თენგიზ აბლოთია: ღარიბაშვილის ბრალდებების მიუხედავად, ივანიშვილი კობახიძეს არ მოიშორებს — მისთვის ასეთი მეორე შემსრულებელი არ არსებობს
Air defenses down 135 drones used by Russia to attack Ukraine overnight
War update: 215 clashes on front line over past day, Pokrovsk and Kostiantynivka sectors hottes
Injury toll in Russian strike on Odesa rises to 17
Russia’s war casualty toll in Ukraine up by 1,320 over past day
Erdogan after meeting Putin: Türkiye ready to do everything possible for peace
Trump names condition for meeting Putin “immediately”
Russian sabotage groups show no significant activity along border — spox Demchenko

სინამდვილეში, გვარამია არის არა თავისუფალი ჟურნალისტი, თავისუფალი მედიის მენეჯერი, არამედ ჟურნალისტიკას ამოფარებული „ნაციონალური მოძრაობის“ დამნაშავე ლიდერი-არჩილ თალაკვაძე

ნახვები: 317 სინამდვილეში, გვარამია არის არა თავისუფალი ჟურნალისტი, თავისუფალი მედიის მენეჯერი, არამედ ჟურნალისტიკას ამოფარებული „ნაციონალური მოძრაობის“ დამნაშავე ლიდერი-არჩილ თალაკვაძე

ომბუდსმენს აქვს უფლება, რეკომენდაციით მიმართოს თუნდაც პრეზიდენტს, თუმცა პირველ რიგში ჩვენ უნდა ვნახოთ, რეალურად რასთან გვაქვს საქმე, არსებობს გამოძიებით დადასტურებული ფაქტები, რომელიც სასმართლომ განიხილა და მიიღო გადაწყვეტილება, რომ ნიკა გვარამიამ დაარღვია კანონი, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, არჩილ თალაკვაძემ განაცხადა.

მისი თქმით, ომბუდსმენს მოეთხოვება, დაბალანსებული და სამართლიანი გადაწყვეტილებები მიიღოს.

„ჩვენ გვახსოვს ანალოგიური შეფასებები იყო „რუსთავი 2“-ის საქმესთან დაკავშირებითაც, როდესაც ორი წლის განმავლობაში სახალხო დამცველიც, სხვადასხვა ორგანიზაციებიც და მედიის წარმომადგენლები აკეთებდნენ განცხადებებს, რომ „რუსთავი 2“-ის საქმესთან დაკავშირებით საქართველოს სასმართლომ თითქოს არასწორი გადაწყვეტილება მიიღო. ვნახეთ, რომ ორი წლის შემდეგ როდესაც სტრასბურგის სასამართლომ განიხილა ეს საქმე, გამოიტანა გადაწყვეტილება და ცალსახად თქვა, რომ საქართველოს სასამართლოს ჰქონდა სწორი და სამართლიანი გადაწყვეტილება. ამის შემდეგ სამწუხაროდ აღარ გვსმენია იგივე ადამიანების შეფასებები მათ მიერ წინა ორი წლის განმავლობაში გაჟღერებულ დასკვნებთან დაკავშირებით, ეს ყველაფერი მათ შერჩათ. საბოლოო ჯამში, ამით დააზიანეს საქართველოს სასამართლოს სისტემა და ნდობა, რომელიც მის მიმართ უნდა არსებობდეს. ძალიან სამწუხაროა, რომ სახელმწიფო ინსტიტუტების მიმართ ასეთი მიდგომები არსებობს, მით უმეტეს, რომ ომბუდსმენს ალბათ ყველაზე მეტად მოეთხოვება, რომ დაბალანსებული და სამართლიანი გადაწყვეტილებები მიიღოს და სამართლიანი განცხადებები გააკეთოს თავისი მანდატის ფარგლებში. მას აქვს უფლება, რომ რეკომენდაციით მიმართოს თუნდაც პრეზიდენტს, თუმცა პირველ რიგში ჩვენ უნდა ვნახოთ, რეალურად რასთან გვაქვს საქმე“, – განაცხადა თალაკვაძემ.

არჩილ თალაკვაძის განცხადებით, არსებობს გამოძიებით დადასტურებული ფაქტები, რომელიც სასმართლომ განიხილა და მიიღო გადაწყვეტილება, რომ ნიკა გვარამიამ დაარღვია კანონი.

„საქმე გვაქვს იმასთან, რომ არსებობს გამოძიებით დადასტურებული ფაქტები, რომელიც სასმართლომ განიხილა და მიიღო გადაწყვეტილება, რომ ნიკა გვარამიამ დაარღვია კანონი და სულ მცირე შვიდი მილიონი ლარით აზარალა ტელევიზია, რომელშიც მუშაობდა და რეალურად ის პასუხისგებაში მიეცა ამის გამო. რაც შეეხება პოლიტიკურ შეფასებას, სინამდვილეში, დღეს ვხედავთ არაერთი მხრიდან მცდელობას, რომ ნიკა გვარამია, რომელიც სინამდვილეში გახლდათ პოლიტიკური ფუნქციონერი, რომელსაც აქვს პოლიტიკური პასუხისმგებლობა უმძიმეს დანაშაულებზე, ადამიანი უფლებების უხეშ დარღვევებზე, რომელიც პირდაპირ ამართლებდა სახელმწიფო საჭიროებით რეიდებს ტელევიზიებში და ტელევიზიების დახურვას, როდესაც პროკურორის პოზიციაზე მუშაობდა, სინამდვილეში ის არა თავისუფალი ჟურნალისტი, არა თავისუფალი მედიის მენეჯერი, არამედ ჟურნალისტიკას ამოფარებული „ნაციონალური მოძრაობის“ დამნაშავე ლიდერი გახლავთ. ეს სასამართლომ გადაწყვიტა და სასამართლოში ჰქონდა საშუალება, რომ საკუთარი არგუმენტები წარმოედგინა“, – განაცხადა თალაკვაძემ.

 

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა