კრიშტიანო რონალდო ხვიჩა კვარაცხელიას: შეინარჩუნე შენში ეს ცეცხლი, შენი საუკეთესო დღეები ჯერ კიდევ წინ არის!
Kremlin says trilateral talks could resume in November
სალომე ზურაბიშვილი: „ქართული ოცნება“ ცდილობს დემოკრატიის საბოლოოდ დასამარებას – სამარცხვინოა „გახარია საქართველოსთვის“ პოზიციაც
ზელენსკი: ოსლოში უიტკოფს არ დაველოდები, უკრაინაში უნდა დავბრუნდეთ – ვნახოთ, რა შედეგით დასრულდება პუტინთან შეხვედრა
Zelensky not to wait for Witkoff in Oslo after his return from Russia
სანქტ-პეტერბურგში პუტინისა და ტრამპის სპეციალური წარმომადგენლის შეხვედრა დასრულდა – მოლაპარაკებები სამი საათის განმავლობაში მიმდინარეობდა
Putin-Witkoff meeting lasts about three hours
Zelensky meets Norwegian DM and representatives of NASAMS manufacturer Kongsberg

ალექსეი არესტოვიჩი - უკრაინულმა არმიამ სევეროდონეცკში რუსული ძალები მახეში მოამწყვდია

ნახვები: 735 ალექსეი არესტოვიჩი - უკრაინულმა არმიამ სევეროდონეცკში რუსული ძალები მახეში მოამწყვდია

უკრაინულმა არმიამ სევეროდონეცკში რუსული ძალები მახეში მოამწყვდია, – ამის შესახებ განცხადება უკრაინის პრეზიდენტის ოფისის ხელმძღვანელის მრჩეველმა, ალექსეი არესტოვიჩმა ფეისბუქგვერდზე გამოაქვეყნა.

„ახლა რუსული სამხედრო ხელმძღვანელობა შოკშია. მათ უკვე გაუგზავნეს ანგარიში მეთაურებს, რომ ქალაქი სევეროდონეცკი აიღეს, როდესაც ჩვენმა ძალებმა ხისტი საპასუხო დარტყმა მიაყენეს და ახლა მოსკოველ ამხანაგებს ანადგურებენ საზარბაზნე ხორცივით და ეს ხდება მიუხედავად რუსების უპირატესობისა ავიაციასა და არტილერიაში. ჩვენი ჯარი აჩვენებს არაჩვეულებრივ სიმამაცეს, ხოლო მეთაურები – ტაქტიკურ ნიჭს”, – წერს არესტოვიჩი

მისივე თქმით, ახლა რუსეთის ხელმძღვანელობა სევეროდონეცკში აგზავნის მათ ხელთ არსებულ მთელ ძალას, რათა ქალაქი შეინარჩუნონ.

„ჩვენი ბიჭები ლომებივით იბრძვიან”, – წერს არესტოვიჩი.

შეგახსენებთ, რომ მანამდე ლუგანსკის ოლქის სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა განაცხადა, რომ რუსებმა ქალაქ სევეროდონეცის დიდი ნაწილი დაიკავეს. მოგვიანებით, სერგეი გაიდაიმ თქვა, რომ ახლა უკვე არსებობს სევეროდონეცკის სწრაფად გათავისუფლების შანსი.

 

 
ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა