კრიშტიანო რონალდო ხვიჩა კვარაცხელიას: შეინარჩუნე შენში ეს ცეცხლი, შენი საუკეთესო დღეები ჯერ კიდევ წინ არის!
Kremlin says trilateral talks could resume in November
სალომე ზურაბიშვილი: „ქართული ოცნება“ ცდილობს დემოკრატიის საბოლოოდ დასამარებას – სამარცხვინოა „გახარია საქართველოსთვის“ პოზიციაც
ზელენსკი: ოსლოში უიტკოფს არ დაველოდები, უკრაინაში უნდა დავბრუნდეთ – ვნახოთ, რა შედეგით დასრულდება პუტინთან შეხვედრა
Zelensky not to wait for Witkoff in Oslo after his return from Russia
სანქტ-პეტერბურგში პუტინისა და ტრამპის სპეციალური წარმომადგენლის შეხვედრა დასრულდა – მოლაპარაკებები სამი საათის განმავლობაში მიმდინარეობდა
Putin-Witkoff meeting lasts about three hours
Zelensky meets Norwegian DM and representatives of NASAMS manufacturer Kongsberg

რუსეთის ძალების მხრიდან დაბომბვის შედეგად, დონეცკის ოლქში მდებარე სვიატოჰირსკის ლავრას ცეცხლი გაუჩნდა

ნახვები: 579 რუსეთის ძალების მხრიდან დაბომბვის შედეგად, დონეცკის ოლქში მდებარე სვიატოჰირსკის ლავრას ცეცხლი გაუჩნდა

რუსეთის ძალების მხრიდან დაბომბვის შედეგად, დონეცკის ოლქში მდებარე სვიატოჰირსკის ლავრას ცეცხლი გაუჩნდა. ინფორმაციას ამის შესახებ „ბიბისი“ უკრაინის მართლმადიდებელ ეკლესიაზე დაყრდნობით ავრცელებს.

სოციალურ ქსელებში ცეცხლმოკიდებული მონასტრის ფოტოები ვრცელდება.

„მორიგი დანაშაული რუსი ბარბაროსებისგან, რომელთათვის წმინდა არაფერია“, – წერს „ფეისბუქში“ უკრაინის არმიის ოფიცერი იური კოჩევენკო.

მონასტერი ქალაქ სლოვიანსკის მახლობლად, მდინარე ჩრდილოეთის დონეცის პირას მდებარეობს. როგორც „ბიბისი“ აღნიშნავს, რუსეთის ძალებმა აღნიშნული მდინარის გადაკვეთა არაერთხელ სცადეს უკრაინული დანაყოფების ალყაში მოსაქცევად.

არსებული ინფორმაციით, მონასტერი რუსეთის საპატრიარქოს დაქვემდებარებაშია.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა