კრიშტიანო რონალდო ხვიჩა კვარაცხელიას: შეინარჩუნე შენში ეს ცეცხლი, შენი საუკეთესო დღეები ჯერ კიდევ წინ არის!
Kremlin says trilateral talks could resume in November
სალომე ზურაბიშვილი: „ქართული ოცნება“ ცდილობს დემოკრატიის საბოლოოდ დასამარებას – სამარცხვინოა „გახარია საქართველოსთვის“ პოზიციაც
ზელენსკი: ოსლოში უიტკოფს არ დაველოდები, უკრაინაში უნდა დავბრუნდეთ – ვნახოთ, რა შედეგით დასრულდება პუტინთან შეხვედრა
Zelensky not to wait for Witkoff in Oslo after his return from Russia
სანქტ-პეტერბურგში პუტინისა და ტრამპის სპეციალური წარმომადგენლის შეხვედრა დასრულდა – მოლაპარაკებები სამი საათის განმავლობაში მიმდინარეობდა
Putin-Witkoff meeting lasts about three hours
Zelensky meets Norwegian DM and representatives of NASAMS manufacturer Kongsberg

მინდა, მჯეროდეს, რომ ევროკავშირში საქართველოსთან დაკავშირებული საკითხი დადებითად გადაწყდება-სანდრო რაქვიაშვილი

ნახვები: 441 მინდა, მჯეროდეს, რომ ევროკავშირში საქართველოსთან დაკავშირებული საკითხი დადებითად გადაწყდება-სანდრო რაქვიაშვილი

მინდა, მჯეროდეს, რომ ევროკავშირში საქართველოსთან დაკავშირებული საკითხი დადებითად გადაწყდება, რადგან ეს არ არის ტექნიკური რეფორმების საკითხი, საუბარი არ არის წევრობაზე, ვსაუბრობთ იმაზე, პოლიტიკური გადაწყვეტილება იქნება თუ არა მიღებული, რომ ჩვენ ოფიციალურად ამ გზას დავადგეთ, – ამის შესახებ საქართველოს პირველ არხს, „გირჩის“ წევრმა, სანდრო რაქვიაშვილმა განუცხადა.

მისი თქმით, ევროკავშირის მხრიდან პოლიტიკური გადაწყვეტილება უნდა იყოს მიღებული.

„თუ ეს არ იქნება მიღებული, დიდი შეცდომა იქნება დაშვებული ევროკავშირის მხრიდან, მათ შორის საერთაშორისო ურთიერთობების საკითხია და არა ჩვენი შიდა რეფორმების. ძალიან გაგვიჭირდება რომ განსხვავებული პოზიცია იყოს, შესაბამისად, არ მინდა, დავუშვა, რომ სხვა გადაწყვეტილებას მიიღებენ, თუ ასე იქნება, დაველოდოთ არგუმენტაციას. ეს არის პოლიტიკური გადაწყვეტილება, რომელიც ერთი მხრივ, გვეუბნება, რომ ჩვენ შანსი გვაქვს ევროპის წევრი ქვეყანა გავხდეთ და მეორე მხრივ, რუსეთისთვის ცხადი იქნება, რომ საქართველო არ არის მისი კოლონია ან ინტერესთა სფერო. იმედია, ასეთ ნაბიჯებს გადადგამენ, რადგან ევროკავშირს არანაირი ვალდებულება არ უჩნდება და პირიქით, საქართველოს მხარეს იქნება მთელი პრობლემა და რეფორმების ჩატარება მოგვიწევს, რომ ევროკავშირში გავწევრიანდეთ“, – განაცხადა რაქვიაშვილმა.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა