კრიშტიანო რონალდო ხვიჩა კვარაცხელიას: შეინარჩუნე შენში ეს ცეცხლი, შენი საუკეთესო დღეები ჯერ კიდევ წინ არის!
Kremlin says trilateral talks could resume in November
სალომე ზურაბიშვილი: „ქართული ოცნება“ ცდილობს დემოკრატიის საბოლოოდ დასამარებას – სამარცხვინოა „გახარია საქართველოსთვის“ პოზიციაც
ზელენსკი: ოსლოში უიტკოფს არ დაველოდები, უკრაინაში უნდა დავბრუნდეთ – ვნახოთ, რა შედეგით დასრულდება პუტინთან შეხვედრა
Zelensky not to wait for Witkoff in Oslo after his return from Russia
სანქტ-პეტერბურგში პუტინისა და ტრამპის სპეციალური წარმომადგენლის შეხვედრა დასრულდა – მოლაპარაკებები სამი საათის განმავლობაში მიმდინარეობდა
Putin-Witkoff meeting lasts about three hours
Zelensky meets Norwegian DM and representatives of NASAMS manufacturer Kongsberg

დასავლეთმა აიღო კურსი მართლმადიდებლობის განადგურებისა და ყველაფრის მოსპობისკენ-სერგეი ლავროვი

ნახვები: 593 დასავლეთმა აიღო კურსი მართლმადიდებლობის განადგურებისა და ყველაფრის მოსპობისკენ-სერგეი ლავროვი

დასავლეთმა აიღო კურსი მართლმადიდებლობის განადგურებისა და ყველაფრის მოსპობისკენ, რაც დაკავშირებულია რუსეთთან და სლავებთან, – ამის შესახებ რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, სერგეი ლავროვმა განაცხადა. ინფორმაციას რუსული მედია ავრცელებს.

„ჩვენ უნდა დავიცვათ ქრისტიანთა და მართლმადიდებელთა უფლებები ჩვენს ხელთ არსებული ყველა საშუალებით. განსაკუთრებით მოვიხსენიებ მართლმადიდებლობას, რადგან ბოლო წლებში ისევ ამერიკელების ინიციატივით, რომლებიც აქტიურად მანიპულირებენ კონსტანტინოპოლის პატრიარქზე, ჩვენდა სამწუხაროდ, აღებულ იქნა მართლმადიდებლობის განადგურების კურსი. თქვენ იცით, რა დივერსიული მოქმედებები განხორციელდა უკრაინაში უკრაინის მართლმადიდებლური ეკლესიის წინააღმდეგ. იქ შეიქმნა კვაზი სტრუქტურა სახელწოდებით უკრაინის მართლმადიდებლური ეკლესია. თქვენ იცით, როგორ ცდილობენ გაანადგურონ სირიის მართლმადიდებლური ეკლესია, იგივე ეხება სერბეთის მართლმადიდებლურ ეკლესიას. ეს არის შეგნებული ხაზი, რომელიც ჯდება დასავლეთის ამჟამინდელ კურსში, ძირს უთხრის ყველაფერს, რაც დაკავშირებულია რუსეთთან, ყველაფერი, რაც დაკავშირებულია სლავებთან, მართლმადიდებლობასთან“, – განაცხადა ლავროვმა.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა