კრიშტიანო რონალდო ხვიჩა კვარაცხელიას: შეინარჩუნე შენში ეს ცეცხლი, შენი საუკეთესო დღეები ჯერ კიდევ წინ არის!
Kremlin says trilateral talks could resume in November
სალომე ზურაბიშვილი: „ქართული ოცნება“ ცდილობს დემოკრატიის საბოლოოდ დასამარებას – სამარცხვინოა „გახარია საქართველოსთვის“ პოზიციაც
ზელენსკი: ოსლოში უიტკოფს არ დაველოდები, უკრაინაში უნდა დავბრუნდეთ – ვნახოთ, რა შედეგით დასრულდება პუტინთან შეხვედრა
Zelensky not to wait for Witkoff in Oslo after his return from Russia
სანქტ-პეტერბურგში პუტინისა და ტრამპის სპეციალური წარმომადგენლის შეხვედრა დასრულდა – მოლაპარაკებები სამი საათის განმავლობაში მიმდინარეობდა
Putin-Witkoff meeting lasts about three hours
Zelensky meets Norwegian DM and representatives of NASAMS manufacturer Kongsberg

ღარიბაშვილი: მთავრობა გახდება ბორჯომის - ჩვენი ეროვნული სიმდიდრის, სიამაყის თანამფლობელი

ნახვები: 473 ღარიბაშვილი: მთავრობა გახდება ბორჯომის - ჩვენი ეროვნული სიმდიდრის, სიამაყის თანამფლობელი

პრემიერმინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის თქმით, ბორჯომის აქციონერებთან მოლაპარაკებები დასრულდა და საქართველოს მთავრობა კომპანიის თანამფლობელი გახდება.

როგორც მან მთავრობის სხდომაზე თქვა, ყველა ის პრობლემა, რომელიც ბორჯომსა და მის თანამშრომლებს აქვთ, მოგვარდება.

"ჩვენ წარმატებით დავასრულეთ მოლაპარაკებები ბორჯომის აქციონერებთან და ჩვენი სახელმწიფო, საქართველოს მთავრობა გახდება აქციონერი იმ ჯგუფის, რომელიც არის ბორჯომის ქარხნის მეპატრონე. ეს არის უსასყიდლო გარიგება, ჩვენ უსასყიდლოდ გადმოგცემა აქციები და ამის შემდეგ ჩვენი სახელმწიფო გახდება ბორჯომის ქარხნის - ჩვენი ეროვნული სიმდიდრის, სიამაყის თანამფლობელი და ყველა ის პრობლემა, რომელიც ბორჯომსა და მის თანამშრომლებს ჰქონდა შექმნილი ოპერირებაში, მართვაში, ფუნქციონირებაში ზოგადად, იქნება მოხსნილი", - თქვა ღარიბაშვილმა.

მისივე განცხადებით, საკითხი საერთაშორისო პარტნიორებთან შეათანხმეს და გარიგება საერთაშორისო სამართლის ნორმების სრული დაცვით გაფორმდა.

ომისა და სანქციების გამო ბორჯომმა მუშაობა 29 აპრილს შეაჩერა. IDS ბორჯომის საკონტროლო პაკეტი Alfa Group-მა 2013 წელს იყიდა. Alfa Group-ის დამფუძნებელი სანქცირებული რუსი მილიარდერი მიხაილ ფრიდმანია.

ქარხნებში 1000 ადამიანია დასაქმებული. წარმოების შეჩერების შემდეგ კომპანიამ მათ ახალი სახელფასო პირობები შესთავაზა - თანამშრომლებს ანაზღაურება გაუნახევრდათ, ასევე, ზეგანაკვეთურ შრომაში ნაცვლად არსებული 140%-ისა, 125%-ს მიიღებენ.

კომპანია ბორჯომმა 49 თანამშრომელი, რომლებმაც ახალ პირობებს ხელი არ მოაწერეს, სამსახურიდან გაათავისუფლა.

დღემდე კომპანიის თანამშრომლები აქციებს მართავენ. მათ ბორჯომის პირველი და მეორე ჩამომსხმელი ქარხნების სრული პიკეტი მოახდინეს.

გაფიცული თანამშრომლები ქარხნიდან უკანონოდ გათავისუფლებული 49 თანამშრომლის სამსახურში აღდგენასა და აპრილისა და მაისის თვის ხელფასების ჩარიცხვას ითხოვენ.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა