კრიშტიანო რონალდო ხვიჩა კვარაცხელიას: შეინარჩუნე შენში ეს ცეცხლი, შენი საუკეთესო დღეები ჯერ კიდევ წინ არის!
Kremlin says trilateral talks could resume in November
სალომე ზურაბიშვილი: „ქართული ოცნება“ ცდილობს დემოკრატიის საბოლოოდ დასამარებას – სამარცხვინოა „გახარია საქართველოსთვის“ პოზიციაც
ზელენსკი: ოსლოში უიტკოფს არ დაველოდები, უკრაინაში უნდა დავბრუნდეთ – ვნახოთ, რა შედეგით დასრულდება პუტინთან შეხვედრა
Zelensky not to wait for Witkoff in Oslo after his return from Russia
სანქტ-პეტერბურგში პუტინისა და ტრამპის სპეციალური წარმომადგენლის შეხვედრა დასრულდა – მოლაპარაკებები სამი საათის განმავლობაში მიმდინარეობდა
Putin-Witkoff meeting lasts about three hours
Zelensky meets Norwegian DM and representatives of NASAMS manufacturer Kongsberg

ვოლოდიმირ ზელენსკი - რუსეთის გზა ომის 107 დღის განმავლობაში არის სახელმწიფოს სრული დეგრადაციის მაგალითი

ნახვები: 421 ვოლოდიმირ ზელენსკი - რუსეთის გზა ომის 107 დღის განმავლობაში არის სახელმწიფოს სრული დეგრადაციის მაგალითი

უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი მისი ქვეყნის წინააღმდეგ 107 დღის განმავლობაში მიმდინარე სრულმასშტაბიანი ომის გზას სახელმწიფოს სრული დეგრადაციის ნიმუშად მიიჩნევს. ამის შესახებ ზელენსკიმ მორიგი ვიდეომიმართვისას განაცხადა.

“რუსეთს დონბასის ყველა ქალაქის განადგურება სურს. და ეს გადაჭარბებული არ არის. ვოლნოვახას მსგავსად, მარიუპოლის მსგავსად. მთელი ეს ნანგრევები ოდესღაც ბედნიერ ქალაქებში, ხანძრების შავი კვალი, აფეთქებების შედეგად კრატერები – ეს არის ყველაფერი, რაც რუსეთს შეუძლია, მისცეს თავის მეზობლებს, ევროპას, მსოფლიოს. ალბათ ეს არის ნებისმიერი სახელმწიფოს სრული დეგრადაციის უსწრაფესი მაგალითი – გზა, რომელიც რუსეთის სახელმწიფომ 107 დღეში გაიარა”, – განაცხადა ზელენსკიმ.

ზელენსკის თქმით, დონბასში ძალიან სასტიკი ბრძოლები გრძელდება.

“უკრაინელი სამხედროები ყველაფერს აკეთებენ იმისთვის, რომ შეაჩერონ ოკუპანტების შეტევითი მოქმედებები, რამდენადაც მათ აქვთ საკმარისი მძიმე იარაღი, თანამედროვე არტილერია, ყველაფერი, რაც ჩვენ ვთხოვეთ და ვაგრძელებთ თხოვნას ჩვენი პარტნიორებისთვის”, – განაცხადა მან.

უკრაინის პრეზიდენტის განცხადებით, მისი მთავრობა ომის შემდეგ სახელმწიფოს ფართომასშტაბიანი აღდგენისთვის ემზადება და აპირებს ბევრი შეცვლას, მაგრამ ბრძოლები ჯერ კიდევ გრძელდება.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა