ზელენსკი: აშშ უკრაინას სადაზვერვო ინფორმაციას კვლავ აწვდის, მათ შორის რუსეთის ბალისტიკური რაკეტების შესახებ ადრეული გაფრთხილების სისტემით
Ukraine is receiving U.S. intelligence, Zelensky says after meeting with Witkoff
კაია კალასი: ამერიკელი მომლაპარაკებლები წელიწად-ნახევარია უკრაინას კაპიტულაციისკენ უბიძგებენ, თუმცა ევროპა ამის საშუალებას არ აძლევს
დავით ნარმანია: ელექტროსისტემაში მომხდარი მასშტაბური ავარიის მიზეზების შესწავლა გრძელდება – დასკვნა საჯარო გახდება
ირაკლი ღარიბაშვილი: ჩემ წინააღმდეგ მიმდინარე პოლიტიკური დევნა და ცილისწამება შეურაცხყოფაა ქვეყნისთვის, ხელისუფლებისა და მმართველი პარტიისთვის
დავით ფეიქრიშვილი თვითდაზიანებების შემდეგ კვლავ „ვივამედში“ გადაიყვანეს – ადვოკატი პატიმრებზე ძალადობაზე საუბრობს, პენიტენციური სამსახური ბრალდებას უარყოფს
ადვოკატი: გოგა ფეიქრიშვილმა ციხეში ვენები გადაიჭრა, დავით ფეიქრიშვილს კი ოთხი ნეკნი აქვს მოტეხილი – პატიმრების განცალკევებას ითხოვენ
ვინ და რატომ ეწინააღმდეგება საქართველოს ენერგოდამოუკიდებლობას?

ჩვენ უნდა გამოვიყენოთ ყველა პლატფორმა რეჟიმთან მიმართებაში - თინა ბოკუჩავა

ნახვები: 267 ჩვენ უნდა გამოვიყენოთ ყველა პლატფორმა რეჟიმთან მიმართებაში - თინა ბოკუჩავა

„ჩვენ უნდა გამოვიყენოთ ყველა პლატფორმა რეჟიმთან მიმართებაში, მათ შორის საპარლამენტო პლატფორმა", - ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის" ერთ-ერთმა წევრმა თინა ბოკუჩავამ განაცხადა.

მისი თქმით, ქუჩა არ გამორიცხავს საპარლამენტო მუშაობას და საპარლამენტო მუშაობა არ გამორიცხავს ქუჩას.

„მიუხედავად იმისა, რომ „ნაციონალურ მოძრაობაში" დისკუსიის შედეგად მივიღებთ გადაწყვეტილებას, ჩემი პირადი პოზიცია არის ის, რომ ჩვენ უნდა გამოვიყენოთ ყველა პლატფორმა რეჟიმთან მიმართებაში, მათ შორის საპარლამენტო პლატფორმა. მე ვფიქრობ, რომ ქუჩა არ გამორიცხავს საპარლამენტო მუშაობას და საპარლამენტო მუშაობა არ გამორიცხავს ქუჩას. ყველა პლატფორმა აუცილებლად გამოსაყენებელია მთავარი და ყველაზე მძლავრი ოპოზიციური პარტიისთვის, რომელიც აუცილებლად იქნება გამარჯვების ავანგარდში და რომლის გარეშეც, ჩემი აზრით, ოპოზიცია იქნება ძალიან არასრულფასოვნად წარმოდგენილი პარლამენტში.

კონკრეტული მოწოდებები გაკეთდა ჩვენი საერთაშორისო პარტნიორების მხრიდან, მათ შორის სენატის მხრიდან იყო მკაფიო განცხადებებები, ასევე ევროკავშირის მხრიდან გირაოს გადახდის განცხადებაში ნახსენები იყო იმედი იმისა, რომ ყველაზე დიდი ოპოზიციური პარტია შეძლებს, რომ გახდეს ამ შეთანხმების ნაწილი. რა თქმა უნდა, პარტნიორების აზრი ჩვენთვის მნიშვნელოვანია, მაგრამ ყველაზე მნიშვნელოვანია ის, რომ პარტიაში იყოს შეჯერებული აზრები", - აცხადებს ბოკუჩავა.

შეგახსენებთ, „ნაციონალური მოძრაობის" ოფისში მიმდინარეობს მსჯელობა პარტიის სამოქმედო გეგმის შესახებ. პარტიაში ჯერჯერობით ერთიანი აზრი შეჯერებული არ არის მოაწერენ თუ არა ხელს შარლ მიშელის შეთანხმებას და შევლენ თუ არა პარლამენტში.

 

 

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა