ზელენსკი: აშშ უკრაინას სადაზვერვო ინფორმაციას კვლავ აწვდის, მათ შორის რუსეთის ბალისტიკური რაკეტების შესახებ ადრეული გაფრთხილების სისტემით
Ukraine is receiving U.S. intelligence, Zelensky says after meeting with Witkoff
კაია კალასი: ამერიკელი მომლაპარაკებლები წელიწად-ნახევარია უკრაინას კაპიტულაციისკენ უბიძგებენ, თუმცა ევროპა ამის საშუალებას არ აძლევს
დავით ნარმანია: ელექტროსისტემაში მომხდარი მასშტაბური ავარიის მიზეზების შესწავლა გრძელდება – დასკვნა საჯარო გახდება
ირაკლი ღარიბაშვილი: ჩემ წინააღმდეგ მიმდინარე პოლიტიკური დევნა და ცილისწამება შეურაცხყოფაა ქვეყნისთვის, ხელისუფლებისა და მმართველი პარტიისთვის
დავით ფეიქრიშვილი თვითდაზიანებების შემდეგ კვლავ „ვივამედში“ გადაიყვანეს – ადვოკატი პატიმრებზე ძალადობაზე საუბრობს, პენიტენციური სამსახური ბრალდებას უარყოფს
ადვოკატი: გოგა ფეიქრიშვილმა ციხეში ვენები გადაიჭრა, დავით ფეიქრიშვილს კი ოთხი ნეკნი აქვს მოტეხილი – პატიმრების განცალკევებას ითხოვენ
ვინ და რატომ ეწინააღმდეგება საქართველოს ენერგოდამოუკიდებლობას?

ნინო ლომჯარია „ნაცების“ სახალხო დამცველად გადაიქცა-მამუკა მდინარაძე

ნახვები: 465 ნინო ლომჯარია „ნაცების“ სახალხო დამცველად გადაიქცა-მამუკა მდინარაძე

ნინო ლომჯარია, ამ ბოლო დროს განსაკუთრებით, „ნაცების“ სახალხო დამცველად გადაიქცა. ეს არის როგორც ჩანს მისი ბოლო მისია და ფუნქცია, – ამის შესახებ  „ქართული ოცნების“ აღმასრულებელმა მდივანმა, მამუკა მდინარაძემ სახალხო დამცველის განცხადებაზე საუბრისას აღნიშნა.

მისი თქმით, წარმოუდგენელია, რომ ადამიანი, რომელიც პრეზიდენტის ინსტიტუტს შეურაცხყოფას აყენებდა, ახლა მისგან შეწყალებას ითხოვს.

„რატომ არის განაჩენი დაუსაბუთებელი, უდანაშაულობის ერთი არგუმენტი ბრძანეთ. მოსამართლის დისკრეციაა ეს, ამას თქვენ და მე ვინ გვეკითხება. მართლა ცუდია ჩემი მხრიდან ამის თქმა და ცოტა მძიმეც არის, ჩვენი არჩეულია და კიდევ ვიმედოვნებდით, რომ მიუხედავად იმისა, რომ „ნაცმოძრაობის“ და მისი განშტოებების წარმომადგენლები ძალიან ლობირებდნენ, ვიფიქრეთ, კარგი, დავუშვათ ეს ე.წ. კვოტა, ეს ადამიანი თავს ზემოთ ძალას იპოვის და რაღაცნაირად შეეცდება ნეიტრალური იყოს. ამ ადამიანმა ეს ვერ ანახა და ეს არის მიზეზი. არ შეიძლება, შეწყალების მოლოდინზე მე ვილაპარაკო. წარმოუდგენელია, ადამიანი, რომელიც უმძიმეს შეურაცხყოფას აყენებდა პრეზიდენტის ინსტიტუტს, პრეზიდენტს რომ პირადად აყენებდა ეს მეორე საკითხია, ახლა პრეზიდენტის ინსტიტუტისგან ელოდება შეწყალებას, ეს მთლად ლოგიკური არ მგონია, მაგრამ ჩვენ ჯერ უნდა გავიხსენოთ ადამიანები, ვინც არა შვიდი მილიონისთვის, არამედ რამდენიმე ათასი თუ ათეული ათასი ლარისთვის და მსგავსი ზიანისთვის სხედან ციხეში. თუ შესაწყალებელია, დაიწყოს იქიდან და მერე გადავიდეს მილიონების გამფლანგველზე, მიმთვისებელზე, არასწორად განმკარგავზე თუ მილიონებით დამზიანებელზე“, – განაცხადა მდინარაძემ.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა