ზელენსკი: აშშ უკრაინას სადაზვერვო ინფორმაციას კვლავ აწვდის, მათ შორის რუსეთის ბალისტიკური რაკეტების შესახებ ადრეული გაფრთხილების სისტემით
Ukraine is receiving U.S. intelligence, Zelensky says after meeting with Witkoff
კაია კალასი: ამერიკელი მომლაპარაკებლები წელიწად-ნახევარია უკრაინას კაპიტულაციისკენ უბიძგებენ, თუმცა ევროპა ამის საშუალებას არ აძლევს
დავით ნარმანია: ელექტროსისტემაში მომხდარი მასშტაბური ავარიის მიზეზების შესწავლა გრძელდება – დასკვნა საჯარო გახდება
ირაკლი ღარიბაშვილი: ჩემ წინააღმდეგ მიმდინარე პოლიტიკური დევნა და ცილისწამება შეურაცხყოფაა ქვეყნისთვის, ხელისუფლებისა და მმართველი პარტიისთვის
დავით ფეიქრიშვილი თვითდაზიანებების შემდეგ კვლავ „ვივამედში“ გადაიყვანეს – ადვოკატი პატიმრებზე ძალადობაზე საუბრობს, პენიტენციური სამსახური ბრალდებას უარყოფს
ადვოკატი: გოგა ფეიქრიშვილმა ციხეში ვენები გადაიჭრა, დავით ფეიქრიშვილს კი ოთხი ნეკნი აქვს მოტეხილი – პატიმრების განცალკევებას ითხოვენ
ვინ და რატომ ეწინააღმდეგება საქართველოს ენერგოდამოუკიდებლობას?

"აშშ ხვდება პროცესებს, რაც ქვეყანაში გვაქვს" - NGO-ები სახდეპის თანაშემწის მოადგილეს შეხვდნენ

ნახვები: 414 "აშშ ხვდება პროცესებს, რაც ქვეყანაში გვაქვს" - NGO-ები სახდეპის თანაშემწის მოადგილეს შეხვდნენ

არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის თანაშემწის მოადგილეს, კარა მაკდონალდს შეხვდნენ.

შეხვედრის დასრულების შემდეგ მესამე სექტორის წარმომადგენლებმა განაცხადეს, რომ მაკდონალდთან საქართველოში არსებული მდგომარეობა, სასამართლოს დამოუკიდებლობის საკითხი და კანდიდატი ქვეყნის სტატუსთან დაკავშირებით მოლოდინები განიხილეს.

"ერთი რაღაც, რაც დანამდვილებით შეგვიძლია ვთქვათ ქალბატონი მაკდონალდის პოზიციიდან არის ის, რომ შეერთებული შტატები ძალიან კარგად ხვდება და აანალიზებს იმ პროცესებს, რაც ქვეყანაში გვაქვს - იმ ნაბიჯებს, რომლებსაც ხელისუფლება დგამს, იმ სიტუაციას, რომელიც მართლმსაჯულებასთანაა დაკავშირებული, რა ნაბიჯები უნდა გადაიდგას და არ იდგმება ევროინტეგრაციასთან მიმართებით"- ამბობს საიას თავმჯდომარე ნიკა სიმონიშვილი.

დღის განმავლობაში დაგეგმილია კარა მაკდონალდის შეხვედრები ოპოზიციისა და მმართველი პარტიის წარმომადგენლებთან.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა