კრიშტიანო რონალდო ხვიჩა კვარაცხელიას: შეინარჩუნე შენში ეს ცეცხლი, შენი საუკეთესო დღეები ჯერ კიდევ წინ არის!
Kremlin says trilateral talks could resume in November
სალომე ზურაბიშვილი: „ქართული ოცნება“ ცდილობს დემოკრატიის საბოლოოდ დასამარებას – სამარცხვინოა „გახარია საქართველოსთვის“ პოზიციაც
ზელენსკი: ოსლოში უიტკოფს არ დაველოდები, უკრაინაში უნდა დავბრუნდეთ – ვნახოთ, რა შედეგით დასრულდება პუტინთან შეხვედრა
Zelensky not to wait for Witkoff in Oslo after his return from Russia
სანქტ-პეტერბურგში პუტინისა და ტრამპის სპეციალური წარმომადგენლის შეხვედრა დასრულდა – მოლაპარაკებები სამი საათის განმავლობაში მიმდინარეობდა
Putin-Witkoff meeting lasts about three hours
Zelensky meets Norwegian DM and representatives of NASAMS manufacturer Kongsberg

პაპუაშვილი: "ოპოზიციამ თამარ ჟვანიას ბოდიში მოუხადოს"

ნახვები: 412 პაპუაშვილი: "ოპოზიციამ თამარ ჟვანიას ბოდიში მოუხადოს"

„ბოდიში მოსახდელი აქვს ბევრს ამ ქვეყანაში თამარ ჟვანიასთან, მათ შორის, ოპოზიციას, „სამართლიან არჩევნებს" და სხვებს" , - განაცხადა დღეს, 14 მაისს, უმრავლესობის წევრმა შალვა პაპუაშვილმა.

მისივე თქმით, ცესკოს დააბრალეს ისეთი რაღაცები, რაც ვერ დაამტკიცეს.

„იმედი მაქვს, ამ მოწოდებას ჩემი ოპონენტები გაიზიარებენ. პირველ რიგში, მათ ბოდიში უნდა მოუხადონ თამარ ჟვანიას და შემდეგ თამარ ჟვანია გადაწყვეტს, უნდა მას წასვლა, თუ არა. ბოდიში მოსახდელი აქვს ბევრს ამ ქვეყანაში თამარ ჟვანიასთან, მათ შორის ოპოზიციას, სამართლიან არჩევნებს და სხვებს, ვინც დააბრალა მას და ცესკო-ს ისეთი რაღაცები, რომელიც საბოლოო ჯამში, ვერანაირად ვერ დაამტკიცეს. ბოდიშს თუ არ მოიხდიან, მინიმუმ, ის გამბედაობა მაინც ჰქონდეთ, რომ მივიდნენ და ჰკითხონ, რა გადაიტანა ამ ქალმა იმ დღეებში, არჩევნების შემდეგ, რა დონის შეტევა იყო მის მიმართ, პიროვნულად. ასე რომ, მინიმუმ, ის მაინც მოიკითხონ, რას გრძნობდა ეს ადამიანი იმ დღეების განმავლობაში" - განაცხადა პაპუშავილმა

 

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა