Kremlin says trilateral talks could resume in November
სალომე ზურაბიშვილი: „ქართული ოცნება“ ცდილობს დემოკრატიის საბოლოოდ დასამარებას – სამარცხვინოა „გახარია საქართველოსთვის“ პოზიციაც
ზელენსკი: ოსლოში უიტკოფს არ დაველოდები, უკრაინაში უნდა დავბრუნდეთ – ვნახოთ, რა შედეგით დასრულდება პუტინთან შეხვედრა
Zelensky not to wait for Witkoff in Oslo after his return from Russia
სანქტ-პეტერბურგში პუტინისა და ტრამპის სპეციალური წარმომადგენლის შეხვედრა დასრულდა – მოლაპარაკებები სამი საათის განმავლობაში მიმდინარეობდა
Putin-Witkoff meeting lasts about three hours
Zelensky meets Norwegian DM and representatives of NASAMS manufacturer Kongsberg
Ukraine`s capitulation would amount to the capitulation of us all, Merz says

მევლუთ ჩავუშოღლუ:მსოფლიოში რეალურად საკვების კრიზისია, ეს ეხება როგორც უკრაინულ ხორბალს, ასევე რუსულ სასუქებს

ნახვები: 399 მევლუთ ჩავუშოღლუ:მსოფლიოში რეალურად საკვების კრიზისია, ეს ეხება როგორც უკრაინულ ხორბალს, ასევე რუსულ სასუქებს

მსოფლიოში რეალურად საკვების კრიზისია და ეს ეხება როგორც უკრაინულ ხორბალს, ასევე რუსულ სასუქებს, – ამის შესახებ თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა მევლუთ ჩავუშოღლუმ ანკარაში, რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრ სერგეი ლავროვთან ერთად გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.

თურქეთის საგარეო უწყების ხელმძღვანელის თქმით, მარცვლეულის ექსპორტისთვის აუცილებელია ტერიტორიების განაღმვა და უსაფრთხოების მექანიზმის ჩამოყალიბება.

„მსოფლიოში რეალურად საკვების კრიზისია. ჩვენ არ უნდა შევაფასოთ საკვების კრიზისი შეზღუდულად მხოლოდ უკრაინიდან ხორბლის ექსპორტის კუთხით, არამედ ასევე არის სასუქების პრობლემაც. სერგეი ლავროვს ჰქონდა ოფიციალური ვიზიტი ლათინური ამერიკის ქვეყნებში და ჩვენ დავინახეთ, რომ მათ აქვთ წუხილი ამ მიმართულებით. ასე რომ, რუსეთის და უკრაინის ხორბლის პროდუქტები წარმოადგენს გლობალური წარმოების ერთ მესამედს. თუ ჩვენ ვერ მოვახერხებთ ტერიტორიის ნაღმებისგან გაწმენდას, უსაფრთხოების დერეფნებისა და სატრანზიტო დერეფნების გახსნა შეუძლებელი იქნება. რუსული მხარე ამბობს, რომ დერეფნების გახსნის შემდეგ გემებმა უკრაინაში იარაღი არ უნდა შეიტანონ. ასე რომ, უნდა იყოს მექანიზმები, რომლებიც შეამოწმებს ამ საკითხებს. სწორედ ამიტომ ჩვენ გაერო-ს შეთავაზებას გონივრულად მივიჩნევთ. გაერო-ს, რუსეთს, უკრაინას და თურქეთს შეუძლიათ, შექმნან მექანიზმი, რომელიც მოიცავს თანამშრომლობას. ამ გეგმაზე ახლა ვსაუბრობთ. თურქეთი ამ გეგმას გონივრულად მიიჩნევს. რუსეთის და უკრაინის თანხმობის შემთხვევაში, ჩვენ შეგვიძლია, ვუმასპნძლოთ შეხვედრას ხორბლის ექსპორტის პრობლემების მოსაგვარებლად. ჩვენ ასევე ლეგიტიმურად ვუყურებთ რუსეთის მოთხოვნას, რომ თუ მზესუმზირის და ხორბლის პროდუქტების ექსპორტს რუსეთი უზრუნველყოფს საერთაშორისო ბაზარზე, რუსეთის სურვილი სანქციების მოხსნაზე, სრულიად ლეგიტიმურია. თუ მთელ მსოფლიოს სჭირდება პროდუქტების ექსპორტი რუსეთისგან და უკრაინისგან, ჩვენ უნდა გავხსნათ გზა წინსვლისთვის და დღის ბოლოს კონსენსუსის მექანიზმი ჩამოყალიბდეს“, – განაცხადა თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა