ზელენსკი: აშშ უკრაინას სადაზვერვო ინფორმაციას კვლავ აწვდის, მათ შორის რუსეთის ბალისტიკური რაკეტების შესახებ ადრეული გაფრთხილების სისტემით
Ukraine is receiving U.S. intelligence, Zelensky says after meeting with Witkoff
კაია კალასი: ამერიკელი მომლაპარაკებლები წელიწად-ნახევარია უკრაინას კაპიტულაციისკენ უბიძგებენ, თუმცა ევროპა ამის საშუალებას არ აძლევს
დავით ნარმანია: ელექტროსისტემაში მომხდარი მასშტაბური ავარიის მიზეზების შესწავლა გრძელდება – დასკვნა საჯარო გახდება
ირაკლი ღარიბაშვილი: ჩემ წინააღმდეგ მიმდინარე პოლიტიკური დევნა და ცილისწამება შეურაცხყოფაა ქვეყნისთვის, ხელისუფლებისა და მმართველი პარტიისთვის
დავით ფეიქრიშვილი თვითდაზიანებების შემდეგ კვლავ „ვივამედში“ გადაიყვანეს – ადვოკატი პატიმრებზე ძალადობაზე საუბრობს, პენიტენციური სამსახური ბრალდებას უარყოფს
ადვოკატი: გოგა ფეიქრიშვილმა ციხეში ვენები გადაიჭრა, დავით ფეიქრიშვილს კი ოთხი ნეკნი აქვს მოტეხილი – პატიმრების განცალკევებას ითხოვენ
ვინ და რატომ ეწინააღმდეგება საქართველოს ენერგოდამოუკიდებლობას?

ირაკლი ღარიბაშვილი - ჩვენმა მთავრობამ დაამტკიცა, რომ პირნათლად ვასრულებთ ხალხის დაკვეთას

ნახვები: 420 ირაკლი ღარიბაშვილი - ჩვენმა მთავრობამ დაამტკიცა, რომ პირნათლად ვასრულებთ ხალხის დაკვეთას

ზედმიწევნით შევასრულეთ ყველა ვალდებულება და პირობა, რომელიც აღებული გვქონდა ევროკავშირთან. ახლა უკვე ოფიციალური განაცხადის შეტანით ჩვენმა მთავრობამ დაამტკიცა, რომ ჩვენ ვართ ერთგულნი და პირნათლად ვასრულებთ ჩვენი ხალხის დაკვეთას, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა მთავრობის დღევანდელ სხდომაზე განაცხადა.

მისივე თქმით, აქტიური საგარეო პოლიტიკა აწარმოეს და საქართველო კანდიდატის სტატუსთან დაკავშირებით ევროკავშირის გადაწყვეტილებას ელოდება.

„ველოდებით ევროკავშირის გადაწყვეტილებას კანდიდატის სტატუსთან დაკავშირებით. მოგეხსენებათ, აქტიური საგარეო პოლიტიკა ვაწარმოეთ. ჩემი დავალებით, ახალი საგარეო საქმეთა მინისტრი ილია დარჩიაშვილი აქტიურად ელაპარაკება თავის ევროპელ კოლეგებს. მან უკვე დღეის მდგომარეობით, 20-ზე მეტი შეხვედრა გამართა, 17 საგარეო საქმეთა მინისტრთან. ასევე, მას ამ კვირაში და მომავალ კვირებში დაგეგმილი აქვს შეხვედრები. ინტენსიური საუბრები ჰქონდა, თუ რა ვითარებაა ქვეყანაში, რა რეფორმები განვახორციელეთ. ასე რომ, ყველა ინფორმაცია სრულად არის მიწოდებული. ასევე, მოგეხსენებათ, რომ აქტიური საგარეო პოლიტიკა მქონდა, ძალიან ბევრი ვიზიტი განვახორციელე, მათ შორის ვიყავი ბრიუსელში. უმაღლეს დონეზე მქონდა შეხვედრები, ვესაუბრებით ჩვენს ევროპელ, დასავლელ კოლეგებს და რაც მთავარია, ჩვენ ზედმიწევნით შევასრულეთ ყველა ვალდებულება, პირობა, რომელიც აღებული გვქონდა ევროკავშირთან დაწყებული ჯერ კიდევ ასოცირების ხელშეკრულების გაფორმებით, თავისუფალი ვაჭრობის გაფორმებით, შემდგომ უკვე უვიზო მიმოსვლის მიღებით. ახლა უკვე ოფიციალური განაცხადის შეტანით ჩვენმა მთავრობამ დაამტკიცა, რომ ჩვენ ვართ ერთგულნი და რა თქმა უნდა, პირწმინდად, პირნათლად ვასრულებთ ჩვენი ხალხის დაკვეთას. რომ არა ჩვენი მთავრობა, არათუ ევროკავშირში, არამედ რთულ პირობებში ვიქნებოდით დღეს. კიდევ ერთხელ მინდა, შევახსენო ჩვენს მეგობრებს, კოლეგებს ევროპაშიც, ქვეყნის შიგნითაც, რომ სწორედ „ქართული ოცნების“ დამსახურებაა, რომ საქართველო არის ასოცირებული ქვეყანა, გვაქვს თავისუფალი ვაჭრობა, უვიზო რეჟიმი ჩვენი მოქალაქეებისთვის და ახლა უკვე პატივი გვხვდა წილად, შეგვეტანა განაცხადი ევროკავშირის წევრობისთვის“, – განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.

 

 
ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა