კრიშტიანო რონალდო ხვიჩა კვარაცხელიას: შეინარჩუნე შენში ეს ცეცხლი, შენი საუკეთესო დღეები ჯერ კიდევ წინ არის!
Kremlin says trilateral talks could resume in November
სალომე ზურაბიშვილი: „ქართული ოცნება“ ცდილობს დემოკრატიის საბოლოოდ დასამარებას – სამარცხვინოა „გახარია საქართველოსთვის“ პოზიციაც
ზელენსკი: ოსლოში უიტკოფს არ დაველოდები, უკრაინაში უნდა დავბრუნდეთ – ვნახოთ, რა შედეგით დასრულდება პუტინთან შეხვედრა
Zelensky not to wait for Witkoff in Oslo after his return from Russia
სანქტ-პეტერბურგში პუტინისა და ტრამპის სპეციალური წარმომადგენლის შეხვედრა დასრულდა – მოლაპარაკებები სამი საათის განმავლობაში მიმდინარეობდა
Putin-Witkoff meeting lasts about three hours
Zelensky meets Norwegian DM and representatives of NASAMS manufacturer Kongsberg

წალენჯიხაში მუნიციპალიტეტის სათემო საზოგადოებრივი საბჭოების გაერთიანებულო დამფუძნებელ კრება გაიმართება

ნახვები: 328 წალენჯიხაში მუნიციპალიტეტის სათემო საზოგადოებრივი საბჭოების გაერთიანებულო დამფუძნებელ კრება გაიმართება

დღეს, 11 ივნისს, 14:00 საათზე,  წალენჯიხაში მუნიციპალიტეტის სათემო საზოგადოებრივი საბჭოების გაერთიანებულო დამფუძნებელ კრება გაიმართება.

2021 წლის თვითმართველობის არჩევნების შემდეგ, წალენჯიხის ახლად არჩეული მერის გია ხარჩილავასა და “სამოქალაქო ინიციატივებისა და ინოვაციების ცენტრის” თანამშრომლობით შემუშავდა.

ინიციატივა მიზნად ისახავს გადაწყვეტილების მიღების პროცესში მოქალაქეთა ჩართულობისა და თვითმართველობის ორგანოების ანგარიშვალდებულების გაძლიერებას.

“სამოქალაქო ინიციატივებისა და ინოვაციების ცენტრის” ხელმზღვანელის, ხათუნა ლაგაზიძის განცხადებით, ინიციატივა მოიცავს საზოგადოებრივი თანამშრომლობის რამდენიმე მექანიზმს - საზოგადოებრივი რეფერენდუმი, სათემო საზოგადოებრივი საბჭო, მუნიციპალური საზოგადოებრივი დარბაზი და სამოქალაქო თანამონაწილეობითი ბიუჯეტი.

სათემო საზოგადოებრივი საბჭოები არის სათემო საზოგადოებრივ-საკონსულტაციო ორგანოები.

წალენჯიზის მერის გია ხარჩილავას განცხადებით, საბჭოების ფორმირება მოხდა წალენჯიხის ყველა ადმინისტრაციულ ერთეულში საყოველთაო, თანასწორი, სამართლიანი, პირდაპირი, ფარული და თავისუფალი არჩევნების საფუძველზე.

დამფუძნებელ კრებაში მონაწილეობას მიიღებენ სათემო საზოგადოებრივი საბჭოების არჩეული წარმომადგენლები და მასზე დასასწრებად მოწვეულნი არიან წალენჯიხის მერიის და საკრებულოს წარმომადგენლები, რეგიონალური სამოქალაქო ორგანიზაციების და „გადადგი ნაბიჯი ევროპისკენ“ ინიციატორები და წევრები.

შეხვედრის ფარგლებში გაიმართება მრგვალი მაგიდა თვითმმართველობის სფეროში არსებულ გამოწვევებსა და ინიციატივებზე ევროკავშირის ქვეყნების გამოცდილების გათვალისწინებით.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა