თენგიზ აბლოთია: ღარიბაშვილის ბრალდებების მიუხედავად, ივანიშვილი კობახიძეს არ მოიშორებს — მისთვის ასეთი მეორე შემსრულებელი არ არსებობს
Air defenses down 135 drones used by Russia to attack Ukraine overnight
War update: 215 clashes on front line over past day, Pokrovsk and Kostiantynivka sectors hottes
Injury toll in Russian strike on Odesa rises to 17
Russia’s war casualty toll in Ukraine up by 1,320 over past day
Erdogan after meeting Putin: Türkiye ready to do everything possible for peace
Trump names condition for meeting Putin “immediately”
Russian sabotage groups show no significant activity along border — spox Demchenko

დავით უსუფაშვილი - მათ აინტერესებთ, დაინახონ, რომ საქართველოს მოსახლეობის ევროპისკენ სწრაფვა ადეკვატურად არის გააზრებული პოლიტიკური კლასის მიერ

ნახვები: 360 დავით უსუფაშვილი - მათ აინტერესებთ, დაინახონ, რომ საქართველოს მოსახლეობის ევროპისკენ სწრაფვა ადეკვატურად არის გააზრებული პოლიტიკური კლასის მიერ

ევროპარლამენტში გუშინდელმა დღემ კიდევ ერთხელ დაადასტურა „ლელოს“ პოზიციის სისწორე ევროკავშირში ინტეგრაციასთან დაკავშირებით, – ამის შესახებ „ლელოს“ წევრმა, დავით უსუფაშვილმა განაცხადა.

როგორც უსუფაშვილმა აღნიშნა, შარლ მიშელის დოკუმენტზე დაბრუნება იმიტომ მიაჩნიათ ყველაზე უფრო ეფექტურ ნაბიჯად, რომ „ამით ევროპელი კოლეგები დაინახავენ, რომ მთავრობა გონს მოვიდა, ოპოზიციის ის ნაწილიც სხვაგვარად ფიქრობს, ვინც თავის დროზე ამ პროცესს არ შემოუერთდა ან დააგვიანა და საერთოდ, ჩვენ ყველანი გონს მოვეგეთ.

„ევროპას საქართველოში გვარები და სახელები არ აინტერესებს, არც პოლიტიკური პარტიების დასახელებები და ფერები. მათ აინტერესებთ, დაინახონ, რომ საქართველოს მოსახლეობის ევროპისკენ სწრაფვა ადეკვატურად არის გააზრებული პოლიტიკური კლასის მიერ. პირველ რიგში, ხელისუფლების მიერ და იდგმება სწორი ნაბიჯები. ახლა რას გვეტყვიან „ქართული ოცნების“ პარტიული ლიდერები, რომლებიც ლაპარაკობდნენ იმაზე, რომ ოთხი-ხუთი კრიმინალის მფარველი და ოპოზიციის მიერ მოსყიდული ევროპარლამენტარი აკრიტიკებდა საქართველოს. საქართველოსთვის 400-500 ევროპარლამენტარის პოზიცია რომ დაფიქსირდება, ეს იქნება ძალიან მძიმე. ასეთი მაღალი ტრიბუნიდან ასეთი რეზოლუციის მიღება არის ჩვენი სირცხვილი, ამაზე დიდი ხანია, ვსაუბრობთ. „ქართულ ოცნებას“ ამის გაგონება არ უნდოდა და იქნებ, ახლა მაინც გაიგოს. ჩვენი ევროპული მისწრაფებები არ უნდა დაზარალდეს არასწორი მთავრობის გამო, მაგრამ ამ არასწორმა მთავრობამ უნდა შეიგნოს, რომ ერეკლე მეფის იქით დაცვა კი არ არის დღეს მისი პრიორიტეტი, რადგან მას ვერც ვერავინ დააკლებს ვერაფერს და ვერც ვერავინ მოუმატებს, მას დაცვა არ სჭირდება, არამედ ერეკლეს და ჩვენს სხვა წინაპრების შთამომავლები, ანუ, დღევანდელი საქართველო არის დასაცავი და ევროპულ გზაზე დასაყენებელი“,- განაცხადა დავით უსუფაშვილმა.

 
 
ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა