მიხეილ სააკაშვილი: ივანიშვილს ძმები ფეიქრიშვილების წერილები არ მოეწონა და მათზე ძალადობა შეუკვეთა – ეს მხოლოდ დასაწყისია
საქართველოს ნაკრების ყოფილი კაპიტანი გიორგი ნემსაძე 54 წლის ასაკში გარდაიცვალა
ხვიჩა კვარაცხელია მძიმე ტრავმის შემდეგ: უფრო ძლიერი უნდა დავბრუნდე ჩემი ხალხისთვის, რომელიც ყოველთვის ჩემს გვერდითაა
გოჩა მირცხულავა - რა გადაწყვეტილებებისთვის მზადდება პოლიტიკური გარემო?
რევაზ ნადარაია ოპოზიციურ პარტიებს: პოლიტიკური განცხადებები გარეთ გააკეთეთ, სასამართლოსთვის მათ ნულის ფასი აქვს
კობახიძე: რუსეთთან ურთიერთობის ახალი ეტაპი არ იწყება, დიპლომატიური ურთიერთობების აღდგენაზე ჩვენი პოზიცია უცვლელია
ანა წითლიძე საკონსტიტუციო სასამართლოში მიხეილ სააკაშვილისა და ლევან ხაბეიშვილის მოწმეებად დაბარებას ითხოვს
ეროვნული ბანკი: ციფრული ლარის საყოველთაო შემოღება უახლოეს წლებში არ იგეგმება, ნაღდი ფული მიმოქცევაში დარჩება

აბსოლუტურად სწორია, რომ ევროპისკენ სწრაფვას ეძღვნებოდეს 20 ივნისის აქცია-ალეკო ელისაშვილი

ნახვები: 406 აბსოლუტურად სწორია, რომ ევროპისკენ სწრაფვას ეძღვნებოდეს 20 ივნისის აქცია-ალეკო ელისაშვილი

პარტია „მოქალაქეების“ ლიდერის ალეკო ელისაშვილის განცხადებით, 20 ივნისისთვის დაანონსებულ აქციაზე ტრიბუნასთან პოლიტიკოსების განცხადებების ადგილი არ უნდა იყოს.

მისივე თქმით, აქციაზე გული მიუწევს, რადგან სურს, ევროპისკენ სწრაფვის მონაწილე იყოს, თუმცა არ იცის, რამდენად კარგი ან ცუდი შეიძლება, იყოს ეს.

„მეც ვიზიარებ იმ აზრს, რომ პოლიტიკოსები ტრიბუნაზე არ უნდა იყვნენ. მით უფრო ახლა, როდესაც ყველანი სულგანაბული ვართ ევროკავშირის გადაწყვეტილების მოლოდინში, რას გვეტყვიან კანდიდატის სტატუსთან დაკავშირებით. 20 ივნისი არის თარიღი, როდესაც ხელისუფლებამ ხალხზე იძალადა. აბსოლუტურად სწორია, რომ ევროპისკენ ჩვენს სწრაფვას ეძღვნებოდეს ეს აქცია, პროტესტი. მიმაჩნია, ტრიბუნაზე პოლიტიკოსების და პოლიტიკური განცხადებების ადგილი არ უნდა იყოს. აქციაზე ჩვენი მხარდამჭერები, ჩვენი გუნდის წევრები წავლენ, მაგრამ არ ვიცი, წავიდეთ თუ არა, მაგალითად, მე და ლევან იოსელიანი – უფრო კარგი იქნება, თუ უფრო ცუდი. რა თქმა უნდა, გული მიმიწევს, მინდა, მივიდე და მეც ვიყო ევროპისკენ სწრაფვის მონაწილე, მაგრამ არ ვიცი, რამდენად კარგი ან ცუდია ჩემი მისვლა. არ გვინდა საქმე დავაზიანოთ. ეს აქცია ყველას უნდა აერთიანებდეს, არ უნდა ხლეჩდეს. რასაც ვუყურებ, აშკარად დაპირისპირების კიდევ ერთი მიზეზი და საბაბი გახდა. კარგი იქნება, პოლიტიკური მოთხოვნები არ იყოს დაყენებული, გარდა ევროპისკენ სწრაფვისა. აზრთა სხვადასხვაობა და დაპირისპირება რომ არის, გასაგებია. მეტად პოლიტიკური სარჩული აქვს. ვიღაცას უნდა ეს აქცია თავისი მიზნისთვის გამოიყენოს“, – განაცხადა ალეკო ელისაშვილმა.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა