Kremlin says trilateral talks could resume in November
სალომე ზურაბიშვილი: „ქართული ოცნება“ ცდილობს დემოკრატიის საბოლოოდ დასამარებას – სამარცხვინოა „გახარია საქართველოსთვის“ პოზიციაც
ზელენსკი: ოსლოში უიტკოფს არ დაველოდები, უკრაინაში უნდა დავბრუნდეთ – ვნახოთ, რა შედეგით დასრულდება პუტინთან შეხვედრა
Zelensky not to wait for Witkoff in Oslo after his return from Russia
სანქტ-პეტერბურგში პუტინისა და ტრამპის სპეციალური წარმომადგენლის შეხვედრა დასრულდა – მოლაპარაკებები სამი საათის განმავლობაში მიმდინარეობდა
Putin-Witkoff meeting lasts about three hours
Zelensky meets Norwegian DM and representatives of NASAMS manufacturer Kongsberg
Ukraine`s capitulation would amount to the capitulation of us all, Merz says

„მე არ შევალ ფრაქციაში, პარლამენტში წარმოვადგენ რესპუბლიკურ პარტიას“ - ხათუნა სამნიძე

ნახვები: 369 „მე არ შევალ ფრაქციაში, პარლამენტში წარმოვადგენ რესპუბლიკურ პარტიას“ - ხათუნა სამნიძე

„მე არ შევალ ფრაქციაში, პარლამენტში წარმოვადგენ რესპუბლიკურ პარტიას", ამის შესახებ „რესპუბლიკური პარტიის" თავმჯდომარე ხათუნა სამნიძემ ჟურნალისტებთან განაცხადა.

მისი თქმით, იმედს იტოვებს, რომ პარლამენტში ნაციონალური მოძრაობაც შევა და ახალი ფრაქციები შეიქმნება.

„მას შემდეგ, რაც ნიკა მელია გათავისუფლდა და სათავეში უდგას ყველაზე დიდ ოპოზიციურ პარტიას, იმედი მაქვს, რომ ჩემი კოლეგები ამ პარტიიდანაც შეუერთდებიან პარლამენტს. მე ვარ ამ ეტაპზე დამოუკიდებელი დეპუტატი, წარმოვადგენ „რესპუბლიკურ პარტიას" პარლამენტში, სხვა ფრაქციის შექმნის შესახებ ინფორმაცია არ მაქვს, მაგრამ აქვე გავუსვამ ხაზს, იმედი მაქვს, შეიქმნება მეტი ოპოზიციური ფრაქცია. მე არ შევალ ფრაქციაში, მე წარმოვადგენ „რესპუბლიკურ პარტიას". თუ იქნება შესაძლებლობა კონკრეტული მიზნისთვის და შარლ მიშელის დოკუმენტის განხორციელებისთვის შეიქმნას ფრაქცია, კონკრეტული მიზნებით და არა პარტიული მიზნებით, განვიხილავ ასეთ ფრაქციაში ყოფნას, ამას სჭირდება კონსულტაციები, მსჯელობა," - განაცხადა სამნიძემ.

შეგახსენებთ, „რესპუბლიკური პარტიის" თავმჯდომარე ხათუნა სამნიძე პარლამენტში ნაციონალური მოძრაობის სიით შევიდა. მან ნაციონალ;ური მოძრაობისაგან განსხვავებით შარლ მიშელის შეთანხმებას ხელი მოაწერა და პარლამენტში შევიდა.

 

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა