კრიშტიანო რონალდო ხვიჩა კვარაცხელიას: შეინარჩუნე შენში ეს ცეცხლი, შენი საუკეთესო დღეები ჯერ კიდევ წინ არის!
Kremlin says trilateral talks could resume in November
სალომე ზურაბიშვილი: „ქართული ოცნება“ ცდილობს დემოკრატიის საბოლოოდ დასამარებას – სამარცხვინოა „გახარია საქართველოსთვის“ პოზიციაც
ზელენსკი: ოსლოში უიტკოფს არ დაველოდები, უკრაინაში უნდა დავბრუნდეთ – ვნახოთ, რა შედეგით დასრულდება პუტინთან შეხვედრა
Zelensky not to wait for Witkoff in Oslo after his return from Russia
სანქტ-პეტერბურგში პუტინისა და ტრამპის სპეციალური წარმომადგენლის შეხვედრა დასრულდა – მოლაპარაკებები სამი საათის განმავლობაში მიმდინარეობდა
Putin-Witkoff meeting lasts about three hours
Zelensky meets Norwegian DM and representatives of NASAMS manufacturer Kongsberg

ცესკო-ს თავმჯდომარეს შესაძლოა, ორი მოადგილე ჰყავდეს

ნახვები: 285 ცესკო-ს თავმჯდომარეს შესაძლოა, ორი მოადგილე ჰყავდეს

„მიმდინარეობს მსჯელობა, რომ ცესკო-ს თავმჯდომარეს ორი მოადგილე ჰყავდეს და აქედან ერთ-ერთი აუცილებლად ოპოზიციის წარმომადგენლი იყოს", - განაცხადა დღეს, 14 მაისს, „რესპუბლიკური პარტიის" ლიდერმა, დეპუტატის ხათუნა სამნიძემ.

მისი თქმით, „ქართულმა ოცნებამ" დააყენა წინადადება, რომლის მიხედვითაც, ცესკო-ში წევრის ყოლის შესაძლებლობა ექნება არა „პატრიოტთა ალიანსს", არამედ, მისგან გამოყოფილი და პარლამენტში შესული დეპუტატების მიერ შექმნილ პარტიას - „ევროპელი სოციალისტები".

„სამ ძირითად საკითხზე ვისაუბრეთ დღეს. ეს იყო ცესკო-ს თავმჯდომარის პარტიული მოადგილე, რაც სადავო თემა იყო, რადგან შარლ მიშელის დოკუმენტში წერია, რომ ერთი მოადგილე აუცილებლად ოპოზიციური პარტიებიდან უნდა იყოს. ეს „ქართულ ოცნებაში" იწვევს შიშებს, საფრთხეს ხედავენ, ამიტომ დავიწყეთ მსჯელობა, როგორ შეიძლება, რომ შარლ მიშელის დოკუმენტში არსებული ეს ჩანაწერი აუცილებლად შესრულდეს და დაემატოს სხვა მექანიზმი, რომელიც ორივე მხარეს შეათანხმებს და საფრთხეებს აღმოფხვრის. ამიტომ საუბარია ორ მოდგილეზე, რომელთაგანაც ერთი იქნება ოპოზიციური პარტიების წარმომადგენელი, მეორე კი შეიძლება იყოს ცესკოს პროფესიული ნიშნით არჩეული წევრი.

კიდევ ერთი საკითხი იყო ადმინისტრაციის დაკომპლექტება და რაც შარლ მიშელის დოკუმენტშია, კანონპროექტში სრულად აისახა. მესამე საკითხია, ცესკოში წევრების შემადგენლობა. ახალი თემა, რომელსაც არ ვეთანხმები და ამაზე გვქონდა მძიმე შეფასება, არის ის, რომ „ქართულმა ოცნებამ" გადაწყვიტა, ეს მუხლი მოარგოს კონკრეტულ სიტუაციას. მაგალითად, „პატრიოტთა ალიანსს" ცესკო-ში წევრი ჰყავს, ეს პარტია პარლამენტში არ შევიდა და მას გამოეყვნენ დეპუტატები, რომლებმაც ახალი პარტია შექმნეს. საუბარია იმაზე, რომ მათ მიენიჭოთ უფლება, რომ ჰყავდეთ ცესკოში წევრი და არა „პარიოტთა ალიანსს". მე ვარ ამის კატეგორიული წინააღმდეგი. არ აქვს მნიშვნელობა რომელ პარტიას ეხება. მუხლი, ჩანაწერი, რომელიც ერთ კონკრეტულ ვითარებაზეა მორგებული, ყოველთვის შექმნის პრობლემას მომავალში",- განაცხადა სამნიძემ.

 

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა