კრიშტიანო რონალდო ხვიჩა კვარაცხელიას: შეინარჩუნე შენში ეს ცეცხლი, შენი საუკეთესო დღეები ჯერ კიდევ წინ არის!
Kremlin says trilateral talks could resume in November
სალომე ზურაბიშვილი: „ქართული ოცნება“ ცდილობს დემოკრატიის საბოლოოდ დასამარებას – სამარცხვინოა „გახარია საქართველოსთვის“ პოზიციაც
ზელენსკი: ოსლოში უიტკოფს არ დაველოდები, უკრაინაში უნდა დავბრუნდეთ – ვნახოთ, რა შედეგით დასრულდება პუტინთან შეხვედრა
Zelensky not to wait for Witkoff in Oslo after his return from Russia
სანქტ-პეტერბურგში პუტინისა და ტრამპის სპეციალური წარმომადგენლის შეხვედრა დასრულდა – მოლაპარაკებები სამი საათის განმავლობაში მიმდინარეობდა
Putin-Witkoff meeting lasts about three hours
Zelensky meets Norwegian DM and representatives of NASAMS manufacturer Kongsberg

ალექსანდრ შალენბერგი - მკაფიოდ უნდა ვთქვათ, რომ მოლდოვა, სამხრეთ კავკასია და დასავლეთ ბალკანეთი დასავლური სამყაროს ნაწილია

ნახვები: 567 ალექსანდრ შალენბერგი - მკაფიოდ უნდა ვთქვათ, რომ მოლდოვა, სამხრეთ კავკასია და დასავლეთ ბალკანეთი დასავლური სამყაროს ნაწილია

მკაფიოდ უნდა ვთქვათ, რომ მოლდოვა, სამხრეთ კავკასია და დასავლეთ ბალკანეთი დასავლური სამყაროს ნაწილია, – ამის შესახებ ავსტრიის საგარეო საქმეთა მინისტრმა, ალექსანდრ შალენბერგმა ბრატისლავაში მიმდინარე ფორუმზე განაცხადა.

მოდერატორმა მას დაუსვა კითხვა, უჭერს თუ არა ავსტრია მხარს უკრაინისთვის ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის გადაცემას.

„ევროკავშირი მკაფიო სიგნალით უნდა გამოვიდეს, რომ უკრაინა არის ევროპული ოჯახის ნაწილი, მაგრამ ერთადერთი რაც მაღელვებს, არის სიმბოლიზმი. მხოლოდ ასეთი სიმბოლური და ეტიკეტური ნაბიჯის გადადგმა სწორი სიგნალი არ იქნება. ასევე უნდა გვახსოვდეს, რომ შესაძლოა, მოსკოვს თვალი მხოლოდ უკრაინაზე არ უჭირავს. ვსაუბრობ მოლდოვაზე, სამხრეთ კავკასიაზე და დასავლეთ ბალკანეთზე. ჩვენი პოზიციაა, რომ მკაფიო სიგნალი გავაკეთოთ და ვთქვათ – ეს რეგიონები არის დასავლური სამყაროს ნაწილი, თავისუფალი სამყაროს ნაწილი. ჩვენ უფრო მეტი უნდა ვიფიქროთ, რადგან წარსული ჩარჩოები, რაც გვქონდა – სრული წერვობა, ასოცირების შეთანხმება ან ეკონომიკური ინტეგრაცია, არ არის საკმარისი, რადგან შეხედეთ ბალკანეთს, ჩვენ მათ წევრობას 19 წლის წინ დავპირდით და ახლა იმედგაცრუება იზრდება. დასავლეთ ბალკანეთის ზოგიერთ ქვეყანაში რუსეთი უფრო პოპულარულია, ვიდრე ევროკავშირი. სერბთა რესპუბლიკაში კი, პუტინია ყველაზე პოპულარული პოლიტიკოსი. ეს უნდა იყოს განგაშის სიგნალი ბრიუსელისთვის და იგივე შეცდომა არ უნდა დავუშვათ ახლაც“, – განაცხადა შალენბერგმა.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა