საქართველოს ნაკრების ყოფილი კაპიტანი გიორგი ნემსაძე 54 წლის ასაკში გარდაიცვალა
ხვიჩა კვარაცხელია მძიმე ტრავმის შემდეგ: უფრო ძლიერი უნდა დავბრუნდე ჩემი ხალხისთვის, რომელიც ყოველთვის ჩემს გვერდითაა
გოჩა მირცხულავა - რა გადაწყვეტილებებისთვის მზადდება პოლიტიკური გარემო?
რევაზ ნადარაია ოპოზიციურ პარტიებს: პოლიტიკური განცხადებები გარეთ გააკეთეთ, სასამართლოსთვის მათ ნულის ფასი აქვს
კობახიძე: რუსეთთან ურთიერთობის ახალი ეტაპი არ იწყება, დიპლომატიური ურთიერთობების აღდგენაზე ჩვენი პოზიცია უცვლელია
ანა წითლიძე საკონსტიტუციო სასამართლოში მიხეილ სააკაშვილისა და ლევან ხაბეიშვილის მოწმეებად დაბარებას ითხოვს
ეროვნული ბანკი: ციფრული ლარის საყოველთაო შემოღება უახლოეს წლებში არ იგეგმება, ნაღდი ფული მიმოქცევაში დარჩება
საკონსტიტუციო სასამართლომ ოპოზიციური პარტიების მოთხოვნა მოსამართლეთა აცილების შესახებ არ დააკმაყოფილა

ხელოვნური ბარიერები იქმნება, რომ საქართველოს კანდიდატობის სტატუსის მიღების პროცესში პრობლემები შეექმნას-ირაკლი ჩიქოვანი

ნახვები: 465 ხელოვნური ბარიერები იქმნება, რომ საქართველოს კანდიდატობის სტატუსის მიღების პროცესში პრობლემები შეექმნას-ირაკლი ჩიქოვანი

საქართველოს თითოეულ მოქალაქეს მოლოდინი აქვს, რომ როცა ევროპარლამენტში დებატები იმართება, ეს დებატები იმ საკითხებზე იმართება, რომელიც არის სიმართლეზე დაფუძნებული და ჭეშმარიტება. ჩემთვის მართლაც გასაკვირი იყო გარემოება, როცა დავინახეთ, რომ თითქოს, დემოკრატიისა და მედიათავისუფლების სტანდარტს უზრუნველყოფენ ნიკა გვარამია ან მიხეილ სააკაშვილი, ეს გაუგებრობა არსებობს, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა ირაკლი ჩიქოვანმა განაცხადა.

მისი თქმით, საქართველოს ყოველთვის მზად არის კონსტრუქციული მოსაზრებები მოისმინოს.

„რაც შეეხება კრიტიკას, საქართველო ყოველთვის მზად იყო, მოესმინა კონსტრუქციული მოსაზრებები, უფრო მეტად როგორ უზრუნველყოთ ჩვენი ქვეყნის განვითარება და მომავალში ვიმუშავებთ იმისთვის, რომ ეს გავაკეთოთ, მაგრამ ის საკითხები, რომელიც სიმართლეს არ შეესაბამება და არ ეფუძნება ნამდვილ მყარ ფაქტებს, ჩვენთვის არ იქნება მისაღები. ამ მოსმენის გამართვა მაშინ, როცა გაიმართა და ევროკავშირს სტრატეგიული გადაწყვეტილება აქვს მისაღები იმასთან დაკავშირებით, მიიღებს თუ არა სამი სახელმწიფო კანდიდატის სტატუსს, ვთვლი, რომ ეს არ იყო შედეგიანი“, – განაცხადა ჩიქოვანმა.

დეპუტატის განცხადებით, ხელოვნური ბარიერები იქმნება, რომ საქართველოს კანდიდატობის სტატუსის მიღების პროცესში პრობლემები შეექმნას.

„ეს არის სამწუხარო რეალობა, რომელსაც ვხედავთ. საქართველოში არსებული მედია გარემო აბსოლუტურად თავისუფალია. ბევრი დასკვნა და შეფასებაა, რომელიც პირდაპირ ამბობს, რომ საქართველოს მედია გარემო არის თავისუფალი, არ არსებობს არანაირი წინაღობა, თუმცა ევროპარლამენტარების მიერ გაკეთებული განცხადებები არ არის იმ კონტექსტის გათვალისწინებით, რაც გვაქვს. საქართველოში რა მედია გარემოც იყო 2012 წლამდე და რაც არის დღეს, ცხადი და ნათელი კონტრასტია. არანაირი წინაღობა არ არსებობს არც ერთი მედია საშუალების ფუნქციონირებაში. მაშინ, როცა მედია თავისუფლებაზე და მედია პლურალიზმის სტანდარტზე ვსაუბრობთ, არც ნიკა გვარამია და არც მიხეილ სააკაშვილი ამ სტანდარტს არ წარმოადგენენ და ამის მაღალი მაჩვენებელი ვერასოდეს ვერ იქნებიან“, – განაცხადა ჩიქოვანმა.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა