საქართველოს ნაკრების ყოფილი კაპიტანი გიორგი ნემსაძე 54 წლის ასაკში გარდაიცვალა
ხვიჩა კვარაცხელია მძიმე ტრავმის შემდეგ: უფრო ძლიერი უნდა დავბრუნდე ჩემი ხალხისთვის, რომელიც ყოველთვის ჩემს გვერდითაა
გოჩა მირცხულავა - რა გადაწყვეტილებებისთვის მზადდება პოლიტიკური გარემო?
რევაზ ნადარაია ოპოზიციურ პარტიებს: პოლიტიკური განცხადებები გარეთ გააკეთეთ, სასამართლოსთვის მათ ნულის ფასი აქვს
კობახიძე: რუსეთთან ურთიერთობის ახალი ეტაპი არ იწყება, დიპლომატიური ურთიერთობების აღდგენაზე ჩვენი პოზიცია უცვლელია
ანა წითლიძე საკონსტიტუციო სასამართლოში მიხეილ სააკაშვილისა და ლევან ხაბეიშვილის მოწმეებად დაბარებას ითხოვს
ეროვნული ბანკი: ციფრული ლარის საყოველთაო შემოღება უახლოეს წლებში არ იგეგმება, ნაღდი ფული მიმოქცევაში დარჩება
საკონსტიტუციო სასამართლომ ოპოზიციური პარტიების მოთხოვნა მოსამართლეთა აცილების შესახებ არ დააკმაყოფილა

წყარომ მომაწოდა ინფორმაცია, რომ „ქართული ოცნება“ ჩემზე ფიზიკურ თავდასხმას გეგმავს-გიორგი ვაშაძე

ნახვები: 286 წყარომ მომაწოდა ინფორმაცია, რომ „ქართული ოცნება“ ჩემზე ფიზიკურ თავდასხმას გეგმავს-გიორგი ვაშაძე

„სტრატეგია აღმაშენებლის“ ლიდერის, ოპოზიციონერი დეპუტატის, გიორგი ვაშაძის თქმით, წყარომ მიაწოდა ინფორმაცია, რომ „ქართული ოცნება“ მასზე ფიზიკურ თავდასხმას გეგმავს.

„არ ვიცი, სხდომათა დარბაზში იგეგმება თუ გარეთ, ამის ნიშნები იყო გუშინ, განცხადებების შემდეგ. ზუსტი ინფორმაცია მაქვს. ისინი აპირებენ ჩემ მიმართ ფიზიკურ ანგარიშსწორებას და დაავალეს საკუთარ ფრაქციაში იმ მოჭიდავე თუ გაუგებარ დეპუტატებს, რომელთა სახელი და გვარი არავინ იცის, რომ რამენაირად პროვოკაცია მოაწყონ. „ქართულ ოცნებას“ პასუხი არ აქვს საკითხებზე, რასაც ვსვამთ და აქედან გამომდინარე, გინდათ, გადახვიდეთ ფიზიკურ ანგარიშსწორებაზე. უკან არ დავიხევთ და საზოგადოებას თქვენს რეალურ სახეს ვაჩვენებთ, როგორ იბრძვით საქართველოს ეროვნული ინტერესების წინააღმდეგ; როგორი ფსევდოპატრიოტები ხართ; როგორ გინდათ, ისტორია გამოიყენოთ ხალხის ტვინის ასარევად და როგორ ებრძვით საქართველოს ევროპულ პერსპექტივას. ამ ყველაფერზე პასუხს მიიღებთ. ეს დავალება გაცემულია პარტიის ხელმძღვანელობის მხრიდან კონკრეტულ პირებზე. საიდან მაქვს ინფორმაცია, ამის თქმას თქვენთან არ ვაპირებ“, – განაცხადა გიორგი ვაშაძემ.

 

 
ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა