რუსეთი დრონების იერიშს რვა ოლქში იგერიებდა
War update: 102 combat clashes in Ukraine on Friday
Pence: Putin will wage war on NATO if Ukraine loses
Ukraine needs deeply echeloned air defense system – Air Force spokesperson
SBU nabs Russian accomplice for spotting strikes
In Ukraine’s south, border guards hit Russian military boat
Zelensky addresses NATO-Ukraine Council: We need at least seven more Patriot systems
პარლამენტთან აქცია 19:00 საათზე დაიწყება

ომი ისრაელში „ჰამასის" სრული სამხედრო განადგურებით დასრულდება

05.13.2021 | 11:18 ნახვები: 556

მასირებული სარაკეტო თავდასხმა ისრაელზე და ლამის ახალი დიდი ომის დონემდე ვითარების ესკალაცია, პალესტინელ არაბთა რადიკალური მმართველი დაჯგუფება „ჰამასის" ლიდერთა სრული ინტელექტუალური სიმწირისა და უპასუხისმგებლობის ილუსტრაციაა.

ამაზე უარეს და არახელსაყრელ „საერთაშორისო მატრიცას" ისრაელზე მორიგი შეტევისათვის თეორიულადაც კი ვერ „დაამოდელირებდა" ვინმე: ანუ, ახალ დიდ ომს, იერუსალიმის „დასაბრუნებლად" - მათი ჭკუით - იწყებენ იმ ისტორიულ მომენტუმში, როდესაც არათუ აღარ არსებობს არანაირი „არაბული ერთიანობა" და სოლიდარობა, არამედ საერთოდ აღარ არსებობს - შეიძლება ასე ითქვას გადაჭარბების გარეშე - რამდენიმე საკვანძო არაბული სახელმწიფო, რომლებიც მუდამ უქმნიდნენ ზურგს პალესტინურ მოძრაობას და რეალურად მათი ხელითაც მოქმედებდნენ. სირია, ერაყი, ეგვიპტე, ლიბია იქცნენ დაშლილ/დანაწევრებულ ტერიტორიებად, რომლებიც სრული განადგურების, ნგრევის, გაუთავებელი სამოქალაქო ომის პირობებში სულს ღაფავენ, არათუ პალესტინელთა დახმარების უნარი ან თუნდაც ნება გააჩნიათ.

მაშინაც კი, როცა არაბული სამყარო მეტნაკლებად კონსოლიდირებული იყო, ხოლო ჩამოთვლილ სახელმწიფოებს ქარიზმატული, ძლიერი ავტორიტარი ლიდერები მართავდნენ - მუამარ კადდაფი, ჰაფეზ ალ ასადი, ანვარ სადათი, სადამ ჰუსსეინი - ამ „კონსოლიდაციამ" ვერაფერი გააწყო ებრაელთა მაღალ სახელმწიფოებრივ შეგნებასა და ბრძოლის უნართან. მით უმეტეს დასავლეთის მრავალხრივი მხარდაჭერის დროს.

ეს მხარდაჭერა არსად გამქრალა: ამერიკაში ახლადარჩეული ბაიდენის ადმინისტრაცია ნამდვილად ბოლომდე მხარს დაუჭერს ისრაელს და ამ მხრივ რაიმე, თუნდაც მცირედ „საეჭვო მოძრაობას" მოერიდება, რათა ტრამპსა და ფანატიკოს - საკმაოდ მრავალრიცხოვან „ტრამპისტებს" არ მისცეს სათქმელი. თან უმძლავრესი ებრაული ლობი არ გააღიზიანოს. ასევე, გაუთავებელი ისლამური ტერორიზმით გულგაწვრილებული ევროპა - უკვე ერთმნიშვნელოვნად დგას ებრაული სახელმწიფოს მხარეს.

რამდენად ლეგიტიმურიც არ უნდა სჩანდეს პალესტინელთა „სათქმელი", რომ ისინი რამდენიმე არაბი ოჯახის აღმოსავლეთ იერუსალიმიდან გამოსახლებას აპროტესტებდნენ, პროტესტი ერთია და უმართავი რაკეტებით მშვიდობიანი დასახლებების დაბომბვა - სულ სხვა. შესაბამისად, ომი, რამდენიმე კვირის შემდეგ, „ღაზას სექტორის" მმართველი დაჯგუფება „ჰამასის" სრული სამხედრო განადგურებით და პოლიტიკური კრახით დასრულდება. ეს კი უეჭველად გამოიწვევს დაპირისპირებას არაბულ ელიტებში და რაკი ამ ელიტებს კონსოლიდაციის არანაირი რესურსი არ გააჩნიათ, პალესტინური მოძრაობა ყველა თვალსაზრისით ისევე „დაჭაობდება" ისრაელ-პალესტინის ათასწლეულის პრობლემის რაიმენაირად გადაწყვეტის თვალსაზრისით, როგორც დიდი არაბული სამყარო აღმოჩნდა ისტორიულ ჩიხში და დეგრადაციის მდგომარეობაში უმთავრესად ე.წ. „არაბული გაზაფხულის" კლინიკურად თვითგამანადგურებელი მოძრაობის შედეგად, რომლის შედეგებსაც ვხედავთ.

ავტორი: დათო გამცემლიძე - ისტორიკოსი, ჟურნალისტი

 

 

ყველას ნახვა
ყველას ნახვა