუსკმა თავისი თანამდებობაზე ყოფნის დროს კორონავირუსის პანდემიის, ბრექსიტის, ბელარუსში ანტისამთავრობო საპროტესტო ტალღისა და უკრაინაში რუსეთის შეჭრის კომენტირებისას.

ამასთან, ტუსკმა აღნიშნა, რომ „ევროპის სახალხო პარტიამ“ უნდა უხელმძღვანელოს ევროპისა და მისი ძირითადი ღირებულებების აღორძინებას.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა