კრიშტიანო რონალდო ხვიჩა კვარაცხელიას: შეინარჩუნე შენში ეს ცეცხლი, შენი საუკეთესო დღეები ჯერ კიდევ წინ არის!
Kremlin says trilateral talks could resume in November
სალომე ზურაბიშვილი: „ქართული ოცნება“ ცდილობს დემოკრატიის საბოლოოდ დასამარებას – სამარცხვინოა „გახარია საქართველოსთვის“ პოზიციაც
ზელენსკი: ოსლოში უიტკოფს არ დაველოდები, უკრაინაში უნდა დავბრუნდეთ – ვნახოთ, რა შედეგით დასრულდება პუტინთან შეხვედრა
Zelensky not to wait for Witkoff in Oslo after his return from Russia
სანქტ-პეტერბურგში პუტინისა და ტრამპის სპეციალური წარმომადგენლის შეხვედრა დასრულდა – მოლაპარაკებები სამი საათის განმავლობაში მიმდინარეობდა
Putin-Witkoff meeting lasts about three hours
Zelensky meets Norwegian DM and representatives of NASAMS manufacturer Kongsberg

„პრობლემა არ არის“ – „ოცნების“ დეპუტატი სტრასბურგის მიერ მელიას სარჩელის წარმოებაში მიღებაზე

ნახვები: 308 „პრობლემა არ არის“ – „ოცნების“ დეპუტატი სტრასბურგის მიერ მელიას სარჩელის წარმოებაში მიღებაზე

„ნიკა მელია „ქართული ოცნების" წინააღმდეგ", სინამდვილეში საქმის განხილვა თუ იქნება, იქნება „ნიკა მელია საქართველოს წინააღმდეგ," - განაცხადა დღეს, 12 მაისს, საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, შალვა პაპუაშვილმა ევროსასამართლოს მიერ „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარის ნიკა მელიას სარჩელის წარმოებაში მიღების კომენტირებისას.

ცნობისთვის: დღეს, 12 მაისს, ცნობილი გახდა, რომ სტრასბურგის ადამიანის უფლებათა სასამართლომ ნიკა მელიას სარჩელი წარმოებაში მიიღო.

„ნაციონალური მოძრაობის" თავჯდომარემ და მისმა ადვოკატებმა სასამართლოში სარჩელი 1 მარტს დაარეგისტრირეს, 21 აპრილს კი, სტრასბურგმა სარჩელი დააკომუნიცირა და საქართველოს მთავრობას ყველა ის შეკითხვა დაუსვა, რომელზეხ საჩივარშია საუბარი.

მისივე თქმით, ეს მელიასგან არის მცდელობა, რომ საერთაშორისო ინსტიტუტების გამოყენებით, თემა პიარულად აწიონ.

„ეს ყველაფერი ჩვენს თვალწინ მოხდა, ჩვენს თვალწინ მოიხსნა მან სამაჯური, ჩვენს თვალწინ თქვა, რომ არ ემორჩილება კანონს და მართლმსაჯულებას, ის არ გადაიხდიდა გირაოს და ვერ დაიჭერდნენ, ამ ყველაფერს კანონის შესაბამისი პასუხი მოჰყვა. შემდეგ გვესმოდა მისგან საუბარი, რომ გირაოს არ მიიღებდა და ყველა, ვინც გირაოს გადაიხდიდა, მისი მტერი იქნებოდა. საბოლოოდ, ვნახეთ როგორ დასრულდა ეს ყველაფერი. ის მართლმსაჯულებამ დააკავა, გირაოც გადაიხადეს, ამნისტიაც იქნება გამოცემული, ეს არის ახლა, უბრალოდ, მცდელობა, რომ საერთაშორისო ინსტიტუტების გამოყენებით პიარულად თემა აწიონ. გარწმუნებთ, რომ შინაარსობრივად რაიმე პრობლემა არ არის. ჩვენ ვნახეთ, როგორ არღვევდა კანონს ნიკა მელია",- განაცხადა პაპუაშვილმა.

პაპუაშვილის თქმით, ნიკა მელიამ დაწერა „ნიკა მელია „ქართული ოცნების" წინააღმდეგ, სინამდვილეში კი უნდა დაეწერა „მელია საქართველოს წინააღმდეგ".

„საერთო ჯამში, ესეც აჩვენებს, რამდენად არასერიოზულ მდგომარეობაში იყენებენ საკუთარ თავს ჩვენი ოპონენტები. ნიკა მელიამ რომ დაწერა, ეს საქმე არის „ნიკა მელია „ქართული ოცნების" წინააღმდეგ", სინამდვილეში, საქმის განხილვა თუ იქნება, იქნება „ნიკა მელია საქართველოს წინააღმდეგ". როგორც ჩანს, მას ამის თქმა ეთაკილება, რომ სწორედ საქართველოს წინააღმდეგ შეაქვს სარჩელი", - განაცხადა პაპუაშვილმა.

 

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა